შინაარსზე გადასვლა

სიაჩენი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სიაჩენი
სიაჩენის მყინვარის სქემა
სიაჩენის მყინვარის სქემა
კოორდინატები: 35°05′00″ ჩ. გ. 77°00′00″ ა. გ. / 35.08333° ჩ. გ. 77.00000° ა. გ. / 35.08333; 77.00000
ქვეყანა ინდოეთის დროშა ინდოეთი
ტერიტორიული ერთეული ლადაქი
ქედი ყარაყორუმი
ფართობი 750 კმ²
სიგრძე 76 კმ
მდგომარეობა პულსაციური
სიაჩენი — ინდოეთი
სიაჩენი

სიაჩენი (ჰინ. सियाचीन) — მყინვარი ინდოეთში. უდიდესია ყარაყორუმის მთებში. მდებარეობს მდინარე შაიოკის მარჯვენა შენაკადის — ნუბრის სათავეში. დენდრიტულ-ხეობური ტიპისაა. სიგრძე 76 კმ, ფართობი 750 კმ².[1] ეშვება კონდუსის ქედის აღმოსავლეთი კალთიდან, ზღვის დონიდან დაახლოებით 7000 მ სიმაღლიდან. მიემართება აღმოსავლური მიმართულებით, დიდ მანძილზე დაფარულია ნატეხი ქანებით. ფირნის ველის ხაზი გადის ზღვის დონიდან 5300 მ-ზე. მთავრდება 3550 მ სიმაღლეზე. გამოხატულია არანაკლებ 12 შუა მორენა.[2] 1848 წლიდან 1909 ���ლამდე სიაჩენი წინ იწევდა. განაახლა წინსვლა გასული საუკუნის 1950-იან წლებში. XXI საუკუნის დასაწყისიდან სიაჩენი სტაბილურია.[3]

  1. Войтковский К.Ф. Основы гляциологии. М.: Наука, 1999. — 256 с.
  2. Siachen Glacier | Encyclopedia Britannica
  3. Сиачен | Большая российская энциклопедия. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-09-07. ციტირების თარიღი: 2020-06-06.