პაგანი (კუნძული)
მშობ. სახელი: ინგლ. Pagan | |
---|---|
გეოგრაფია | |
18°07′ ჩ. გ. 145°46′ ა. გ. / 18.117° ჩ. გ. 145.767° ა. გ. | |
მდებარეობა | წყნარი ოკეანე |
კოორდინატები |
კოორდინატები: განედი არ არის მითითებული |
ფართობი | 47,24 კმ² |
სიგრძე | 17 კმ |
სიგანე | 7 კმ |
უმაღლესი წერტილი | 579 მ |
მუნიციპალიტეტი | ჩრდილოეთის კუნძულები |
დემოგრაფია | |
მოსახლეობა | დაუსახლებელი (2010) |
პაგანი (ინგლ. Pagan) — კუნძული მარიანას არქიპელაგში, წყნარ ოკეანეში. ეკუთვნის ჩრდილოეთ მარიანას კუნძულებს და შედის ჩრდილოეთის კუნძულების მუნიციპალიტეტის შემადგენლობაში.
გეოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძული პაგანი მდებარეობს მარიანას არქიპელაგის ჩრდილოეთ ნაწილში. გარს ეკვრის წყნარი ოკეან��ს წყლები. კუნძულიდან 68 კმ-ში ჩრდილოეთით მდებარეობს კუნძული აგრიხანი, 48 კმ-ში სამხრეთით — კუნძული ალამაგანი[1]. უახლოესი მატერიკი, აზია, მდებარეობს 2600 კმ-ში[2].
კუნძულ პაგანს, როგორც მარიანის არქიპელაგის სხვა კუნძულებს, აქვს ვულკანური წარმოშობა[2] და წარმოადგენს ერთმანეთთან ვიწრო ყელით შეერთებულ ორ სტრატოვულკანს[1]. ორივე ვულკანი ჩამოყალიბდა კალდერის საზღვრებში და მათი დიამეტრი შეადგენს 7 და 4 კმ-ს[3]. კუნძულის უმაღლესი წერტილი ზღვის დონიდან — ვულკანი ჩრდილოეთ პაგანი, აღწევს 579 მეტრს[2]. მეორე ვულკანი, სამხრეთ პაგანი, აღწევს 548 მეტრს და აქვს მწვერვალი, რომელზეც მდებარეობს ოთხი ვულკანური კრატერი[3]. ყველაზე დიდი ამოფრქვევა კუნძულზე მოხდა 1981 წელს[3]. პაგანის კუნძულის სიგრძე შეადგენს 17 კმ-ს, ხოლო მაქსიმალური სიგანე — 7 კმ-ს[4]. კუნძულის ფართობია — 46,6 კმ²[2].
კლიმატი ნოტიო ტროპიკულია. კუნძულზე ხდება ვულკანური ამოფრქვევები და ციკლონები[2].
კუნძულ პაგანის ნაწილს უკავია ტროპიკული ტყეები, რომელშიც ჭარბობს ქოქოსის პალმები და სხვადასხვა ბუჩქები, ასევე მინდვრები[2]. კუნძულის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს პატარა მარილიანი ტბა.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კუნძულის პირველი ევროპელი აღმომჩენია ესპანელი, კათოლიკე მისიონერი დიეგო ლუის დე სანვიტორესი (ესპ. Diego Luis de Sanvitores), რომელმაც კუნძული აღმოაჩინა 1669 წელს[5]. შემდგომში კუნძული შევიდა ესპანეთის მფლობელობაში.
1899 წლის 12 თებერვალს ესპანეთმა მარიანას არქიპელაგი მიჰყიდა გერმანიის იმპერიას[6]. გერმანელი ადმინისტრატორის გეორგ ფრიტცის (გერმ. Georg Fritz) მიერ კუნძულის გამოკვლევის დროს ნაპოვნი იქნა ძველად ჩამოროელი ხალხის წარმომადგენლების კუნძულზე ყოფნის კვალი, მათ შორის, სასროლი ქვები და კულტივირებული მცენარეები[4]. 1907 წლიდან კუნძული იყო გერმანიის ახალი გვინეის ნაწილი, რომელიც ემორჩილებოდა კაროლინის კუნძულების საოლქო ოფიცერს[6]. გერმანელების პერიოდში აგრიხანის კუნძულზე მოსახლეობა აწარმოებდა კოპრას, მაგრამ 1904, 1905, 1906 და 1907 წლების ტაიფუნების შემდეგ მისი წარმოება დაეცა 50 %-ით[4].
1914 წლის 14 ოქტომბერს მარიანის არქიპელაგი ოკუპირებული იქნა იაპონელების მიერ. 1920 წელს კუნძულებზე დაწესდა ერთა ლიგის მანდატი, რომლის მართვასაც აწარმოებდა იაპონია[6]. მეორე მსოფლიო ომის წლებში პაგანის კუნძულზე მოქმედებდა იაპონელთა ავანპოსტი[4].
მოსახლეობა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1981 წელს კუნძულის მთელი მოსახლეობა — 53 ადამიანი, ევაკუირებული იქნა ძლიერი ვულკანური ამოფრქვევის გამო. მას შემდეგ კუნძული დაუსახლებელია[4].
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Oceandots.com. კუნძული პაგანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2008-05-10. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 UN SYSTEM-WIDE EARTHWATCH Web Site. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-02-14. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 3.0 3.1 3.2 Global Volcanism Program. პაგანის ვულკანი. (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-02-19. ციტირების თარიღი: 2014-11-29.
- ↑ 4.0 4.1 4.2 4.3 4.4 PIBHMC. კუნძული პაგანი. (ინგლისური)
- ↑ [Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული პაგანი. (გერმანული). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2014-04-27. ციტირების თარიღი: 2014-11-29. Homepage Christoph Gäbler. Über die Marianen. კუნძული პაგანი. (გერმანული)]
- ↑ 6.0 6.1 6.2 World Statesmen.org. ჩრდილოეთ მარიანას კუნძულები. (ინგლისური)