პელმენი
პელმენი (რუს. пельме́ни (პელმენი) - მრავლობითი ფორმა, пельмень (პელმენ) - მხოლობითი) — დამფლინგი რუსული სამზარეულოდან, რომელიც თხელ, უსაფუარო ცომში გახვეულ შიგთავსს წარმოადგენს.
წარმოშობის ზუსტი ადგილი სადავოა. ზოგი მიიჩნევს, რომ ის ურალის მთების მიმდებარედ წარმოიქმნა, ზოგი კი ფიქრობს რომ კერძი ციმბირული წარმოშობისაა. [1] პელმენს ხშირად რუსული სამზარეულოს გულს უწოდებენ.
ინგრედიენტები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პელმენის ცომი ფქვილისა და წყლისგან შედგება. იშვიათ შემთხვევებში ემატება კვერცხის გული. [2]
შიგთავსი შეიძლება წარმოადგენდეს გახეხილ ხორცს (ღორის ხორცი, ცხვრის ხორცი, საქონლის ხორცი, თევზი ან ნებისმიერი სხვა სახის ხორცი. ხორციანი შიგთავსი მეტწილად ცივი რეგიონებისთვისაა დამახასიათებელი) ან სოკოს. პოპულარულია სხვადასხვა სახის ხორცის ერთმანეთში შერევაც. უდმურტეთში წარმოდგენილი რეცეპტის მიხედვით ხორცის განაწილება ასეთია: 45% საქონლის ხორცი, 35% ცხვრის ხორცი და 20% ღორის ხორცი.[3] ის შეიცავს სხვადასხვა სახის სანელებლებს, როგორებიცაა: შავი პილპილი, დაჭრილი ხახვი და ნიორი. უმეტეს შემთხვევაში მას ატანენ მაიონეზს, არაჟანს, წითელ ხახვს ან ძმარს, რაც რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.
ზოგჯერ უმატებენ მცირე რაოდენობით კომბოსტოს, პoმიდორს და პირშუშხას პირდაპირ შიგთავსში, რაც რა თქმა უნდა, რეგიონების მიხედვით ერთმანეთისგან განსხვავდება.
ტემპერატურა და ტენიანობა მნიშვნელოვან გავლენას ახდენს ცომის კონსისტენციასა და სტაბილურობაზე.
წარმოშობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პირველი, მსგავსი სტილის კერძი პირველად ძველ ბერძნულადაა მოხსენიებული, მაგრამ, როგორც ჩანს, პელმენის წარმოშობის ადგილს ურალის რეგიონი წარმოადგენს. სიტყვა პელნან (пельнянь) სიტყვა-სიტყვით ითარგმნება, როგორც „ყურის პური“ ფინურ-უნგრული ენებიდან, კომიდან და უდმურტულიდან. [4] გაუგებარია როდის გაჩნდა პელმენი ძველი ციმბირული ხალხების სამზარეულოში და როგორ დაიმკვიდრა თავი რუსულ სამზარეულში. ერთი თეორიის თანახმად, პელმენი, ან უბრალოდ მოხარშული, შიგთავსიანი ცომის ბურთულები ციმბირული წარმოშობისაა, რომელიც ჩინურ ჯიაოზზე დაყრდნობით ჩამოყალიბდა. სხვა თეორიის თანახმად, პელმენი ციმბირში მონღოლებმა შეიტანეს, საიდანაც აღმოსავლეთ ევროპამდე გავრცელდა. პელმენი განსაკუთრებით პოპულარული გახდა რუსი მონადირეების საკვებად.[5]
პელმენი ძალიან კარგი საშუალებაა ციმბირის ცივ დღეებში ხორცის მიღებისთვის. ხალხს ზამთრის ცივ დღეებში ცხოველური საკვების მიღება ძალიან სჭირდება. ურალური წარმოშობის მიუხედავად, პელმენზე დიდი გავლენა მოახდინა ციმბირულმა ტრადიციებმა.
განსხვავებები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]პელმენი შიგთავსიანი ცომეულის კერძების წარმომადგენელია. ის დაკავშირებულია პოლონურ პიეროგთან და უკრაინულ ვარენიკთან. ამერიკის შეერთებულ შტატებსა და კანადაში ტერმინი პიეროგი ხშირად გამოიყენება ყველა აღმოსავლეთ ევროპული დამფლინგის აღსანიშნავად, მიუხედავად მისი ზომის, ფორმისა და შიგთავსისა. პელმენი ასევე ჰგავს მონღოლურ ბანშს, ჩინურ ჯიოზს და ჩინურ ჰუნდუნს. ისინი თურქული და ყაზახური მანტის, ნეპალური და ტიბეტური მომოს, უიღურულ და უზბეკურ ჩუჩვარას, კორეულ მანდუს, იაპონურ გიოზას და იტალიური ტორტელინისა და რავიოლის ბიძაშვილები არიან. ის რაღაცით ჰგავს ემპანადას, რომელიც მოხარშული ან შემწვარი მსგავსი სტილის ცომეულია ესპანური გავლენის ქვეყნებში.
გავრცელება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თანამედროვე რუსულ და უკრაინულ კულტურაში, ასევე ბალტიის პირეთის ქვეყნებსა და პოლონეთში მაღაზიებში გაყინული ფორმის პელმენები იყიდება, რომელიც ძალიან მოსახერხებელ პროდუქტს წარმოადგენს სტუდენტების ცხოვრებაში, რადგან მისი მომზადება მარტივად და სწრაფად ხდება. [6] სახლში დამზადებული პელმენი ითვლება, როგორც ჯანსაღი და ნატურალური.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ "Pelmeni, Siberian Meat Dumplings | Food Perestroika". Food Perestroika. 2017-06-24. Retrieved 2018-10-03.
- ↑ Step-by-step instructions for preparation of pelmeni, with photographs (in Russian)
- ↑ Recipe for Ural pelmeni on pelemeni.ru (in Russian)
- ↑ Vasmer, Max (1986–1987) [1950–1958]."пельмень" . In Trubachyov, O. N.; Larin, B. O. (eds.). Этимологический словарь русского языка [Russisches etymologisches Wörterbuch] (in Russian) (2nd ed.). Moscow: Progress.
- ↑ http://russiapedia.rt.com/of-russian-origin/pelmeni/
- ↑ Pelmeni from SRAS – School of Russian and Asian Studies, California დაარქივებული 2009-08-06 საიტზე Wayback Machine. .