პოლიკარპე კაკაბაძე
პოლიკარპე კაკაბაძე | |
---|---|
დაბადების თარიღი | 23 თებერვალი (7 მარტი), 1893 |
დაბადების ადგილი | დიდი კუხი |
გარდაცვალების თარიღი | 17 ოქტომბერი, 1972[1] (79 წლის) |
გარდაცვალების ადგილი | თბილისი[1] |
დასაფლავებულია | დიდუბის პანთეონი |
საქმიანობა | მწერალი და დრამატურგი |
მოქალაქეობა | სსრკ |
პოლიკარპე მალხაზის ძე კაკაბაძე (დ. 7 მარტი [ ძვ. სტ. 23 თებერვალი], 1893, სოფელი დიდი კუხი, ახლანდელი ხონის მუნიციპალიტეტი — გ. 17 ოქტომბერი, 1972, თბილისი) — ქართველი დრამატურგი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1911 წელს დაასრულა ბათუმის ვაჟთა გიმნაზია. მისი პირველი ნოველა „ბრძენი მოქანდაკე“ დაიბეჭდა 1915 ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“ (N 46).
კაკაბაძის პირველი მნიშვნელოვა დრამატული ნაწარმოებია რევოლუციური ბრძოლის ამსახველი პიესა „გზაჯვარედინზე“ (1917), რომელიც წარმატებით დაიდგა ბაქოს სცენაზე 1918 წელს (რეჟისორი ალექსანდრე წუწუნავა). 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში შვიდი მნათობი დაიბეჭდა მისი პიესები „სისხლი სინათლემდე“ (N 1) და „სამი ასული“ (N 2). 1925 წელს რუსთაველის სახელობის თეატრის სცენაზე დაიდგა მისი დრამა „ლისაბონის ტუსაღები“ (რეჟისორი დოდო ანთაძე).
დიდი პოპულარობით სარგებლობდა კაკაბაძის კომედია „ყვარყვარე თუთაბერი“ (1928), რომელიც ქართული საბჭოთა კომედიოგრაფიის საუკეთესო ნიმუშია. ღრმად შთამბეჭდავია და კლასიკური სრულყოფით გამოირჩევა მძაფრი ისტორიის ქარტეხილების ფონზე შემთხვევით ამოტივტივებული გაიძვერა მედროვის ყვარყვარეს მხატვრული სახე. ქართული ფოლკლორის გმირის ნაცარქექიას ნიღბით აღჭურვილი ყვარყვარე ზოგადსაკაცობრიო ტიპიც არის. პიესა პირველად დადგა კონსტანტინე მარჯანიშვილმა 1929 წელს, ახლებური იყო რობერტ სტურუას 1974 წლის დადგმა (რუსთაველის სახ. თეატრი). 1938 წელს მარჯანიშვილის სახ. თეატრში დაიდგა კაკაბაძის კომედია „ოლმეურნის ქორწინება“ (1937), რომელშიც მეტყველად აისახა ახალი საბჭოთა ადამიანის სულიერი ფორმირების პროცესი. პიესა დრამატურგის ახალ გამარჯვებად იქცა.
საბჭოთა ხალხის მშვიდობიანი შრომის თემას ეძღვნება კაკაბაძის 40-50-იან წლებში შექმნილი პიესები:„შეხვედრა მშენებლობაზე“, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“, „პაექრობა“, რომელთა გადამუშავების საფუძველზე დრამატურგმა 1964 წელს ახალი პიესა „ცხოვრების ჯარა“ შექმნა. კაკაბაძის ისტორიულ პიესას (კომედია)„კახაბერის ხმალი“ („დავით მერვე“, 1954) უხვად ასაზრდოებს ქართულ ფოლკლორული სახეები. პიესა პირველად დაიდგა 1957 წელს ქუთაისში (რეჟისორი თ.მაღალაშვილი), 1965 წელს კი — თბილისში (მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟისორი გრიგოლ ლორთქიფანიძე).
სიცოცხლის ბოლო ათწლეულში კაკაბაძე ინტენსიურად მუშაობდა ისტორიულ დრამისა და ტრაგედიის ჟანრში. ამ პერიოდში მან გამოაქვეყნა დრამატული პოემები „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“ (1966), „მეფე ბაგრატ მეშვიდე“ (1967), ტრაგედია „მეფე დიმიტრი თავდადებული“ (1971).
კაკაბაძემ სიცოცხლეშივე მოიპოვა თანამედროვე კრიტიკისა და საზოგადოებრიობის დიდი აღიარება. მისი „ყვარყვარე თუთაბერის“ მიხედვით შექმნილია ფილმი „ყვარყვარე“ (1978, რეჟისორი დიმიტრი აბაშიძე). კაკაბაძე დაჯილდოებულია შრომის წითელი დროშის ორდენით.
დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.
