რელიგია უნგრეთში
ამ სტატიას გრამატიკის, სტილისა და მართლწერის გასწორება სჭირდება. |
რელიგია უნგრეთში საუკუნეების განმავლობაში იყო გაბატონებული ქრისტიანობის ფორმებით. 2011 წლის აღწერის თანახმად, უნგრელების 54,2% აცხადებდა თავს ქრისტიანად, საიდანაც 38,9% იყო კათოლიკე (უმრავლესობა მისდევდა რომაულ წეს-ჩვეულებას, ხოლო უმცირესობა - ბერძნულ წეს-ჩვეულებას), 13,8% იყო პროტესტანტი (11,6% - კალვინისტი და 2,2% - ლუთერანი), 0,1% იყო ქრისტიანი მართლმადიდებელი და 1,3% - ქრისტიანობის სხვა ჯგუფის წევრი.[1] ამავე დროს, უნგრელების 27,2% არ უკავშირებდა თავს რელიგიურ მიმდინარეობებს, 16,7% აცხადებდა, რომ არ იყო რელიგიური და 1,5% აცხადებდა, რომ იყო ათეისტი. უნგრეთში რელიგიურ უმცირესობებს წარმოადგენდნენ ბუდიზმი (0,1% - 2011 წელს), ისლამი და იუდაიზმი (0,1% - 2011 წელს).[1]
უნგრეთი ოფიციალურად არის სეკულარული სახელმწიფო და რელიგიის თავისუფლება შეტანილია ერის კონსტიტუციაში.
ქრისტიანობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრელების უმრავლესობა ქრისტიანი გახდა მე-11 საუკუნეში. უნგრეთის პირველმა მეფემ, წმინდა იშტვან I-მა, მიიღო დასავლური ქრისტიანობა, მიუხედავად იმისა, რომ დედამისი, სახელად საროტი მონათლული იყო აღმოსავლური ქრისტიანობის წესით. უნგრეთი რჩებოდა უმეტესწილად კათოლიკური მე-16 საუკუნემდე, როცა რეფორმატორობა დაიწყო და, შედეგად, თავდაპირველად, ლუთერანიზმი, ხოლო მოგვიანებით კალვინიზმი გახდა თითქმის მთელი მოსახლეობის რელიგია. პროტესტანტები შეადგენენ მთელი მოსახლეობის დაახლოებით 85-90%-ს, საიდანაც ნახევარი არის კალვინისტი და რეფორმატორული ეკლესიის წევრი, ხოლო მეოთხედი ლუთერანი და ევანგელისტური ეკლესიის მრევლი.[2]
თუმცა, მე-16 საუკუნის მეორე ნახევარში, კათოლიკე ჰაბსბურგელი მეფეები და იეზუიტები წარმატებით უძღვებოდნენ რეფორმატორობის საწინააღმდეგო კამპანიას უნგრელებს შორის. იეზუიტებმა დააარსეს საგანმანათლებლო დაწესებულებები, მათ შორის, პიტერ პაზმანის კათოლიკური უნივერსიტეტი, რომელიც არის დღემდე შემორჩენილი უძველესი უნივერსიტეტი უნგრეთში და, ასევე, ორგანიზება გაუკეთეს მისიებს, რათა ექადაგათ ღვთისმოშიშობა.
როგორც პოლიტიკური, ისე აპოლოგეტური ძალისხმევით და იმით, რომ საკანონმდებლო კრებაში შემავალი მაღალი რანგის დიდებულების უ���ეტესობა იყო კათოლიკე 1640-იან წლებში, პროცესი გაძლიერდა, რამდენადაც ახალდაპყრობილი მიწები გადაეცა რეფორმატორობის მოწინააღმდეგე არისტოკრატიას. ამის მიუხედავად, დაბალი რანგის დიდებულები, ქალაქის მაცხოვრებლები და უბრალო ხალხი მაინც რჩებოდა დიდწილად პროტესტანტი - განსაკუთრებით, კალვინისტი - იდენტობა, რომელიც უპირისპირდებოდა კათოლიკე გერმანელების მსგავს ჰაბსბურგების სასამართლო პოლიტიკას. დიდებულების მიერ საკონსტიტუციო უფლებების ფლობითა და აღმოსავლეთ საზღვარზე "ტრანსილვანიის პროტესტანტული სამთავროს" სამხედრო ზეწოლით, კათოლიკურმა კონტრრეფორმაციამ ნაწილობრივ წარმატებას მიაღწია, ჰაბსბურგების მიერ კონტროლირებად სხვა სამფლობელოებთან შედარებით, როგორიცაა ბოჰემია და ავსტრია, სადაც კათოლიციზმმა აღიდგინა სამეფოს ერთადერთი რელიგიის სტატუსი.
