სერგეი ასლამაზიანი
იერსახე
სერგეი ასლამაზიანი | |
---|---|
ბიოგრაფია | |
დაბ. თარიღი | 27 იანვარი, 1897 |
დაბ. ადგილი | (ჩრდ. ოსეთი) |
გარდ. თარიღი | 27 სექტემბერი, 1978 |
გარდ. ადგილი | მოსკოვი |
დასაფლავებულია | Armenian Cemetery |
ეროვნება | სომხები[1] |
ინსტრუმენტ(ებ)ი | ვიოლენჩელო, ფორტეპიანო |
სერგეი ასლამაზიანი (სომხ. Սերգեյ Զաքարի Ասլամազյան, რუს. Серге́й Захарович Асламазя́н, დ. 27 იანვარი, 1897 — გ. 27 სექტემბერი 1978) — საბჭოთა სომხეთის კომპოზიტორი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1946 წელს მას მიენიჭა სტალინის პრემია. იგი იყო კომიტასის კვარტეტის ერთ-ერთი დამფუძნებელი და წევრი 1925–1968 წლებში[2]. 1927 წელს, მან დაამთავრა მსოფლიოში ერთ-ერთი წამყვანი სამუსიკო სკოლა - პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო კონსერვატორია, ხოლო 1929 წელს - ასპირანტურა. 1947 წლიდან, იგი ამავე კონსერვატორიის პროფესორი იყო.
გარდაცვალება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სერგეი ასლამაზიანი გარდაიცვალა 1978 წლის 27 სექტემბერს. დაკრძალულია მოსკოვის სომხურ სასაფლაოზე.
ცნობილი ნამუშევრები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მელოდია ვიოლენჩელოსა და ფორტეპიანოსათვის
- სომხურ ხალხურ სიმღერებზე დაფუძნებული სუიტა სიმებიანი კვარტეტისათვის (1950)
- ვარიაციები ნიკოლო პაგანინის თემაზე სიმებიანი კვარტეტისათვის (1961)
ორდენები და ტიტულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- სომხეთის სსრ-ის სახალხო არტისტი (1945)
- სტალინის პრემია (1946)
- სომხეთის სსრ-ის სახელმწიფო პრემია (1965)
- მედალი
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Biography დაარქივებული 2011-07-21 საიტზე Wayback Machine. (რუსული)
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ სომხური საბჭოთა ენციკლოპედია / Վ. Համբարձումյան, Կ. Խուդավերդյան — Հայկական հանրագիտարան հրատարակչություն, 1974.
- ↑ Ով ով է. Հայեր. Կենսագրական հանրագիտարան, հատոր առաջին, Երևան, 2005.