რადიონუკლიდი
რადიონუკლიდი, რადიოაქტიური ნუკლიდი (ნაკლებად ზუსტად რადიოაქტიური ელემენტი, რადიოაქტიური იზოტოპი) — ნუკლიდი, რომლის ბირთვიც არასტაბილურია და განიცდის რადიოაქტიურ დაშლას. ცნობილი ნუკლიდების უმრავლესობა რადიოაქტიურია (მეცნიერებისთვის ცნობილი 3000 ნუკლიდიდან დაახლოებით 300 არის სტაბილური). ყველა ნუკლიდი, რომელთა ატომური ნომერია 43 ან 61 ან 82-ზე მეტი, რადი���აქტიურია; შესაბამის ელემენტებს ეწოდებათ რადიოაქტიური ელემენტები. არსებობს აგრეთვე სხვა ატომური ნომრების (1-დან 42-მდე, 44-დან 60-მდე და 62-დან 82-მდე) მქონე რადიონუკლიდები (უმეტესწილად ბეტა-არამდგრადი).
რადიოაქტიური ელემენტი
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]რადიოაქტიური ელემენტი — ქიმიური ელემენტი, რომლის ყველა იზოტოპი რადიოაქტიურია. რადიოაქტიურ ელემენტებს მიეკუთვნება ტექნეციუმი (), პრომეთიუმი (), პოლონიუმი () და ელემენტთა პერიოდული სისტემის ყველა მომდევნო ელემენტი. იმ ელემენტებს, რომლებიც პერიოდულ სისტემაში განლაგებულნი არიან ურანის შემდეგ, ეწოდებათ ტრანსურანული ელემენტები. ბუნებრივი რადიოაქტიური ელემენტებიდან მხოლოდ ორს — თორიუმსა და ურანს აქვს ისეთი დიდი ნახევრადდაშლის პერიოდის (T1/2) იზოტოპები, რომლებიც დედამიწის ასაკის თანაზომადნი არიან. ამიტომ ესენი არიან პირველადი რადიოაქტიური ელემენტები. , და იზოტოპები ქმნიან ბუნებრივ რადიოაქტიურ მწკრივებს.
რადიოაქტიური ელემენტები ატომური ნომრებით 43, 61, 93 და ყველა მომდევნო რადიოაქტიური ელემენტები ხელოვნურად იქნენ მიღებულნი ბირთვული რეაქციების გზით. რადიოაქტიური ელემენტების დაყოფა ბუნებრივ და ხელოვნურ რადიოაქტიურ ელემენტებად პირობითია. ბუნებაში ნაპოვნია ტექნეციუმის, პრომეთიუმის, ნეპტუნიუმის და პლუტონიუმის მცირე რაოდენობა. ბუნებაში მოიპოვება თორიუმისა და ურანის მინერალების დიდი რაოდენობა, რომელთა გადამუშავებითაც მიიღება თვით ელემენტები. რადიოაქტიურ ელემენტებს დიდი პრაქტიკული მნიშვნელობა აქვთ. მათ იყენებენ ბირთვულ რეაქტორებსა და ბირთვულ იარაღებში და სხვა.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 8, თბ., 1984. — გვ. 270-271.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შეგიძლიათ იხილოთ მედიაფაილები თემაზე „რადიონუკლიდი“ ვიკისაწყობში.
- EPA – რადიონუკლიდები
- FDA – რადიონუკლიდები დაარქივებული 2012-10-16 საიტზე Wayback Machine.
ქიმიურ ელემენტთა პერიოდული სისტემა | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | 2 | 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 | 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 | 17 | 18 | ||||||||||||||||||||||||||
1 | H | He | |||||||||||||||||||||||||||||||||||||||||
2 | Li | Be | B | C | N | O | F | Ne | |||||||||||||||||||||||||||||||||||
3 | Na | Mg | Al | Si | P | S | Cl | Ar | |||||||||||||||||||||||||||||||||||
4 | K | Ca | Sc | Ti | V | Cr | Mn | Fe | Co | Ni | Cu | Zn | Ga | Ge | As | Se | Br | Kr | |||||||||||||||||||||||||
5 | Rb | Sr | Y | Zr | Nb | Mo | Tc | Ru | Rh | Pd | Ag | Cd | In | Sn | Sb | Te | I | Xe | |||||||||||||||||||||||||
6 | Cs | Ba | La | Ce | Pr | Nd | Pm | Sm | Eu | Gd | Tb | Dy | Ho | Er | Tm | Yb | Lu | Hf | Ta | W | Re | Os | Ir | Pt | Au | Hg | Tl | Pb | Bi | Po | At | Rn | |||||||||||
7 | Fr | Ra | Ac | Th | Pa | U | Np | Pu | Am | Cm | Bk | Cf | Es | Fm | Md | No | Lr | Rf | Db | Sg | Bh | Hs | Mt | Ds | Rg | Cn | Nh | Fl | Mc | Lv | Ts | Og | |||||||||||
8 | 119 | 120 | ⁂ | 143 | 144 | 145 | 146 | 147 | 148 | 149 | 150 | 151 | 152 | 153 | 154 | 155 | 156 | 157 | 158 | 159 | 160 | 161 | 162 | 163 | 164 | 165 | 166 | 167 | 168 | 169 | 170 | 171 | 172 | ||||||||||
⁂ | 121 | 122 | 123 | 124 | 125 | 126 | 127 | 128 | 129 | 130 | 131 | 132 | 133 | 134 | 135 | 136 | 137 | 138 | 139 | 140 | 141 | 142 | |||||||||||||||||||||
|