ქვეყნის ზოგიერთი აღმოსავლეთ ნაწილი, განსაკუთრებით, დებრეცენის გარშემო (ზედმეტსახელად "კალვინისტური რომი"), კვლავ პროტესტანტული თემებით არის დასახლებული. რეფორმატორული ეკლესია არის მეორე ყველაზე დიდი ეკლესია უნგრეთში, 2011 წლის მონაცემებით, 1 153 442 ადამიანისგან შემდგარი სამწყსოთი.[3] ეკლესია მოიცავს 1 249 ჯგუფს, 27 ნაირსახეობას (პრესვიტერიას) და 1 550 მღვდელს. რეფორმატორული ეკლესია ეხმარება 129 საგანმანათლებლო დაწესებულებას და აქვს 4 თეოლოგიური სემინარია, რომელიც მდებარეობს დებრეცენში, საროსპატაკში, პაპაში და ბუდაპეშტში.[4]
ლუთერანიზმი არის მესამე მთავარი ისტორიული ქრისტიანული მიმდინარეობა უნგრეთში. ის გავრცელდა საქსონი მოსახლეების მიერ მე-16 საუკუნის ადრეულ ეტაპზე, მაგრამ მცირე აყვავების შემდეგ, რეფორმატორული ეკლესიისა და კონტრრეფორმატორობის აღმოცენებასთან ერთად, მან თითქმის შეწყვიტა არსებობა უნგრელებს შორის მე-17 საუკუნის მოგვიანო პერიოდამდე. გარკვეული ხნის შემდეგ, ლუთერანიზმმა ხელახლა დაიწყო გავრცელება საქსონებისა და სლოვაკების შიდა მიგრაციის წყალობით. დღესდღეობით, ევანგელისტურ-ლუთერანული ეკლესია არის რელიგიური უმცირესობა უნგრეთში. მიუხედავად მცირე რაოდენობით მიმდევრებისა, ძლიერ კატოლიკური ჰაბსბურგების იმპერიისგან დამოუკიდებლობის მიღების შემდეგ, მას აქვს დიდი ძალა და გავლენა უნგრეთის შიდა პოლიტიკაზე.
უნგრეთში პროტესტანტების რაოდენობა მე-20 საუკუნის 27%-დან შემცირდა 16%-მდე 21-ე საუკუნეში.[3] აღმოსავლეთის ქრისტიანობა უნგრეთში, ძირითადად, ეროვნული უმცირესობების, განსაკუთრებით კი, რუმინელების, რუსინების, უკრაინელების და სერბების რელიგიაა. უნგრეთი, ასევე, არის სომხეთის საკმაოდ დიდი კათოლიკური თემის სამშობლო. ისინი მსახურებას ატარებენ სომხური წეს-ჩვეულებების მიხედვით, მაგრამ გაერთიანებული არიან პაპის დაქვემდებარებაში მყოფ კათოლიკურ ეკლესიასთან. უნგრეთში ზოგიერთი სომეხი არის სომხეთის სამოციქულო ეკლესიის წევრი.
