შინაარსზე გადასვლა

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი
რუს. Главный корпус Южного федерального университета
მდებარეობა რუსეთი, დონის როსტოვი
არქიტექტორი გრიგორ ვასილევი
ტიპი მოდერნი, ნეოკლასიციზმი
გახსნის თარიღი 1914-1917
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6110011000

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი (რუს. Главный корпус Южного федерального университета) — შენობა დონის როსტოვში. აგებულია 1914-1917 წწ. გრიგორ ვასილევის პროექტის მიხედვით[1][2]. ამჟამად წარმოადგენს სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარ კორპუსს. შენობას გააჩნია რუსეთის ფედერაციის ფედერალური მნიშვნელობის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი[3].

ამჟამინდელი სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი შენდებოდა 1914-1917 წლებში დონელი ვაჭრისა და ხე-ტყის მწარმოებლის გ. კისტოვისათვის. პირველი მსოფლიო ომის დროს იგი იჯარით აიღო საარტილერიო ბრიგადამ. ოქტომბრის რევოლუციისა და სამოქალაქო ომის შემდეგ იგი დაიკავა „Донсовгорхоз“-მა, ხოლო 1924 წლიდან — დონის აღმასკომმა. 1930-იანი წლების დასაწყისში შენობაში განთავსდა: „Донвнуторг“, დონის მუშათა და გლეხთა ინსპექცია, მიწის სამხარეო სამმართველო, ჯანმრთელობის დაცვის სამხარეო განყოფილება, სახალხო განათლების სამხარეო განყოფილება.

1935 წელს როსტოვის ქალაქის საბჭოსა და ქალაქკომის გადაწყვეტილებით შენობა გადაეცა როსტოვის სახელმწიფო უნივერსიტეტს[4]. ამასთანავე შენობაში განთავსებული იყო სამხარეო არქივი. 1940-იან წლებში შენობა დროებით დაიკავა სახელმწიფო უშიშროების სახალხო კომისარიატმა, ხოლო შემდეგ განთავსდა უნივერსიტეტის ადმინისტრაციულ-სამეურნეო აპარატი, რამდენიმე ფაკულტეტი და ლაბორატორია.

სამხრეთის ფედერალური უნივერსიტეტის მთავარი კორპუსი ხუთსართულიანია. მას უჭირავს დიდი სადოვაიის ქუჩისა და უნივერსიტეტის შესახვევის კუთხე. მთავარი შესასვლელი თავდაპირველად კუთხიდან ჰქონდა. ნაგებობა შეიცავს მოდერნისა და ნეოკლასიციზმის ელემენტებს. შენობას გააჩნია დაგეგმარების კორიდორული სისტემა[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]