რაპალოს ხელშეკრულება (1922)
იერსახე
რაპალოს ხელშეკრულება — ხელშეკრულება ბოლშევიკურ რუსეთსა და ვაიმარის რესპუბლიკას შორის. დაიდო 1922 წლის 16 აპრილს, გენუის კონფერენციის მიმდინარეობის დროს იტალიის ქალაქ რაპალოში. რუსეთის მხრიდან ხელს აწერ��ა გიორგი ჩიჩერინი, ხოლო გერმანიის მხრიდან ვალტერ რატენაუ. მისი თავისებურება მდგომარეობდა იმაში, რომ მიზეზად და საფუძვლად მას დაედო ვერსალის ხელშეკრულების მიუღებლობა, რომელსაც ორივე ქვეყანა იზიარებდა.