შინაარსზე გადასვლა

პეტუნია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
პეტუნია
Petunia × hybrida
Petunia × hybrida
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
ოჯახი:  ძაღლყურძენასებრნი
გვარი:  პატუნია
ლათინური სახელი
Petunia

პეტუნია (Petunia) — ერთ- ან მრავალწლოვანი ბალახოვანი მცენარის გვარი ძაღლყურძენასებრთა ოჯახისა.

მოიცავს 15-მდე (ზოგი მონაცემით 40-მდე) სახეობას. გავრცელებულია ჩრდილოეთ ამერიკის სამხრეთით და სამხრეთ ამერიკაში. პეტუნიის ღერო დატოტვილია, ფოთოლი — კიდემთლიანი, ყვავილი — მარტოულა, მსხვილი, თეთრი, იისფერი ან მოწითალო. ყვავის უხვად და ხანგრძლივად (მაისიდან პირველ ყინვებამდე).

აქვს სასიამოვნო სუნი. ნაყოფი კოლოფია. როგორც დეკორატიული ერთწლოვანს, ე. წ. ჰიბრადული პეტუნიის ჯიშებს იყენებენ რაბატისათვის, კლუმბისათვის, ოთახის მცენარედ. ისინი ერთმანეთისაგან განსხვავდებიან ღეროს სიმაღლით, ყვავილის ზომით, ფორმითა და ფერით.