საბერძნეთის ბნელი ხანა
საბერძნეთის ბნელი ხანა — ძვ. წ. 1100-600, როდესაც ძვ. წ. 1200-იან წლებში ბევრი მიკენელი გაიქცა სამშობლოდან, საბერძნეთში „ბნელი საუკუნეების“ დაცემის ხანა დაიწყო, მათი ტერიტორია ახალმა ხალხმა — დორიელებმა დაიკავეს. ამ 500-წლიანი პერიოდის ისტორიული ჩანაწერი არ არსებობს. დორიელებს არ ჰქონდათ დამწერლობა და მათი ისტორია ზეპირსიტყვიერებაში აისახებოდა. დორიელებს არ გააჩნდათ მიკენელთა მსგავსი კულტურა. ისინი მეტყველებდნენ ბერძნულის სხვა დიალექტზე.
ისტორიული საგები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დორიელებმა მიკენური პერიოდი ვრცელ პოემაში გააცოცხლეს. როდესაც ფინიკიელებისგან დამწერლობა გადაიღეს, ამ პოემებს წერილობითი სახე მისცეს. ჩვენამდე მოაღწია ორმა პოემამ, ჰომეროსის „ილიადამ“ და „ოდისეამ“.
ქალაქური ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ბნელ ხანაში ქალაქური ცხოვრება ჩაკვდა და მოქალაქეებს სამხედრო ბელადები მართავდნენ. ქალაქები აღდგა და დაიწყო ზღვისგაღმა მიწების კოლონიზაცია (ძვ. წ. 600). ძალაუფლება ხელში ჩაიგდეს „ტირანებმა“ და „ოლიგარქებმა“. ვითარდებოდა ვაჭრობა და იზრდებოდა მოსახლეობა. არეულობის პერიოდის შემდეგ, ძვ. წ. 500-იან წლებში, ათენში და ზოგიერთ სხვა ქალაქში მთავრობის, სამართალისა და ვაჭრობის გარდაქმნის მიზნით რეფორმატორებს უხმეს. ასე დაიწყო საბერძნეთის კლასიკური პერიოდი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მსოფლიოს ისტორიის ენციკლოპედია, 2009, 2010, გამ. ელფი, ISBN-13 978-99940-44-08-5