რაფაელ მარკესი
მარკესი 2014 წელს | |||
პირადი მონაცემები | |||
---|---|---|---|
სრული სახელი | რაფაელ მარკეს ალვარესი | ||
დაბადების თარიღი | 13 თებერვალი, 1979 | ||
დაბადების ადგილი | ზამორა, მექსიკა | ||
სიმაღლე | 183 სმ | ||
სათამაშო პოზიცია | ცენტრალური მცველი | ||
საკლუბო ინფორმაცია | |||
მიმდინარე კლუბი | ატლასი | ||
ნომერი | 4 | ||
ახალგაზრდული კარიერა | |||
ატლასი | |||
პროფესიონალური კარიერა* | |||
წლები | გუნდი | მატჩი | (გოლი) |
1996-1999 | ატლასი | 77 | (6) |
1999-2003 | მონაკო | 87 | (5) |
2003-2010 | ბარსელონა | 163 | (9) |
2010-2012 | ნიუ-იორკ რედ ბულზი | 44 | (1) |
2013-2014 | ლეონი | 51 | (1) |
2014-2015 | ელას ვერონა | 35 | (0) |
2016- | ატლასი | 37 | (1) |
ეროვნული ნაკრები‡ | |||
1997- | მექსიკა | 139 | (18) |
* პროფესიონალურ კლუბებში გამოსვლა და გოლები მხოლოდ ეროვნული ლიგებისთვის იანგარიშება ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2017 ‡ ეროვნული ნაკრების მატჩი და გოლი ბოლოს განახლდა: 18 ივნისი, 2017 |
რაფელ მარკესი (ესპ. Rafael Márquez; 13 თებერვალი 1979, ზამორა) — მექსიკელი ფეხბურთელი, მექსიკის ნაკრების კაპიტანი. თამაშობს ცენტრალური მცველისა და საყრდენი ნახევარმცველის პოზიციაზე. ის პირველი მექსიკელი ფეხბურთელია, რომელმაც ჩემპიონთა ლიგა მოიგო.
სანაკრებო კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2002 წლის მუნდიალზე. მიუხედავად ახალგაზრდა ასაკისა (ის მხოლოდ 23 წლის იყო), მწვრთნელმა ხავიერ აგირემ ის გუნდის კაპიტნად დანიშნა. გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და მერვედფინალში გამოვარდა აშშ-ის ნაკრებთან. ამ მატჩის ბოლო წუთებზე მარკესმა წითელი ბარათი მიიღო.
ამის შემდეგ მარკესმა მონაწილეობა მიიღო 2006 წლის მუნდიალზე. მან ყველა მატჩში ითამაშა. მერვედფინალში არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ მან პირველი გოლი გაიტანა და საკუთარი გუნდი დააწინაურა, თუმცა მექსიკამ დამატებით დროში დათმო შეხვედრა ანგარიშით 1-2.
2010 წლის მუნდიალზე მარკესმა კვლავ გაიტანა ერთი გოლი, ამჯერად ჩემპიონატის გახსნის მატჩში სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ. მექსიკა კვლავ მერვედფინალიდან გამოეთიშა ასპარეზობას და კვლავ არგენტინასთან დამარცხდა.
2014 წლის მუნდიალზე მარკესმა პირველი გოლი ჯგუფური ეტაპის ბოლო, გადამწყვეტ მატჩში გაიტანა ხორვატიის წინააღმდეგ, ასევე გააკეთა ერთი საგოლე გადაცემა. მექსიკამ მატჩი 3-1 მოიგო.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რაფაელ მარკესი“ ვიკისაწყობში.
- Soccerway profile
- ოფიციალური საიტი
- Football Database profile and stats
- ESPN Soccernet profile and stats დაარქივებული 2009-08-21 საიტზე Wayback Machine.
- დაბადებული 1979
- მექსიკელი ფეხბურთელები
- მონაკოს ფეხბურთელები
- ბარსელონის ფეხბურთელები
- ესპანეთის პრიმერა დივიზიონის ფეხბურთელები
- ნიუ-იორკ რედ ბულზის ფეხბურთელები
- 2004 წლის კოპა ამერიკის ფეხბურთელები
- 2010 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- 2014 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- ელას ვერონის ფეხბურთელები
- 2018 წლის მსოფლიო საფეხბურთო ჩემპიონატის ფეხბურთელები
- უეფა-ს ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული მოთამაშეები
- ფიფა-ს კონფედერაციების თასის მფლობელი ფეხბურთელები