უკანასკნელი დღეების წმინდანთა იესო ქრისტეს ეკლესია კანონიერად ცნეს უნგრეთში 1988 წლის ივნისში და მისი პირველი კრება ქვეყანაში ჩატარდა მომდევნო წლის ოქტომბერში პრეზიდენტ თომას ს. მონსონის მიერ. 1990 წლის ივნისში, "უნგრეთის ბუდაპეშტის მისია" შეიქმნა, რასაც მოჰყვა მისი პირველი ადმინისტრაციული ერთეულის დაარსება 2006 წლის ივნისში. მისია, მისი გეოგრაფიული ერთეულები და ბუდაპეშტის უნგრეთის ადმინისტრაციული ერთეული, ერთად მოიცავენ 21 რაიონსა და განშტოებას, სადაც მსახურებას ესწრება დაახლოებით 5 000 წევრი.[5]
იუდაიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ისტორიულად, უნგრეთი იყო ებრაელთა თემის სამშობლო. მე-19 საუკუნეში ებრაელთა უფლებრივმა გათანაბრებამ, კულტურულმა ასიმილაციამ და სეკულარიზაციამ გამოიწვია მოდერნისტებსა და ტრადიციონალისტებს შორის მზარდი უთანხმოება. ამის კულმინაცია შედგა 1871 წელს, როცა ნეოლოგებს, კონსერვატორებსა და ორთოდოქსებს შორის მოხდა სქიზმა, რამაც უნგრელი ებრაელები გაყო ერთმანეთისგან. 1941 წლის იანვრის აღწერამ აჩვენა, რომ მოსახლეობის 4,3%, ანუ, დაახლოებით, 400 000 ადამიანი, ჩაითვალა იუდაისტური რელიგიის მიმდევრად (მათ შორის არ იყვნენ ებრაული წარმომავლობის ქრისტიანები, ან ქრისტიანობაში მოქცეულები, რომლებიც ახალი ანტი-ებრაული კანონების თანახმად, ებრაელთა რასად დაარეგისტრირეს). 2011 წელს, მხოლოდ 10 965 ებრაელი (მოსახლეობის 0,1%) აღირიცხა ქვეყანაში.[3] ზოგიერთმა უნგრელმა ებრაელმა შეძლო და თავი დააღწია ჰოლოკოსტს მეორე მსოფლიო ომის დროს, მაგრამ უმეტესობა (ალბათ, 550 000 ადამიანი),[6] ან საკონცენტრაციო ბანაკებში დეპორტაციას დაექვემდებარა, საიდანაც ვერ დაბრუნდა, ან კიდევ, ფაშისტებმა მოკლეს. უნგრეთში შემორჩენილი ებრაელები ცხოვრობენ ბუდაპეშტის ცენტრში, განსაკუთრებით კი, მე-7 რაიონში. ევროპაში ყველაზე დიდი "დოჰანის ქუჩის სინაგოგა" სწორ���დ ბუდაპეშტში მდებარეობს.[7]
ისლამი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უნგრეთის მუსლიმების გავლენა განსაკუთრებით საგრძნობი იყო მე-16 საუკუნეში, ოსმალთა მმართველობის დროს. 2011 წლის აღწერის მიხედვით, უნგრეთში იყო 5 579 მუსლიმი, რაც მთელი მოსახლეობის 0,1%-ზე ნაკლებია.[3] აქედან, 4 097 პიროვნება თავს აცხადებდა უნგრელად, ხოლო 2 369 ადამიანი თავს მიაკუთვნებდა არაბულ ეთნიკურობას.[8]
ბუდიზმი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკანასკნელ ათწლეულებში, უნგრეთში გავრცელდა ბუდიზმი, თავდაპირველად, ვაჯრაიანის ფორმით, ტიბეტელი მისიონერი ბერების აქტიურობის შედეგად. მას შემდეგ, რაც უნგრეთში რელიგიები წაახალისეს იმისთვის, რომ თავიანთი ეკლესიის (egyház) ინსტიტუციონალიზება განეხორციელებინათ და მიეღოთ მთავრობისგან აღიარება, სხვადასხვა დაწესებულება შეიქმნა, მათ შორის, "უნგრეთის ბუდისტური ეკლესია" (Magyarországi Buddhista Egyházközösség),[9] "დარმას ბუდისტური ეკლესიის კარიბჭე" (A Tan Kapuja Buddhista Egyház)[10] და სხვ. შაოლინის ტაძარი, კერძოდ, "უნგრეთის შაოლინის ტაძარი" დაფუძნდა 1994 წელს.
