სარგის თმოგველი (XIII საუკუნე)
სარგის თაყაიდინის ძე თმოგველი — XIII საუკუნის 30-60-იანი წლების ქართველი პოლიტიკური მოღვაწე. „ჟამთააღმწერლის“ ცნობით, იყო „კაცი ფილოსოფოსი და სწავლული და მრავალღონე“. თმოგველი მონაწილეობდა ქართველი მთავრების მიერ მონღოლთა წინააღმდეგ მოწყობილ კოხტასთავის შეთქმულებაში. 1246 წელს, უმეფობის ხანაში, დიდებულებმა თმოგველი ვარამ გაგელთან ერთად გაგზავნეს რუმში დავით ლაშას ძის ჩამოსაყვანად. ამის შემდეგ თმოგველი ზაქარია შანშეს ძე მხარგრძელთან და ღბუღა გაგელთან ერთად გაჰყვა დავით ლაშას ძეს მეფედ დასამტკიცებლად ჯერ ბათო-ყაენთან, ხოლო იქიდან — ყარაყორუმში, დიდ ყაენთან. აქ ის ენერგიულად უჭერდა მხარს დავით ულუს კანდიდატურას დავით ნარინის წინააღმდეგ.
თმოგველი უკანასკნელად იხსენიება წყაროში XIII საუკუნის 60-იან წლებში, მესხეთში შემოჭრილი მხედართმთავრის ალათემურის წინააღმდეგ მებრძოლ ქართველ მთავართა შორის. ზოგი მეცნიერის აზრით, თმოგველი უნდა იყოს პოემა „დილარგეთიანის“ ავტორი და „ვისრამიანის“ მთარგმნელი (სარგის თმოგველი)
გენეალოგიური ხე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მხარგრძელთა გენეალოგია[1]
ხოსრო | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ავაგ-სარგისი | ქარიმი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია I | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
სარგისი + 1187 ამირა, ამირსპასალარი | ვარამი | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია +1212 ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი | ნანე (ინანა) | დოპი (შუშანი) | თამთა | ივანე +1227 მსახურთუხუცესი, ამირსპასალარი, ათაბაგი | ზაქარია გაგელი | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
შანშე (შაჰანშა) +1262 მანდატურთუხუცესი | თამთა | ავაგ-სარგისი +1250 ამირსპასალარი, ათაბაგი | ვარამ გაგელი, მსახურთუხუცესი | თაყაიდინ თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
არტაშირი | ზაქარია +1262 ამირსპასალარი | ავაგ-სარგისი +1268 მანდატურთუხუცესი, ამირსპასალარი | ივანე მანდატურთუხუცესი | მხარგრძელი ამირსპასალარი | აღბუღა | ბერი გიორგი | აღბუღა | სარგის თმოგველი | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
დავითი | შანშე ამირსპასალარი ათაბაგი | ვარამ ათაბაგი | არტაშირი | აღბუღა | ზაზა | ხოშაქი | ვარამი | ზაქარია | ივანე | ||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ზაქარია ათაბაგი | შაჰანშა ათაბაგი | ზაქარია | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კაკაბაძე ს., ვინ იყო და როდის ცხოვრობდა სარგის თმოგველი, ტფ., 1912;
- კეკელიძე კ., ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1958;
- ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 2, თბ., 1966;
- შოშიაშვილი ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 688.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ შოთა მესხია, „საშინაო პოლიტიკური ვითარება და სამოხელეო წყობა XII საუკუნის საქართველოში“, თბ., 1979, გვ. 318