რუსუდანი (დავით VI-ის ასული)
რუსუდანი (ბერძ. Ρουσαντάνα [რუსუდანა]) — დავით VI ნარინისა და მისი მეუღლის თეოდორა პალეოლოგის[1] ასული, ტრაპიზონის კონსორტ-იმპერატრიცა, მანუელ დიდის მეორე მეუღლე[2] (1223 — 1253 წწ.).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსუდანი დაიბადა დაახლ. 1242/1245 წელს საქართველოს მეფის დავით VI ნარინისა და მისი მეორე მეუღლის თეოდორა პალეოლოგის ოჯახში. ისტორიკოსთა ერთი ნაწილი თეოდორას მიხეილ VIII-ისა და თეოდორა დუკაინას ასულად მიიჩნევს[3], მეორე კი თვლის, რომ ის იოანე პალეოლოგისა და ტორნიკაინას შვილია.[4]
არსებობს ვერსია, რომ რუსუდანი დავით VII ულუს ასულია.[5] იმპერატრიცის დედა შეიძლება ყოფილი გვანცა დედოფალი, რადგან ჯიგდა-ხათუნის შვილების შესახებ არაფერია ცნობილი.[6]
იმპერატრიცა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რუსუდანის შესახებ წერს ბერძენი ისტორიკოსი მიხაილ პანარეტოსი:
უბრწყინვალესი თეოდორა კომნენოსი, მანუელ დიდი კომნენოსისა და რუსუდან იბერიელის პირველი ასული.[7]
რაც ნიშნავს იმას, რომ ის თეოდორა დიდის დედა იყო.[8]
რუსუდანი გარდაიცვალა არაუგვიანეს 1260 წ. იმპერატრიცის გარდაცვალების შემდეგ მანუელმა ცოლად ირენა სირიკაინა მოიყვანა.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "ქართველთა მეფეების ჩამონათვალი" დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ ტრაპიზონის იმპერატორების გენეოლოგია (ინგლისური)
- ↑ "ქართველთა მეფეების ჩამონათვალი" დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ ბიზანტიელ დიდგვაროვანთა წარმომადგენლები (ინგლისური)
- ↑ დავით ულუს შთამომავლები დაარქივებული 2018-08-06 საიტზე Wayback Machine. (ინგლისური)
- ↑ ბაგრატიონთა გენეოლოგია[მ��ვდარი ბმული]
- ↑ "მიხაილ პანარეტოსის ქრონიკები" პირველი ნაწილი, ინგლისურად თარგმნა ბასილეს ნესტორმა (ინგლისური)
- ↑ ტრაპიზონელი მეფეები (ინგლისური)