ბოლო პერიოდებში ინდოეთში, კერძოდ, დელიტების კასტაში აღმოცენებული ბუდისტური მიმდინარეობა "ნავაიანა", არის ბუდიზმის ფორმა, რომელიც ზრუნავს სოციალურად და პოლიტიკურად გარიყული ხალხებისთვის უკეთესი პირობების შექმნაზე. ის, ასევე, გავრცელდა უნგრეთში ბოშების ეთნიკური უმცირესობის წევრებს შორის.[11]
წარმართობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]უკანასკნელ ათწლეულებში უნგრეთში შეინიშნება წარმართების (Újpogányság) ახალი თაობის მოძრაობების აღმავლობა.[12] [13] ტრადიციული უნგრული წარმართობა, რომელიც ეფუძნება უნგრულ მითოლოგიას და შამანიზმს (ტალტოს ტრადიციას), ხელახლა აღორძინდა და ცნობილია, როგორც "ძველი უნგრული რელიგია" (Ősmagyar Vallás). ამ რელიგიის წარმომადგენლები არიან "არფადის ორდენის ტრადიციული ეკლესია" (Árpád Rendjének Jogalapja Tradicionális Egyház),[14] "ძველი უნგრული ეკლესია" (Ősmagyar Egyház), "უნგრული რელიგიის თემი" (Magyar Vallás Közössége), "ძველი უნგრული ტალტოს ეკლესია" (Ősmagyar Táltos Egyház) და ტალტოს სხვა ჯგუფები.[12]
ზოგიერთი უნგრელი ემხრობა "თურანისტულ" იდეებს და, აქედან გამომდინარე, სხვა ტალტოები დაკავშირებული არიან "თენგრიზმთან". "თენგრის თემი" (Tengri Közösség)[15] არის უნგრეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი "თენგრისტული" ეკლესია. "ვიკა", რომელიც არის ინგლისური წარმოშობის ეკლესია, გავრცელდა, როგორც უნგრეთში, ისე დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნებში. ჟუჟანა ბუდაპეშტელი, უნგრელი, რომელიც ემიგრირდა აშშ-ში, არის "ვიკას", კერძოდ, ჩრდილოეთ ამერიკაში პოპულარული "დიანიკ ვიკას" სახელით ცნობილი მიმდინარეობის დამფუძნებელი. "კელტური ვიკას ტრადიციული ეკლესია"[16] (Kelta-Wicca Hagyományőrzők Egyháza) არის "კელტური ვიკას" ეკლესია უნგრეთში.
დემოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მოსახლეობის აღწერის სტატისტიკა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რელიგია[3] | 1920 | 1930 | 1941 | 1949 | 1992 | 1998 | 2001 | 2011 | ||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | რაოდენობა | % | |
ქრისტიანობა | 7,496,825 | 93.6 | 8,228,358 | 94.7 | 8,909,799 | 95.7 | 9,049,973 | 98.3 | 9,632,801 | 92.9 | 8,151,998 | 79.4 | 7,583,772 | 74.3 | 5,385,106 | 54.2 |
–ლათინური ეკლესია | 5,102,466 | 63.8 | 5,631,146 | 64.8 | 6,119,218 | 65.7 | 6,240,399 | 67.8 | 7,030,182 | 67.8 | 5,934,326 | 57.8 | 5,289,521 | 51.9 | 3,691,348 | 37.1 |
–ბერძნული კათოლიციზმი | 175,653 | 2.1 | 201,092 | 2.3 | 233,836 | 2.5 | 248,356 | 2.7 | - | - | - | - | 268,935 | 2.6 | 179,176 | 1.8 |
–კალვინიზმი | 1,670,990 | 20.9 | 1,813,144 | 20.9 | 1,934,853 | 20.8 | 2,014,718 | 21.9 | 2,167,121 | 20.9 | 1,817,259 | 17.7 | 1,622,796 | 15.9 | 1,153,442 | 11.6 |
–ლუთერანიზმი | 496,799 | 6.2 | 533,846 | 6.1 | 557,193 | 6.0 | 482,157 | 5.2 | 435,498 | 4.2 | 400,413 | 3.9 | 304,705 | 3.0 | 214,965 | 2.2 |
–მართლმადიდებლური ქრისტიანობა | 50,917 | 0.6 | 39,839 | 0.5 | 38,317 | 0.4 | 36,015 | 0.4 | - | - | - | - | 14,520 | 0.1 | 13,710 | 0.1 |
–სხვა ქრისტიანები | - | - | 9,291 | 0.1 | 26,382 | 0.3 | 28,328 | 0.3 | - | - | - | - | 82,790 | 0.8 | 131,108 | 1.3 |
