სალომე ყანჩელი
სალომე ყანჩელი | |
---|---|
დაბადების სახელი | სალომე ყანჩელი |
დაბადების თარიღი |
14 მაისი, 1921 თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი | 11 დეკემბერი, 1985 (64 წლის) |
საქმიანობა | მსახიობი |
მეუღლე(ები) | 1) გიორგი ტოვსტონოგოვი, 2) ოთარ ლითანიშვილი |
სალომე ალექსანდრეს ასული ყანჩელი (დ. 14 მაისი, 1921, თბილისი — გ. 11 დეკემბერი, 1985, იქვე) — ქართველი მსახიობი, საქართველოს სახალხო არტისტი (1967).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა მწერლისა და საზოგადო მოღვაწის სანდრო ყანჩელის ოჯახში[1]. ბავშვობიდანვე ეზიარა ხელოვნების სიყვარულს. თბილისის თეატრალური ინსტიტუტის დამთავრებისთანავე მიიწვიეს საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტში მსახიობად. 1946–1948 წლებში მარჯანიშვილის თეატრშია, ხოლო 1948–1956 წლებში კი სოხუმის ქართული თეატრის დასში მოღვაწეობს. აქ შეასრულა მან ისეთი როლები როგორიცაა: ცაბუ (შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“), ესმა (გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯი“), ძიძია (ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“), მარანდოლინა (კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“) და სხვა.
1956 წლიდან სალომე ყანჩელი კვლავ რუსთაველის სახელობის თეატრშია, ამჯერად სიცოცხლის ბოლომდე. აქ ახალი ძალით გაიელვა მისმა ხალასმა ნიჭმა, მაღალმა სცენურმა ოსტატობამ, სინატიფემ და ქალურმა მშვენებამ. მსახიობმა დიდი ოსტატობით განასახიერა მკვეთრად განსხვავებული სცენური სახეები: ივლიტე — კიტა ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“, მზეთუნახავი — გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“, ბაბალე — მერაბ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“, ხანუმა — ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“, ბერნარდა — ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“, ნოდარ წულეისკირის „თუთარჩელა“ და სხვა.
სალომე ყანჩელი გამოირჩეოდა დიდი არტისტული ხიბლით, პლასტიკით, იუმორით, რომლის არსში წვდომის საოცარი უნარით. მანვე მეტად დასამახსოვრებელი სახეები შექმნა ქართულ კინოსა და სატელევიზიო დადგმებში.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ორჯერ იყო დაქორწინებული:
- პირველი ქმარი - თეატრის რეჟისორი გიორგი ტოვსტონოგოვი
- მეორე ქმარი - ფეხბურთელი, მოგვიანებით არქიტექტორი ოთარ ლითანიშვილი
ფილმოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1958: „ორი ოჯახი“ (ლია) რეჟ. დავით კანდელაკი
- 1959: „მტრობა“ (ანიმაციური ფილმი) რეჟ. არკადი ხინთიბიძე
- 1960: „ამბავი ერთი ქალიშვილისა“ (მინადორა) რეჟ. მიხეილ ჭიაურელი
- 1968: „არაჩვეულებრივი გამოფენა“ (ქვრივი) რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1975: „ერთი ნახვით შეყვარება“ (მურადის დედა) რეჟ. რეზო ესაძე
- 1977: „სამანიშვილის დედინაცვალი“ რეჟ. ელდარ შენგელაია
- 1978: „რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე“ (მარო) რეჟ. ლანა ღოღობერიძე
ნათამაშები როლები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სოხუმის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შალვა დადიანის „ნაპერწკლიდან“ (ცაბუ )
- გიორგი წერეთლის „პირველი ნაბიჯი“ (ესმა )
- ალექსანდრე ყაზბეგის „ხევისბერი გოჩა“ (ძიძია )
- კარლო გოლდონის „სასტუმროს დიასახლისი“ (მარანდოლინა )
რუსთაველის თეატრი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- კიტა ბუაჩიძის „ამბავი სიყვარულისა“ (ივლიტე)
- გიორგი ნახუცრიშვილის „ჭინჭრაქა“ (მზეთუნახავი)
- მერაბ ელიოზიშვილის „ბებერი მეზურნეები“ (ბაბალე )
- ავქსენტი ცაგარელის „ხანუმა“ (ხანუმა)
- ფედერიკო გარსია ლორკას „ბერნარდა ალბას სახლი“ (ბერნარდა)
ჯილდოები და აღიარება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1950 — საქართველოს სსრ დამსახურებული არტისტი
- 1954 — აფხაზეთის ასსრ დამსახურებული არტისტი
- 1967 — საქართველოს სსრ სახალხო არტისტი[2]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 353, თბ., 1994
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 14 მაისი
- დაბადებული 1921
- გარდაცვლილი 11 დეკემბერი
- გარდაცვლილი 1985
- თბილისში დაბადებულები
- საქართველოს სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კურსდამთავრებულები
- ქართველი მსახიობები
- საქართველოს სსრ-ის სახალხო არტისტები
- საქართველოს სსრ-ის დამსახურებული არ��ისტები
- აფხაზეთის ასსრ-ის დამსახურებული არტისტები
- დიდუბის პანთეონში დაკრძალულები
- ყანჩელები