შინაარსზე გადასვლა

საუზმე ტიფანისთან (ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„საუზმე ტიფანისთან“
რეჟისორი ბლეიკ ედვარდსი
სცენარის ავტორი ტრუმენ კაპოტე
ნაწარმოები საუზმე ტიფანისთან
ტრუმენ კაპოტე
როლებში ოდრი ჰეპბერნი, ჯორჯ პეპარდი, პატრისია ნილი, ბადი ებსენი
სიმღერის ტექსტის ავტორი ჰენრი მანჩინი
სტუდია Paramount Pictures
გამოსვლის თარიღი 5 ოქტომბერი, 1961
ხანგრძლივობა 115 წუთი
ქვეყანა აშშ-ის დროშა
ენა ინგლისური
ბიუჯეტი $2,5 მილიონი

საუზმე ტიფანისთან (ინგლ. Breakfast at Tiffany's) — მხატვრული ფილმი, რომელიც 1961 წელს გამოვიდა ეკრანებზე, მთავარ როლებში ოდრი ჰეპბერნი და ჯორჯ პეპარდი.

  • ოდრი ჰეპბერნი - ჰოლი გოლითლი
  • ჯორჯ პეპარდი - პოლ ვარჟაკი
  • პატრისია ნილი - ქალბატონი ფეილენსონი/ემილი ოსტისი
  • ბადი ებსენი - ბატონი გოლითლი
  • მარტინ ბალსამი - ო.ჯ ბერმანი
  • მიკი რუნი - ბატონი იონიში
  • ალან რიდი - სალი ტომატო

ფილმის რეჟისორად კომპანია Paramount Pictures-მა ბლეიქ ედვარდსი მიიწვია. ეს არის ფილმი, სადაც ბუნებით ინტროვერტი, ოდრი ჰეპბერნი, რომელიც ჰოლი გოლითლის გმირს ასახიერებს, ნამდვილ ექსტროვერტად გადაიქცა. ეს იყო მსახიობის არაჩვეულებრივი გარდასახვა და მისი ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი კინო როლი. მიუხედავად ამისა ტრუმენ კაპოტე, რომლის ცნობილი რომანის მიხედვითაც გადაიღეს ეს ფილმი ჰოლის როლზე ოდრი ჰეპბერნის აყვანის წინაღმდეგი იყო. მას სურდა მთავარ როლზე მერილინ მონრო მიეწვიათ, თუმცა კომპანიამ მისი სურვილი არ გაითვალისწინა. ფილმში გამოყენებული მუსიკა (ინგლ. Moon river), რომელსაც ოდრი ჰეპბერნი ასრულებს და რომელიც კომპოზიტორ ჰენრი მანჩინის ეკუთვნის, ამერიკული კინო აკადემიის მთავარი ჯილდოს მფლობელი გახდა. თუმცა სანამ ეს სიმღერა ოსკარამდე მივიდოდა, რეჟისორმა და კინო კომპანია Paramount Pictures-ის წარმომადგენლებმა, ოდრი ჰეპბერნის ნამღერი შეაფასეს, როგორც საშინელება და მისი ფილმიდან ამოჭრაც სცადეს, თუმცა მსახიობმა ეს ფაქტი გააპროტესტა და მათ უთხრა - მხოლოდ ჩემს ცხედარზე გადავლით.

ჰოლი გოლაითლი ტიფანის მაღაზიასთან
ოსკარი ლაურეატი
საუკეთესო ორიგინალური მუსიკისთვის ჰენრი მანჩინი
საუკეთესო ორიგინალური სიმღერისათვის: „Moon River ჯონი მერსერი
ჰენრი მანჩინი
ნომინაციები:
საუკეთესო მსახიობი ქალისათვის ოდრი ჰეპბერნი
საუკეთესო მხატვრული გაფორმებისთვის ჰალ პერეირა
როლანდ ანდერსონი
სემ კომერი
რეი მოიერი
საუკეთესო ადაპტირებული სცენარისათვის ჯორჯ აქსელროდი

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]