იუდაიზმი | 473,329 | 5.9 | 444,552 | 5.1 | 400,760 | 4.3 | 133,861 | 1.5 | - | - | 20,534 | 0.2 | 12,871 | 0.1 | 10,965 | 0.1 |
ბუდიზმი | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | 5,223 | 0.1 | 9,758 | 0.1 |
ისლამი | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | 3,201 | 0.0 | 5,579 | 0.0 |
სხვა რელიგიები | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | 2,513 | 0.0 | 3,627 | 0.0 |
არცერთი რელიგია | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | 1,483,369 | 14.5 | 1,659,023 | 16.7 |
ათეიზმი | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | - | 147,386 | 1.5 |
არ განუცხადებია რელიგია | 16,721 | 0.2 | 2,553 | 0.0 | 5,515 | 0.0 | 20,965 | 0.2 | 725,830 | 7.0 | 2,094,468 | 20.4 | 1,104,333 | 10.8 | 2,699,025 | 27.2 |
ჯამში მოსახლეობა | 7,986,875 | 100.0 | 8,685,109 | 100.0 | 9,316,074 | 100.0 | 9,204,799 | 100.0 | 10,369,000 | 100.0 | 10,267,000 | 100.0 | 10,198,315 | 100.0 | 9,937,628 | 100.0 |
ხაზოვანი დიაგრამა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
რელიგია რაიონების მიხედვით
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რაიონი | დასავლეთ კათოლიციზმი | აღმოსავლეთ კათოლიციზმი | კალვინიზმი | ლუთერანიზმი | მართლმადიდებლობა | სხვა რელიგიები | არარელიგიური | ათეისტი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|
Baranya | 63.2% | 0.4% | 8.7% | 1.6% | 0.1% | 2.0% | 21.9% | 2.0% |
Bács-Kiskun | 65.4% | 0.3% | 11.6% | 3.4% | 0.1% | 2.3% | 15.8% | 1.1% |
Békés | 25.5% | 0.3% | 17.0% | 10.2% | 1.3% | 2.5% | 41.5% | 1.5% |
Borsod-Abaúj-Zemplén | 47.6% | 6.7% | 26.0% | 0.7% | 0.0% | 1.9% | 15.9% | 1.1% |
Csongrád | 53.9% | 0.6% | 9.6% | 1.1% | 0.3% | 2.5% | 29.8% | 2.2% |
Fejér | 50.1% | 0.4% | 15.3% | 2.4% | 0.1% | 1.8% | 27.6% | 2.1% |
Győr-Moson-Sopron | 73.6% | 0.3% | 4.5% | 6.4% | 0.0% | 1.2% | 12.5% | 1.4% |
Hajdú-Bihar | 13.1% | 7.9% | 38.6% | 0.3% | 0.2% | 2.5% | 35.8% | 1.6% |
Heves | 70.2% | 0.5% | 6.4% | 0.5% | 0.0% | 2.1% | 18.8% | 1.4% |
Jász-Nagykun-Szolnok | 43.1% | 0.4% | 15.0% | 0.4% | 0.0% | 1.4% | 37.9% | 1.6% |
Komárom-Esztergom | 51.1% | 0.6% | 14.1% | 2.1% | 0.1% | 1.8% | 28.3% | 2.0% |
Nógrád | 72.5% | 0.3% | 2.7% | 5.1% | 0.0% | 2.3% | 16.0% | 1.1% |
Pest | 50.5% | 1.1% | 15.6% | 3.8% | 0.2% | 3.2% | 23.3% | 2.3% |
Somogy | 70.6% | 0.2% | 8.9% | 2.4% | 0.0% | 1.5% | 14.9% | 1.3% |
Szabolcs-Szatmár-Bereg | 24.5% | 16.5% | 43.6% | 2.5% | 0.1% | 2.3% | 9.9% | 0.6% |
Tolna | 62.0% | 0.2% | 10.6% | 3.9% | 0.1% | 1.5% | 20.5% | 1.3% |
Vas | 78.9% | 0.1% | 3.7% | 7.9% | 0.1% | 1.0% | 7.1% | 1.0% |
Veszprém | 63.6% | 0.3% | 11.6% | 4.9% | 0.1% | 1.6% | 16.5% | 1.5% |
Zala | 81.9% | 0.1% | 3.2% | 1.8% | 0.0% | 1.0% | 10.7% | 1.1% |
ბუდაპეშტი | 43.8% | 1.4% | 12.8% | 2.6% | 0.3% | 4.3% | 30.0% | 4.7% |
ყველა | 51.0% | 2.5% | 15.9% | 3.0% | 0.2% | 2.5% | 22.9% | 2.0% |
