შინაარსზე გადასვლა

პერუს ადმინისტრაციული დაყოფა

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მას შემდეგ, რაც პერუმ ესპანეთისაგან მიიღო დამოუკიდებლობა მე-19 საუკუნის დასაწყისში, მისი ადმინისტრაციული დაყოფა ბევრჯერ შეიცვალა. 2002 წლამდე, პერუ დაყოფილი იყო 24 დეპარტამენტად (departamentos), შემდეგ კი ამ წელს მიღებული კანონის საფუძველზე, პერუ დაიყო 24 რეგიონად და განსაკუთრებული სტატუსის მქონე ლიმის პროვინციად, რომელშიც შედის დედაქალაქი ლიმა და მისი შემოგარენი. ლიმა ქვეყნის პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრია. რეგიონებს მართავენ რეგიონის პრეზიდენტები და რეგიონული საბჭოები. რეგიონის პრეზიდენტებს, ისევე როგორც ქვეყნის პრეზიდენტს, ირჩევს მოსახლეობა 4 წლის ვადით.

რეგიონები:

პროვინცია:

პერუს პროვინციები, ცნობილი ესპანურად provincias, არის ქვეყნის მეორე დონის ადმინისტრაციული დანაყოფი. ისინი იყოფიან ოლქებად (ესპ. distritos). ამჟამად პერუში 195 პროვინციაა, რომლებიც 25 რეგიონში არიან განლაგებულნი, გარდა ლიმის პროვინციისა. თითოეულ რეგიონში საშუალოდ 7 პროვინციაა. ყველაზე ცოტა პროვინცია მდებარეობს კალიაოში (ერთი), ხოლო ყველაზე ბევრი - ანკაშში (ოცი).

პერუს რაიონები (ესპ. distritos) არის ქვეყნის მესამე დონის ადმინისტრაციული დანაყოფი. რაიონი არის პროვინციის ქვედანაყოფი. ამჟამად პერუში 1,833 რაიონია[1].

  1. Sistema Nacional de Estadística. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2007-03-21. ციტირების თარიღი: 2010-02-01.