შინაარსზე გადასვლა

რიო-ნეგროს დეპარტამენტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დეპარტამენტი
რიო-ნეგროს დეპარტამენტი
Departamento de Río Negro
დროშა გერბი

ქვეყანა ურუგვაის დროშა ურუგვაი
ადმ. ცენტრი ფრაი-ბენტოსი
შიდა დაყოფა Municipality of Nuevo Berlin, San Javier Municipality და Municipality of Young
კოორდინატები 33°07′29″ ს. გ. 58°18′01″ დ. გ. / 33.12472° ს. გ. 58.30028° დ. გ. / -33.12472; -58.30028
დაარსდა 1868
ფართობი 9 282 კმ²
მოსახლეობა 54 765 კაცი (2011)
სიმჭიდროვე 5,9 კაცი/კმ²
სასაათო სარტყელი UTC-3
ოფიციალური საიტი rionegro.gub.uy

რიო-ნეგროს დეპარტამენტი (ესპ. Departamento de Río Negro) — დეპარტამენტი ურუგვაიში. მდებარეობს ქვეყნის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში. დედაქალაქია ფრაი-ბენტოსი. ფართობი 9 282 კმ², მოსახლეობა 54 765 ადამიანი (2011 წ). ჩრდილოეთით ესაზღვრება პაისანდუს დეპარტამენტი, აღმოსავლეთით — ტაკუარემბოს დეპარტამენტი, სამხრეთ-აღმოსავლეთით — დურასნოს, სამხრეთით კი სორიანოს დეპარტამენტი. დასავლეთიდან, მდინარე ურუგვაი არგენტინისგან გამოჰყოფს.

შეიქმნა 1868 წელს, როდესაც გამოეყო პაისანდუს დეპარტამენტს.

დეპარტამენტის დასავლეთ ნაწილში, ინდუსტრიის ძირითადი წყაროა სოფლის მეურნეობა, ძირითადად მიწათმოქმედება. აღმოსავლეთ ნაწილში, ვრცელ საძოვრებზე მოშენებული ჰყავთ ცხვარი და მსხვილფეხა რქოსანი საქონელი, რასაც დიდი წვლილი შეაქვს დეპარტამენტის ეკონომიკაში.

ბოლო დროს პოპულარული ხდება ტურიზმი, განსაკუთრებით ცხელი წყაროების გამო.

დეპარტამენტი��� რუკა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რიო-ნეგროს დეპარტამენტის ტოპოგრაფიული რუკა. ნაჩვენებია ძირითადი დასახლებული პუნქტები და გზები

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]