საბრძოლო ძაღლები
საბრძოლო ძაღლების ისტორია მრავალი საუკუნის წინ დაიწყო. ისინი ასრულებდნენ სხვადასხვა ამოცანას:მიათრებდნენ საბრძოლო მასალით დატვირთულ ურმებს, ბრძოლის ველზე დაჰქონდათ წერილები... მაგრამ საბრძოლო მეთოდების ცვლილებებთან ერთად მათი როლიც შეიცვალა. დღესდღეობით მათთვის შედარებით ახალი ამოცანაა დამალული ასაფეთქებელი მოწყობილობების აღმოჩენა.
ბრძოლის ველზე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]წარსულში ძაღლები პირდაპირ ბრძოლის ველზე გაჰყავდათ, მაგრამ დენთის გამოგონების შემდეგ საბრძოლო მოქმედებებში აღარ მონაწილეობდნენ. თანამედროვეთა გადმოცემით, ისინი ბრძოილის ველზე ორივე მხარეს იწვევდნენ საერთო არეულობას. ბრძოლაში იყებებდნენ მძვინვარე მასტიფის ტიპის ძაღლებს, რომლებიც მაშინ აშკარად უფრო დიდები და აგრესიულები იყვნენ, ვიდრე ამავე ჯიშის თანამედროვე ინდივიდები.
ისტორიული მემკვიდრეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1415 წ. ბრიტანულ და ფრანგულ არმიებს შორის აზენკურის ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა ლაიმჰოლის რაინდი, სერ პირს ლი, რომელსაც ერთგულად სდარაჯობდა მისი საყვარელი მასტიფი. ბრძოლის შემდეგ ძაღლი, როგორც ბრძოლის გმირი, წაიყვანეს ლაიმჰოლში, ჩეშირში, სადაც მან სათავე დაუდო მასტიფების ლაიმჰოლის ხაზს, რომელიც დღემდე შემოღჩინელია წმინდა ჯიშის თანამედროვე მასტიფებში.
პირველი მსოფლიო ომი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი მსოფლიო ომის დროს ზოგერთი ძაღლი გაიწვრთნა დივერსანტების მიგნებაშო, ზოგიც – კურიერად. კურიერის როლი მათ განსაკუთრებით კარგაღ შეასრულეს: მაშინ საბრძოლო ველთან კავშირის საშუალებები შედარებით პრიმიტიული იყო, ძაღლები კი დაუღალავად დაბროდნენ ტალახსა და სანგრებში. თავიანთი ყოფნით ჯარს, განსაკუთრებით ფრონტის ხაზზე მყოფთ, მორალურადაც ამხნევებდნენ.
შემდგომ შეიარეღებულ კონფლიქტებში ძაღლების როლი კიდევ უფრო მრავალფეროვანი გახდა. ისინი ჰენდლერებთან ერთად პარაშუტით ხტებოდნენ თვითმფრინავიდან, ჯარს უთითებდნენ დანაღმულ მინდორზე, ეძებდნენ იარაღს, იცავდნენ შეიარაღებული ძალების საკვანძო ობიექტებს, პატრულივით აფრთხილებდნენ ჯარისჯაცებს, თუ სად იმყოფებოდა მოწინააღმდეგე... ეს მათი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა იყო ვიეტნამის ომის დროს, რომელშიც 40000-ზე მეტი მებრძოლი ძაღლი აქტიურად მონაწილებოდა. წარსულში, სამხედრო სამსახურის ძველი წესების თანახმად, სამუშაოდ უვარგისი ძაღლები უნდა დაეცოხათ, დღეს კი მათ ოჯაბებში ანაწილებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დევიდ ალდერტონი, რაზე მეტყველებს ძაღლის ქცევა, ISBN 978-9941-19-652-2