ნაწარმოებები, პიესები, დადგმები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „ბრძენი მოქანდაკე“ — პირველი გამოქვეყნებული ნაწარმოები (1915 წ.-ს) ჟურნალში „თეატრი და ცხოვრება“[2];
- „სიკვდილის ანგელოზი“ — 1912 წ.-ს , ეს ნაწამოები 70 ინა წლებში გადაამუშავა, დაარქვა „ქეთევანი და კირიონი“[3];
- „გზაჯვარედინზე“ — დაიწერა 1917 წელს., დაიდგა — 1918 წელს, ბაქოს ქართული სცენაზე, რეჟისორი ალ. წუწუნავა;
- „სისხლი სინათლემდე“ — დაიბეჭდა 1919 წელს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში შვიდი მნათობი (N 1);
- „სამი ასული“ — ლირიკული დრამა 1918 წ.-ს, დაიბეჭდა 1919 წ-ს კაკაბაძის მიერ დაარსებულ ჟურნალში შვიდი მნათობი (N 2);
- „გათენების წინ“;
- „ლისაბონის ტუსაღები“ (ძველი სახელი „ქარიშხალი“) — დრამა, დაიდგა - 1925 წელს რუსთაველის სახ. თეატრის სცენაზე, რეჟისორი დ. ანთაძე, პიესა ჩაფიქრებული იყო 1924 წლის აჯანყების შემდეგ და ასახავს ლისაბონის მიწისძვრის მერე დანგრეული ციხიდან გამოგცული პატიმრების ქცევას - პარალელი რუსული რევოლუციების შედეგად განთავისუფლებულ რეციდვისტებთან[4];
- „ყვარყვარე თუთაბერი“ — კომედია (1928), დადგმები - 1) კ. მარჯანიშვილის[5][6][7]; 2) 1974 წ-ს რ. სტურუამ რუსთაველის სახ. თეატრში, 3) 1989 წელს სოხუმში გიზო ჟორდანიამ , 4) კინოში - 1978 წ-ს კ. ფ. ყვარყვარე — კინოსტუდია „ქართული ფილმი“ დამდგმელი რეჟისორი: დევი აბაშიძე. სცენარი: რეზო ჭეიშვილი, დევი აბაშიძე. 5) მარჯანიშვილის სახ. თეატრში - პრემიერა – 2001 წლის 17 მარტი, რეჟისორი – ლევან წულაძე[8].
- „კოლმეურნის ქორწინება“ — კომედია (1937), დადგმები - 1) მარჯანიშვილის სახ.თეატრში 1938 წელს დამდგმელი რეჟისორი – შალვა ღამბაშიძე, 2) 1959 წ-ს აღადგინა იმავე თეატრში აკაკი კვნატალინმა, 3) 1967 წელს ხარაგაულის სახალხო თეატრში - რეჟისორი თამაზ კიკნაძე[9].
- „შეხვედრა მშენებლობაზე“,
- „ბედნიერი სამჭედლო“,
- „ციცინათელა“,
- „პაექრობა“,
- „ცხოვრების ჯარა“ — 1964 წ-ს შეიქმნა პიესების: „შეხვედრა მშენებლობაზე“, „ბედნიერი სამჭედლო“, „ციცინათელა“, „პაექრობა“ საფუძველზე. დაიდგა - 1) 1965 წელს მარჯანიშვილის სახ.თეატრში - დამდგმელი რეჟისორი – აკაკი კვანტალიანი[10].
- „კახაბერის ხმალი“ („დავით მერვე“) - ისტორიულ კომედია (1954), დადგმები - 1) 1957 წ-ს ქუთაისში (რეჟისორი თ.მაღალაშვილი), 2) 1965 წ-ს მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე.
- „მეფე ვახტანგ პირველი გორგასალი“ — დრამტული პოემა 1966 წ.,
- „მეფე ბაგრატ მეშვიდე“ — დრამტული პოემა 1967 წ.,
- „მეფე დიმიტრი თავდადებული“ - ტრაგედია 1971 წ.
- „სამი ასული, ტყის ქალები“ — მარჯანიშვილის სახ. თეატრი, რეჟისორი მედეია კუჭუხიძე. პრემიერა – 1972 წ.-ს 29 თებერვალი[11].
- „პორტოპოლოს ტუსაღები“ — მარჯანიშვილის სახ. თეატრი რეჟისორი მედეია კუჭუხიძე. პრემიერა – 1994 წლის 1 ივნისი[12].
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- „მეფე ბაგრატ მეშვიდე“ : პიესა (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1969. - 165გვ[13].
- „ცხოვრების ჯარა“ : კომედია 4 მოქმედებად (ავტორი). - თბილისი, ხელოვნება, 1969. - 93გვ[14].
- რჩეული თხზულებანი : პიესები (ავტორი). - თბილისი, სახელგამი, 1954. - 361გვ[15].
- „ორი პიესა“ (ავტორი). - თბილისი, საბჭოთა მწერალი, 1946. - 224გვ[16].
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“,გვ. 197, თბ., 1994
- ბენაშვილი დ., ლიტერატურული ძიებანი, თბ., 1972;
- ვარდოსანიძე გ., წერილები, თბ., 1974;
- იოვაშვილი დ., ლიტერატურული წერილები, თბ., 1974;
- ციციშვილი გ., ქართული საბჭოთა დრამატურგია, ნაწ. 1, თბ., 1962;
- ჯიბლაძე გ., კრიტიკული ეტიუდები, ტ. 5, თბ., 1974;
- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 5, თბ., 1980. — გვ. 323.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- პოლიკარპე კაკაბაძე — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- პოლიკარპე კაკაბაძე - ცხოვრება, შემოქმედება
- პოლიკარპე კაკაბაძე - ფეიბუკ გვერდი შექმნილი 2011 წლის 18 მაისს, ჰყავს 1400 ზე მეტი გამოწერი.
