სალომე უჯარმელი
იერსახე
წმიდა სალომე უჯარმელი (წყაროებში ასევე "სალომე უჟარმელი") — საქართველოს ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე (პეროჟავრი სივნიელთან ერთად) – ძველი სტილით 15 იანვარი, ახალი სტილით - 28 იანვარი. ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს (ხს. 27 იანვარს და 1 ივნისს) ერთ-ერთი უახლოესი თანაშემწე.
სალომე უჯარმელი მირიან მეფის (ხს. ძვ. სტილით 1 ოქტომბერს, ახ. სტილით 14 ოქტომბერს) ვაჟის, რევის ცოლი და სომხეთის მეფე თრდატის ასული იყო.
ქართლის მოქცევის შემდეგ, წმიდა ნინოს შთაგონებითა და წმიდა მეფე მირიანის ბრძანებით, წმიდა სალომემ უჯარმაში პატიოსანი ჯვარი აღმართა.
წმიდა სალომე უჯარმელმა და პეროჟავრი სივნიელმა ჩაწერეს ქართველთა განმანათლებლის წმიდა მოციქულთასწორი ნინოს ცხოვრება.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- წმიდანთა ცხოვრება, ტომი I, თბილისი, 2001 წ. გვ. 65-66