შინაარსზე გადასვლა

რინგშტრასე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
რინგშტრასე ღამით
რინგშტრასე 1872 წელს
პარლამენტის შენობა

რინგშტრასე (გერმ. Ringstraße) — წრიული ქუჩა რომელიც ავსტრიის დედაქალაქის, ვენის ისტორიულ ცენტრს - შიდა ქალაქს უვლის გარს. ქუჩაზე არსებული ისტორიული არქიტექტურა მიეკუთვნება 1860-1890 წლებს.

ქუჩა აშენებულია ქალაქის გალავნის ადგილას. გალავანი XIII საუკუნის განმავლობაში რიჩარდ I-ის გამოსასყიდად მიღებული ფულით აშენდა და 1529 წელს თურქების პირველი ალყის დროს განახლდა. გალავანი არსებობდა XVIII საუკუნის მეორე ნახევრამდე.

1850 წელს ვორსტადტი (დღეისთვის II-IX უბნები) შევიდა ვენის შემადგენლობაში, რამაც გალავანი მოძრაობის დამაბრკოლებელ ბარიერად აქცია. 1857 წელს იმპერატორმა ფრანც იოსეფ I-მა გამოუშვა ცნობილი ბრძანეულება: ეს არის ჩემი სურვილი - (Es ist Mein Wille, Wikisource) რის მიხედვითაც დაანგრიეს ქალაქის კედლები და თავდაცვითი თხრილები. ახალ ქუჩს და იქ დაგეგმილ შენობებს უნდა წარმოეჩინათ ჰაბსბურგების იმპერიის სიდიადე. პრაქტიკული თვალსაზრისით ნაპოლეონ III-ის მიერ პარიზში აშენებულმა ბულვარებმა აჩვენა თუ განიერი ქუჩები რამდენად ართულებს რევოლუციური ბარიკადების მოწყობას.

რინგშტრასეზე მდებარეობს რამდენიმე ცნობილი შენობა:

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]