პორტალი:მართლმადიდებლობა/რჩეული პიროვნება
პავლე, (ბერძ. παΰλος, ებრ. სახელი שָׁאוּל, Scha'ul, აქედან ლათ. Saulus; გ. 60 შემდეგ, ალბათ რომში), ერთ-ერთი მოციქული ქრისტიანულ რელიგიაში, „საქმე მოციქულთას“ მიხედვით, პავლე დაბადებულა ქ. ტარსოსში (კილიკია), წარჩინებული ებრაელის ოჯახში. ახ. წ. I საუკუნეში. საღვთისმეტყველო განათლება მიუღია იერუსალიმში ფარისეველ გამალიელის სკოლაში. თავდაპირველად აქტიურად მონაწილეობდა ქრისტიანთა დევნაში, მაგრამ დამასკის გზაზე ქრისტეს „სასწაულებრივ ხილვას“ მოუქცევია, რის შემდეგ იგი ქრისტიანობის მქადაგებელი გამხდარა. ქრისტიანობის გასავრცელებლად სამგხის უმოგზაურია ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ქვეყნებში — არაბეთიდან ესპანეთამდე. მოწამებრივად აღსრულებულა (თავი მოუკვეთიათ) რომში იმპერატორ ნერონის მიერ ქრისტიანთა დევნის დროს.
პავლემ ხელი შეუწყო ქრისტიანობის ისტორიულ სვლას, საბოლოო გამარჯვებას და მის ოფიციალურ სახელმწიფო რელიგიად გამოცხადებას... (...სრულად)