პინიოსი
იერსახე
პინიოსი | |
---|---|
პინიოსი | |
ქვეყანა | საბერძნეთი |
ქალაქები | ლარისა |
სათავე |
პინდოსი |
შესართავი |
ეგეოსის ზღვა 39°56′03″ ჩ. გ. 22°43′03″ ა. გ. / 39.93417° ჩ. გ. 22.71750° ა. გ. |
შესართავის სიმაღლე | 0 მ |
სიგრძე | 205 კმ |
აუზის ფართობი | 10 700 კმ² |
— სა��ავე, — შესართავი | |
პინიოსი ვიკისაწყობში |
პინიოსი (ბერძ. Πηνειός) — მდინარე საბერძნეთში. თესალიის უდიდესი მდინარე. სიგრძე დაახლოებით 205 კმ, აუზის ფართობი 10 700 კმ².[1] სათავეს იღებს პინდოსის მთებში. ერთვის ეგეოსის ზღვის თერმეკოსის ყურეს. სათავეში მთის მდინარეა, დაახლოებით ქალაქ ტრიკალამდე აქვს სამხრული მიმართულება, შემდეგ ძირითადად მოიხრება აღმოსავლეთისაკენ, ქვემო დინებაში მდინარის ნაპირზე გაშენებულია ქალაქი ლარისა, აქ მდინარეს ფართო ხეობა აქვს.
პინიოსი შუა და ქვემო დინებაში მარჯვნიდან რამდენიმე მნიშვნელოვან შენაკადებს ღებულობს და შეერთვის თერმეკოსის ყურეს კარიცის ჩრდილოეთით. ქვემო დინებაში ხეობა ვიწროა, მისგან სამხრეთით აღმართულია მთა ოსა (1978 მ).
სახელი ეწოდა ღმერთ პენეიოსის მიხედვით. შუა საუკუნეებში ეწოდებოდა სალამბრიასი და სალაბრიასი.
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Epirus/Thessaly Map. Road Edition, Athens. ISBN 960-8481-17-1
- Southern Pindos Map. Road Edition, Athens. ISBN 960-8189-00-4