- ჰოპლა ჩვენ ვცოცხლობთ! პოლიკარპე კაკაბაძე - პირველი არხის გადაცემა, რომელიც ეთერში გავიდა 2021 წლის 7 თებერვალს, 18:30 - ზე.
- წითელი ზონა - ყვარყვარე და ყვარყვარიზმი - გიორგი გვახარიას სტუმარი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი და პროფესორი, მანანა კაკაბაძეა, პოლიკარპე კაკაბაძის შვილი და ამავე დროს მისი მკვლევარიც., 2016 წ.
- კოლმეურნის ქორწინება - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი XI (1938-1939) - დამდგმელი რეჟისორი – შალვა ღამბაშიძე.
- კოლმეურნის ქორწინება - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი XXXI (1958-1959) - აღადგინა აკაკი კვანტალიანმა.
- კოლმეურნის ქორწინება - 1967 წ-ს ხარაგაულის სახალხო თეატრში - რეჟისორი თამაზ კიკნაძე.
- ცხოვრების ჯარა - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი XXXVIII (1965-1966) - დამდგმელი რეჟისორი – აკაკი კვანტალიანი.
- კახაბერის ხმალი - მარჯანიშვილის სახ. თეატრში XXXVII (1964-1965) - რეჟისორი გ.ლორთქიფანიძე.
- ყვარყვარე თუთაბერი - პიესის ელექტრონული ვერსია საჯარო ბიბლიოთეკის პროექტში ბიბლიოთეკა სკოლას .
- ყვარყვარე თუთაბერი - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი I (1928-1929) - პრემიერა - 1929 წლის 27 მარტს, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი
- ყვარყვარე თუთაბერი - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი III (1930-1931) - კაპიტალური აღდგენა – 1931 წლის 11 იანვარი, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი.
- ყვარყვარე თუთაბერი - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი XII (1939-1940) - კაპიტალური აღდგენა – 1940 წლის 15 მაისი, რეჟისორი – კოტე მარჯანიშვილი.
- ყვარყვარე - რუსთაველის სახ. თეატრში, 1974 წ. რეჟისორი რ. სტურუა. სტურუმა აქ ორი პიესა გააერთიანა "ყვარყვარე თუთაბერი" და "სამი ასული" (მანანა კაკაბაძეს მოგონება 6:40 წთ). ( სპექტაკლის ფოტოები 1. 2 . 3 , 4 )
- ყვარყვარე თუთაბერი - მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი LXXIII (2000-2001) - პრემიერა – 2001 წლის 17 მარტი, რეჟისორი – ლევან წულაძე.
- ყვარყვარე - კინოსტუდია „ქართული ფილმი“-ს 1978 წ.-ს გადაღებული მხატვრული ფილმი.
- "სამი ასული, ტყის ქალები" - მარჯანიშვილის სახ. თეატრი რეჟისორი მედეია კუჭუხიძე. პრემიერა – 1972 წ.-ს .
- "პორტოპოლოს ტუსაღები" - მარჯანიშვილის სახ. თეატრი რეჟისორი მედეია კუჭუხიძე. პრემიერა – 1994 წ.-ს.
- მასალები პოლიკარპე კაკაბაძეზე - საჯარო ბიბლიოთეკის საიტზე \
- Какабадзе, Поликарп Малхазович // Краткая литературная энциклопедия / Гл. ред. А. А. Сурков. — М. : Советская энциклопедия, 1962—1978.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Какабадзе Поликарп Малхазович // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] / под ред. А. М. Прохорова — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.
- ↑ (მანანა კაკაბაძეს მოგონება 5:00 წთ).
- ↑ (მანანა კაკაბაძეს მოგონება 5:35წთ).
- ↑ (მანანა კაკაბაძეს მოგონება მე12:00 წთ).
- ↑ პირველი პრემიერა იყო - 1929 წლის 27 მარტს
- ↑ კაპიტალური აღდგენა – 1931 წლის 11 იანვარი
- ↑ კაპიტალური აღდგენა – 1940 წლის 15 მაისი
- ↑ მარჯანიშვილის სახ. თეატრში სეზონი სეზონი LXXIII (2000-2001)
- ↑ ხარაგაულის სახალხო თეატრში
- ↑ მარჯანიშვილის სახ.თეატრში
- ↑ "სამი ასული, ტყის ქალები" - მარჯანიშვილის სახ. თეატრი
- ↑ "პორტოპოლოს ტუსაღები" - მარჯანიშვილის სახ. თეატრი
- ↑ მეფე ბაგრატ მეშვიდე
- ↑ ცხოვრების ჯარა
- ↑ რჩეული თხზულებანი
- ↑ ორი პიესა