სხვა გამოკითხვები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- "ევრობარომეტრმა" 2005 წელს აღმოაჩინა, რომ უნგრელების 44%-მა დადებითი პასუხი გასცა კითხვას ღმერთის არსებობის შესახებ, 31%-მა თქვა, რომ სულის და სიცოცხლის ძალის არსებობის სჯერა, ხოლო 19%-მა განაცხადა, რომ არ სწამს არცერთი მათგანის არსებობის.[18]
- 2015 წელს გამოქვეყნებულმა "Pew Research Center"-ის გამოკითხვამ აჩვენა, რომ უნგრელების 76% თავს ქრისტიანად მიიჩნევს, 21% იყო ათეისტი და აგნოსტიკოსი, ხოლო 3% სხვა რელიგიის მიმდევარი.[19] ქრისტიანებიდან 56% იყო კათოლიკე, 13% - კალვინისტი, 7% - ქრისტიანობის სხვა დენომინაციის მიმდევარი და 1%-ზე ნაკლები მართლმადიდებელი ქრისტიანი.[20] ამავე დროს, 5% იყო ათეისტი, ხოლო 16% ამბობდა, რომ იყო "კონკრეტულად არაფრის" მიმდევარი.[21]
- 2015 წელს "საერთაშორისო სოციალური გამოკითხვის პროგრამამ" აღმოაჩინა, რომ უნგრეთის მოსახლეობის 83,4% თავს ქრისტიანად მიიჩნევდა, საიდანაც რესპონდენტების 62,6% იყო კათოლიკე (მათ შორის, 3,2% ბერძენი კათოლიკე), კალვინისტი იყო 16,6% და ლუთერანი - 3,2%. 15,5%-მა განაცხადა, რომ არცერთი რელიგიის მიმდევარი არ იყო, 1,0% - ქრისტიანობის სხვა მიმდინარეობის წევრი, ხოლო 0,9% - საერთოდ სხვა რელიგიის მიმდევარი.[22]
- "ევრობარომეტრი 2015"-მა აღმოაჩინა, რომ უნგრელების 74,6% თავს მიიჩნევდა ქრისტიანად (60% - კათოლიკე, 1,1% - მართლმადიდებელი, 5,1% - პროტესტანტი და 8,1% - სხვა ქრისტიანი). 21,2% თავს არ უკავშირებდა არცერთ რელიგიას, საიდანაც 2,7% იყო ათეისტი, ხოლო 18,5% - აგნოსტიკოსი.[23]
- 2018 წელს, "ლონდონის წმინდა მერის უნივერსიტეტის ბენედიქტ XVI-ის სახელობის რელიგიის ცენტრისა" და "პარიზის კათოლიკური ინსტიტურის" მიერ ერთობლივად ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც დაეფუძნა "ევროპის სოციალური გამოკითხვის" 2014-2016 წლების მონაცემებს, 16-დან 29 წლამდე უნგრელების 33% იყო ქრისტიანი (26% - კათოლიკე, 6% - პროტესტანტი და 1% - სხვა ქრისტიანი) და 67% იყო არარელიგიური.[24]
- 2018 წელს გამოქვეყნებული "Pew Research Center"-ის მიხედვით, უნგრეთის მოსახლეობის 75% გაიზარდა ქრისტიანულად, ხოლო 76% დღესდღეობით თავს მიიჩნევს ქრისტიანად.[25]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 "2011 évi népszámlálás – Országos adatok" [2011 Year Census – National Data] (PDF). Hungarian Central Statistical Office. p. 23: A népesség vallás szerint (Population according to religion).
- ↑ Pállfy, Géza (2007). Searching for faith: a change of religion in Hungary. Budapest: Akadémiai Kiadó. p. 370.
- ↑ 3.0 3.1 3.2 3.3 3.4 "Vallás, felekezet" [Religion, denomination]. Népszámlálás 2011. Hungarian Central Statistical Office. See data 1920–2011: Visszatekintő adatok ("Retrospective data"): 1.1 – A népesség száma és megoszlása vallás és nemek szerint; 1.2 – A népesség száma és megoszlása vallás és főbb korcsoport szerint.
- ↑ "Facts and Statistics: General information of the Reformed Church in Hungary in figures". Reformatus.hu. 2012. ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "Facts and Statistics". The Church of Jesus Christ of Latter-day Saints. ციტირების თარიღი: 16 January, 2016.
