პორტალი:წმინდანები/მამაკაცი წმინდანები
საბა განწმენდილი – (ბერძ. Σάββα; 439, კაპადოკია — 5 დეკემბერი 532, პალესტინა) – V-VI საუკუნეებში მოღვაწე წმინდანად წოდებული ქრისტიანი მეუდაბნოე მამა, განდეგილი, მართლმადიდებლური ლავრებისა და მონასტრების დამაარსებელი. მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 5 დეკემბერი, ახალი სტილით - 18 დეკემბერი.
სოფელ მუტალასკში. მისი მშობლები – იოანე და სოფიო კეთილშობილი წარმოშობის, ღვთისმოშიში ქრისტიანები იყვნენ. როცა ყრმას 5 წელი შეუსრულდა, ისინი ალექსანდრიაში გაემგზავრნენ. იოანეს მაღალი სამხედრო ჩინი ჰქონდა და ეს გამგზავრება მისი სამსახურით იყო გამოწვეული. საღმრთო განგებულებით, პატარა საბა მამისეულ სახლში დარჩა და მასზე ზრუნვა დედის ძმამ, ერმიმ იკისრა. მას ძალზე ბოროტი ცოლი ჰყავდა, რომელმაც აიძულა საბა, მამის ძმასთან გადასულიყო საცხოვრებლად... (...სრულად)