რაშიდ ნურგალიევი
რაშიდ გუმარის ძე ნურგალიევი (რუს. Рашид Гумарович Нургалиев; დ. 8 ოქტომბერი, 1956) — რუსი გენერალი და პოლიტიკოსი. რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი 2003-2012 წლებში.
ადრეული ცხოვრება და განათლება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ნურგალიევი დაიბადა 1956 წლის 8 ოქტომბერს, ყაზახეთის სსრ-ში. ნურგალიევი წარმოშობით ვოლგის თათარია. 1979 წელს დაამთავრა პეტროვაზდოვსკის სახელმწიფო უნივერსიტეტი, მოგვიანებით გახდა ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი.
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981-1995 წლებში მუშაობდა კარელიის კგბ-ს დირექტორატში, მათ შორის 1992-1994 წლებში – კარელიის უშიშროების სამინისტროში, რომელსაც ნიკოლაი პატრუშევი ხელმძღვანელობდა.
1995 წელს მოსკოვში გადავიდა და დაინიშნა რუსეთის საგარეო კონტრდაზვერვის სამსახურის საინსპექტორო დირექტორის ხლმძღვანელ ინსპექტორად და ფსბ-ს შინაგან საქმეთა დეპარტამენტის ხელმძღვანელად.
2002 წელს დაინიშნა რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრის პირველ მოადგილედ. 2003 წელს გახდა შინაგან საქმეთა მინისტრი. 2012 წელს მოხსნილი იქნა თანამდებობიდან. მოხსნიდან ორ დღეში დაინიშნა უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილედ.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- დაბადებული 8 ოქტომბერი
- დაბადებული 1956
- რუსეთის ფედერაციის ღირსების ორდენის კავალრები
- II ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- III ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- IV ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- სსრ კავშირის შეიარაღებულ ძალთა 70 წლის საიუბილეო მედლით დაჯილდოებულები
- I ხარისხის მამულის წინაშე დამსახურებისათვის ორდენის კავალრები
- რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრები
- კგბ-ს ოფიცრები