ჟან I (ლა მარშის გრაფი)
ჟან I დე ბურბონი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1344 |
გარდაცვალების თარიღი | 11 ივნისი, 1393, (48-49 წლის) |
ეროვნება | ფრანგები |
წოდება | ლა მარშის გრაფი |
რელიგია | კათოლიციზმი |
მეუღლე(ები) | კატრინ ვენდომელი |
შვილ(ებ)ი |
ჟაკ II, ლა მარშის გრაფი იზაბელი, პუასუს აბატისა ლუ�� I, ვენდომის გრაფი ჟანი, კრესის ლორდი ანა, მონტპენსიერის გრაფინია მარი, ბრენკურის ბარონესა შარლოტი, კვიპროსის დედოფალი |
მშობლები |
მამა: ჟაკ I, ლა მარშის გრაფი დედა: ჟანა დე შატილონი |
ჟან I დე ბურბონი (ფრანგ. Jean Ier de Bourbon; დ. 1344 — გ. 11 ივნისი, 1393) — ბურბონთა დინასტიის წარმომადგენელი. ლა მარშის გრაფ ჟაკ I-ის ვაჟი. ლა მარშისა და ვენდომის გრაფი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჟანი დაიბადა 1344 წელს. იგი იყო ლა მარშის გრაფ ჟაკ I-ისა და ჟანა დე შატილონის მეორე ვაჟი. იგი ჯერ კიდევ ბავშვი იყო, როდესაც პუატიეს ბრძოლაში მიიღო მონაწილეობა.
სულ რამდენიმე წელიწადში, გარდაიცვალა ჯერ მამამისი, ხოლო მას შემდეგ, რაც ბრინუას ბრძოლაში მისი ძმა მოკლეს, ჟან I ლა მარშის გრაფი გახდა.
ჟანი აქტიურად ერეოდა ��სწლიანი ომის მსვლელობაში. იგი საფრანგეთის ჯარებს სარდლობდა ლიმუზენის ინგლისისაგან გაწმენდის დროს. 1366 წელს, ბერნარ დუ გესკლინთან ერთად იბრძოდა კასტილიაში. 1374 წელს მისი ცოლის ძმა, ვენდომის გრაფი ბუშარ VII უშვილოდ დაიღუპა, რის გამოც ჟანი, როგორც მისი უახლოესი ნათესავი ვენდომის გრაფი გახდა.
1382 წელს იგი საფრანგეთის მეფე შარლ VI-თან ერთად იბრძოდა ფლანდრიაში, 1392 წელს კი ბრეტანში. იგი გარდაიცვალა 1393 წელს, ბრეტანის ლაშქრობისას.
შვილები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1364 წლის 28 სექტემბერს ცოლად შეირთო ვენდომის გრაფ ჟან VI-ის უფროსი ასული კატრინ ვენდომელი, რომელთანაც შეეძინა შვიდი შვილი:
- ჟაკ II (1370-1438), ლა მარშის გრაფი, ცოლად შეირთო ჯერ ბეატრის ნავარელი, მისი გარდაცვალების შემდეგ კი ნეაპოლის დედოფალი ჯოვანა II, თუმცა მემკვიდრე ვერ დატოვა;
- იზაბელი (1373-?), მონაზონი და პუასუს აბატისა;
- ლუი I (1376-1446), ვენდომის გრაფი, ცოლად შეირთო ჯერ ბლანშ დე რუა, შემდეგ კი ჟანა დე ლავალი, რომელთანაც შეეძინა ორი ვაჟი და ერთი ქალიშვილი;
- ჟანი (1378-1457), კრესის ლორდი, ცოლად შეირთო კატრინ არტუელი, რომელთანაც შვილები არ ჰყოლია, თუმცა მისი გარდაცვალების შემდეგ იქორწინა ჟანა დე ვენდომუაზე, რომელმაც მას ორი გოგონა გაუჩინა;
- ანა (1380-1408), პირველად ცოლად გაჰყვა მონტპენსიერის გრაფ ჟან ბერელს, მისი გარდაცვალების შემდეგ კი იქორწინა ბავარიის ჰერცოგ ლუდვიგ VII-ზე;
- მარი (1386-1463), ცოლად გაჰყვა ბრენკურის ბარონ ჟან დე კრუას;
- შარლოტი (1388-1422), ცოლად გაჰყვა კვიპროსის, კილიკიის სომხეთისა და იერუსალიმის მეფე იან I-ს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Famiglietti, R. C. (1992). Tales of the Marriage Bed from Medieval France (1300-1500). Picardy Press.
- Potter, David (1995). Keen, Maurice, ed. A History of France, 1460–1560: The Emergence of a Nation State. Macmillan.