- ↑ Braham, Randolph L. – Tibori Szabó Zoltán, A Magyarországi Holokauszt Földrajzi Enciklopediája [The Geographic Encyclopedia of the Holocaust in Hungary]. Budapest:Park Publishing, 3 vol. (2006). Vol 1, p. 91.
- ↑ "Budapest Dohany street Great Synagogue – the largest synagogue in Europe". Greatsynagogue.hu. ციტირების თარიღი: 18 August, 2012.
- ↑ "Hungarian census 2011 / Országos adatok (National data) / 1.1.4.2. A népesség nyelvismeret és nemek szerint (population by spoken language), 1.1.6.1 A népesség anyanyelv, nemzetiség és nemek szerint (population by mother tongue and ethnicity), 2.1.7.1 A népesség vallás, felekezet, és fontosabb demográfiai ismérvek szerint (population by religion, denomination and main demographical indicators) (Hungarian)". Ksh.hu. ციტირების თარიღი: 15 February, 2020.
- ↑ "Magyarországi Buddhista Egyházközösség" [Hungarian Buddhist Church]. buddhistaegyhaz.hu (in Hungarian). ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "A Tan Kapuja Buddhista Egyház" [Gate of Dharma Buddhist Church]. tkbe.hu (in Hungarian). ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ Jura Nanuk (29 October, 2012). "European Dalits: The role of Buddhism in social integration of young Roma in Hungary". Central-European Religious Freedom Institute. დაარქივებული ორიგინალიდან. - 31 October, 2012.
- ↑ 12.0 12.1 Ádám Koloszi. Social Constructions of the Native Faith: Mytho-historical Narratives and Identity-discourse in Hungarian Neo-paganism. Central European University, 2012.
- ↑ László-Attila Hubbes; Rozália Klára Bakó (2011). "Romanian and Hungarian Ethno-Pagan Organizations on the Net" (PDF) (Link is not available at the moment). Hungarian University of Transylvania. ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "Árpád Rendjének Jogalapja Tradicionális Egyház" [Traditional Church of the Order of Arpad]. arpadegyhaz.hu (in Hungarian). ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "Tengri Community" დაარქივებული 2023-04-18 საიტზე Wayback Machine. . tengri.hu. ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "A Wicca Magyarországon" [The Wicca in Hungary]. wicca.hu (in Hungarian). ციტირების თარიღი: 27 January, 2016.
- ↑ "Területi adatok (Territorial data) – 2011 Census". (Link is not available at the moment). Hungarian Central Statistical Office.
- ↑ "Social values, Science and Technology" (PDF). (Link is not available at the moment). ციტირების თარიღი: 22 June, 2011.
- ↑ ANALYSIS (10 May, 2017). "Religious Belief and National Belonging in Central and Eastern Europe" (PDF). დაარქივებული ორიგინალიდან (PDF). - 13 May, 2017. ციტირების თარიღი: 12 May, 2017.
- ↑ Mitchell, Travis (10 May, 2017). "Religious Belief and National Belonging in Central and Eastern Europe". Pew Research Center's Religion & Public Life Project. ციტირების თარიღი: 1 January, 2023.
- ↑ Mitchell, Travis (10 May, 2017). "1. Religious affiliation". Pew Research Center's Religion & Public Life Project. ციტირების თარიღი: 1 January, 2023.
- ↑ "Country specific religious affiliation or denomination: Hungary – weighted". International Social Survey Programme: Work Orientations IV – ISSP 2015. 2015 – via GESIS.
- ↑ "DISCRIMINATION IN THE EU IN 2015", Special Eurobarometer, 437, European Union: European Commission, 2015, ციტირების თარიღი: 15 October, 2017 – via GESIS.
- ↑ Bullivant, Stephen (2018). "Europe's Young Adults and Religion: Findings from the European Social Survey (2014-16) to inform the 2018 Synod of Bishops" (PDF). St Mary's University's Benedict XVI Centre for Religion and Society; Institut Catholique de Paris. დაარქივებული ორიგინალიდან (PDF). - 22 March, 2018.
- ↑ Mitchell, Travis (29 October, 2018). "Eastern and Western Europeans Differ on Importance of Religion, Views of Minorities, and Key Social Issues". Pew Research Center's Religion & Public Life Project. ციტირების თარიღი: 1 January, 2023.