შინაარსზე გადასვლა

პროკოფი რატიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პროკოფი რატიანი
დაბ. თარიღი 7 მარტი, 1914
დაბ. ადგილი რგანი
გარდ. თარიღი 1987
მოქალაქეობა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დროშასაქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
საქართველოს სსრ–ის დროშასაქართველოს სსრ
მუშაობის ადგილი ისტორიისა და ეთნოლოგიის ინსტიტუტი
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
სამეცნიერო ხარისხი ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963)
ჯილდოები საქართველოს მეცნიერებათა დამსახურებული მოღვაწე (1974)
სამეცნიერო სფერო ისტორია

პროკოფი რატიანი (დ. 7 მარტი, 1914, რგანი ― გ. 1987) ― ქართველი ისტორიკოსი, ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1964).

პროკოფი რატიანი 1914 წლის 7 მარტს სოფელ რგანში (დღევანდელი ჭიათურის მუნიციპალიტეტი) დაიბადა. 1938 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი დაამთავრა. 1939-1953 წლებში სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა. იყო გაზეთ „კომუნისტის“ რედაქტორი. 1953-1957 წლებში ისტორიის, არქეოლოგიისა და ეთნოგრაფიის ინსტიტუტის ახალი ისტორიის განყოფილებას ხელმძღვანელობდა, ხოლო 1961 წლიდან ისტორიოგრაფიისა და საზოგადოებრივი აზრის ისტორიის განყოფილებას.

  • „ვეფხისტყაოსნის ავტორის ვინაობისათვის“. თბილისი: მერანი. 1969.
  • „რჩეული ნაწერები, ტ. 1: თერგდალეულთა რევოლუციური მოღვაწეობის ისტორიიდან“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1984.
  • „რჩეული ნაწერები, ტ. 2: ილია ჭავჭავაძის მოღვაწეობა, აზროვნება, შემოქმედება“. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1985.
  • „რჩეული ნაწერები, ტ, 3: გამოკვლევები, სტატიები, წერილები ილია ჭავჭავაძისა და მის თანამედროვეობაზე. თბილისი: საბჭოთა საქართველო. 1985.
  • „საქართველოს ახალი ისტორიის ნარკვევები“. თბილისი: მეცნიერება. 1986.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]