პრაპორშჩიკი
იერსახე
პრაპორშჩიკი (ძვ. სლავური სიტყვიდან прапор – ალამი, დროშა, ქსოვილი) — სამხედრო წოდება რუსეთის იმპერიაში და ზოგიერთი სხვა ქვეყნის არმიაში. წოდების – „პრაპორშჩიკი“ ახლო ეკვივალენტია უმცროსი ოფიცრის წოდება „ენსინი“ (ინგლისური სიტყვიდან ensign — ალამი, დროშა), რამდენიმე ქვეყნის ან ყოფილი ქვეყნის არმიაში, ასევე „ხორუნჟი“ (ძვ. სლავური სიტყვიდან хоругвь — დროშა) ზოგიერთ სლავურ ქვეყანაში.
რუსეთის იმპერიაში წოდება გაუქმდა 1917 წელს ბოლშევიკების მიერ, მაგრამ განაგრძობდა არსებობას 1917–1921 წლებში თეთრ არმიაში. წოდება აღდგა 1972 წლის 1 იანვარს სსრკ-ს შეიარაღებულ ძალებში.
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]-
რუსეთის იმპერიის შეიარაღებული ძალების პრაპორშჩიკის სამხრე
-
რუსეთის ფედერაციის შინაგან საქმეთა სამინისტროს პრაპორშჩიკის სამხრე
-
გდრ-ს არმიის პრაპორშჩიკის (Fähnrich) სამხრე
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Советская военная энциклопедия. М., 1978