საბაზრო სოციალიზმი
საბაზრო სოციალიზმი — სოციალიზმის ფორმა, დამყარებული თვითმმართველ კოოპერატიულ საწარმოებზე რომლებიც საბაზრო კონკურენციის კონტექსტში ფ���ნქციონირებენ. საბაზრო სოციალიზმის საწყისი მოდელი შეიძლება მივაკვლიოთ ადამ სმითის აზროვნებასა და კლასიკურ ეკონომიკურ თეორიას, რომელიც სთავაზობდა კოოპერატიულ კომპანიებს ფუნქციონირებას თავისუფალ საბაზრო ეკონომიკაში.[1]
საბაზრო სოციალისტურ ეკონომიკაში ფირმები ოპერირებენ მოთხოვნა-მიწოდების კანონის მიხედვით და ფუნქციონირებენ მაქსიმალური მოგების მისაღებად. საბაზრო სოციალიზმსა და კაპიტალიზმს შორის პრინციპული განმასხვავება ისაა, რომ კომპანიების მოგებას არა კერძო პირები, არამედ მთლიანი საზოგადოება იღებს.[2]
არასაბაზრო სოციალიზმსა და საბაზრო სოციალიზმს შორის განმასხვავებელი ფაქტორია საწარმოო რესურსების ბაზრის არსებობა და საწარმოების მომგებიანობის კრიტერიუმები. საზოგადოებრივ საკუთრებაში არსებული ფირმების მოგება შეიძლება გამოყენებულ იქნას სამომავლო წარმოებაში რეინვესტირებისათვის, სახელმწიფო და სოციალური ხარჯების პირდაპირი დაფინანსებისათვის ან მთლიან საზოგადოებაზე სოციალური დივიდენდების ან საბაზისო შემოსავლის სახით გადანაწილებისათვის.[3]
საბაზრო სოციალიზმის ისეთი მომხრეების აზრით, როგორიც ი��როსლავ ვანეკია, ნამდვილი თავისუფალი ბაზრების არსებობა პროდუქტიული საკუთრების კერძო მფლობელობაში არსებობის შემთხვევაში შეუძლებელია. პირიქით, მისი მტკიცებით, კერძო საკუთრების არსებობა, რომელიც იწვევს კლასობრივ განსხვავებებსა და შემოსავლებსა და ძალაუფლებაში უთანასწორობას, დომინანტურ კლასს ეხმარება ბაზრის თავის სასარგებლოდ მოწყობაში ან მონოპოლიის ან საბაზრო ძალაუფლების სახით. ვანეკის აზრით, დომინანტური კასტა თავისი სიმდიდრით და რესურსებით ზეგავლენას ახდენს მთავრობაზე, რომელიც ფულის სანაცვლოდ კონკრეტული ბიზნესებისათვის ხელსაყრელ კანონებს იღებს. ვანეკი აცხადებს, რომ სოციალისტურ ეკონომიკაში, რომელიც კოოპერატივებს და თვითმმართველ საწარმოებს ემყარება, მუშახელს პროდუქტიულობის გასაზრდელად მეტი მოტივაცია აქვს, რადგან საწარმოს წარმატების შემთხვევაში საბაზისო ხელფასის გარდა დამატებით გამომუშავებული მოგების ნაწილსაც მიიღებს. პროდუქტიულობის გასაზრდელად ძლიერი მოტივაციების შექმნა, რომელიც იაროსლავ ვანეკის აზრით სოციალისტურ ეკონომიკაში კოოპერატივებისა და თვითმმართველი საწარმოების მეშვეობითაა შესაძლებელი, სხვადასხვა მოაზროვნეების მოსაზრებით, ასევე შესაძლებელია თავისუფალ ეკონომიკაშიც იმ შემთხვევაში, თუ თანამშრომლების მიერ კომპანიების ფლობა ნორმად იქცევა. ამ იდეის მომხრეთა შორის არიან მოაზროვნეები ლუის ო. კელსო და ჯეიმზ ს. ალბუსი.[4]
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Alejandro Agafonow (2012). “The Austrian Dehomogenization Debate, or the Possibility of a Hayekian Planner,” Review of Political Economy, Vol. 24, No. 02.
- Chartier, Gary; Johnson, Charles W. (2011). Markets Not Capitalism: Individualist Anarchism Against Bosses, Inequality, Corporate Power, and Structural Poverty. Brooklyn, NY:Minor Compositions/Autonomedia
- Bertell Ollman ed. (1998). Market Socialism: the Debate Among Socialists, with other contributions by James Lawler, Hillel Ticktin and David Schewikart. Preview.
- Steven O'Donnell (2003). Introducing Entrepreneurial Activity Into Market Socialist Models, University Press, Auckland
- John E. Roemer et al. (E. O. Wright, ed.) (1996). Equal Shares: Making Market Socialism Work, Verso.
- Alec Nove (1983). The Economics of Feasible Socialism, HarperCollins.
- David Miller (1989). Market, State, and Community: Theoretical Foundations of Market Socialism, Clarendon Press, Oxford.
- David Schweickart (2002). After Capitalism, Rowman & Littlefield, Lanham, Maryland.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ McNally, David (1993). Against the Market: Political economy, market socialism and the Marxist critique. Verso, გვ. 44. ISBN 978-0-86091-606-2. „...by the 1820s, 'Smithian' apologists for industrial capitalism confronted 'Smithian' socialists in a vigorous, and often venomous, debate over political economy.“
- ↑ Comparing Economic Systems in the Twenty-First Century, 2003, by Gregory and Stuart. ISBN 0618261818. (p. 142): "It is an economic system that combines social ownership of capital with market allocation of capital...The state owns the means of production, and returns accrue to society at large."
- ↑ Social Dividend versus Basic Income Guarantee in Market Socialism, by Marangos, John. 2004. International Journal of Political Economy, vol. 34, no. 3, Fall 2004.
- ↑ "Cooperative Economics: An Interview with Jaroslav Vanek" დაარქივებული 2021-08-17 საიტზე Wayback Machine. . Interview by Albert Perkins. Retrieved March 17, 2011.
|