შინაარსზე გადასვლა

პორტალი:წმინდანები/ქალი წმინდანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
დიდმოწამე ეკატერინე

დიდმოწამე ეკატერინე – (ბერძ. ἡ Ἁγία Αἰκατερίνη ἡ Μεγαλομάρτυς; 287—305) - მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 24 ნოემბერი, ახალი სტილით - 7 დეკემბერი.

დიდმოწამე ეკატერინე ეგვიპტის ალექსანდრიის მმართველის, კონსტის ასული იყო. გონიერებით შემკულმა ქალწულმა ბრწყინვალე განათლება მიიღო. ჭაბუკები იმპერიის ყველაზე დიდგვაროვანი ოჯახებიდან ეძიებდნენ მის ხელს, მაგრამ ეკატერინეს გულმა ვერც ერთი ვერ შეიყვარა. წმიდანმა მშობლებს განუცხადა, რომ ცოლად მხოლოდ გვარიშვილობით, სიმდიდრით, მშვენიერებითა და სიბრძნით მასზე აღმატებულს გაჰყვებოდა... (...სრულად)