პურის კალათი
იერსახე
პურის კალათი | |
---|---|
ავტორი | სალვადორ დალი |
წელი | 1926 |
კატალოგი | P 176[1] |
ტიპი | ზეთი, ტილო |
სიმაღლე | 31.75 სმ. |
სიგანე | 31.75 სმ. |
ქალაქი | სანქტ-პეტერბურგი, ფლორიდა |
მუზეუმი | სალვადორ დალის მუზეუმი |
პურის კალათი — ესპანელი სიურეალისტი მხატვრის, სალვადორ დალის ნახატი. ნამუშევარზე ასახულია პურის ოთხი ნაჭერი კარაქით, რომლებიც კალათაშია მოთავსებული. ერთ-ერთი მათგანი სამისგან განცალკევებული და ნახევრად მოკბეჩლია. კალათ თეთრნაჭერზე დევს. ნახატი ამჟამად სალვადორ დალის მუზეუმში ინახხება, ფლორიდის შტატში, ქალაქ სანქტ-პეტერბურგში
Tნახატი შესრულებულია 1926 წელს, როდესაც სალვადორ დალი ოცდაორი წლის იყო, მას შემდეგ, რაც მან გაიარა ფორმალური კურსები მადრიდში ჰოლანდიელი მხატვრების შესახებ.[2] მანუშევარი იმ ნახატების რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც სალვადორ დალიმ ახალგაზრდობაში შეასრულა, და რომლებზეც პურია გამოხატული. პურის კალათს მოგვიანებით იგი 1945 წელსაც ხატავს.