ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი
ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი | |
---|---|
ფოტო გადაღებულია დაახლ. 1890 წელს | |
დაბადების სახელი | ოლგა ფლორიანი |
დაბადების თარიღი |
1 ნოემბერი, 1844 ვენა |
გარდაცვალების თარიღი |
27 თებერვალი, 1926 (81 წლის) გრაფენეგი, ქვემო ავსტრია |
მოქალაქეობა | ავსტრია |
პროფესია | მხატვარი, იმპრესიონისტი |
ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი (დ. 1844, 1 ნოემბერი, ვენა — 1926, 27 თებერვალი, გრაფინეგი) — ავსტრიელი მხატვარი, იმპრესიონისტი. ძირითადად ხატავდა პეიზაჟებსა და ნატურმორტებს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ოლგა ფლორიანი დაიბადა 1844 წლის 1 ნოემბერს ვენაში, ფრანც და მინა ფლორიანების ოჯახში. მან ბავშვობიდანვე გამოავლინა მუსიკის ნიჭი. მუსიკას იულიუს ეპშტეინთან ეუფლებოდა და იმედოვნებდა, რომ პიანისტი- კონცერტმეისტერი გამოვიდოდა. [1]1874 წელს იძულებული გახდა მუსიკალური კარიერა დაესრულებინა ავადმყოფობის გამო,რის შედეგადაც ხელების მოძრაობა შეზღუდული ჰქონდა. იმავე წელს მან იქორწინა ფარმაცევტ ფრანც ვიზინგერზე, 1875 წელს შეეძინა ვაჟი, ოსკარი. ფრანც ვიზინგერი გარდაიცვალა 1890 წელს.
1870-იანი წლების ბოლოს ოლგამ ფერწერის შესწავლა დაიწყო. 1880 წლიდან ის იმ პერიოდისათვის ცნობილი მხატვრის ემილ იაკობ შინდლერის მოსწავლე იყო, მასთან ერთად სამხატვრო ხელოვნებას ეუფლებოდნენ კარლ მოლი და მარი ეგნერი. 1881 წლის შემდეგ ოლგა ვიზინგერი რეგულარულად აწყობდა გამოფენებს ჯერ შინდლერის ბინაში, შემდეგ კი ვენის სეცესიონის საგამოფენო ცენტრებში. მონაწილეობდა პარიზსა და ჩიკაგოში გამართულ მსოფლიო გამოფენებში, მოიპოვა საერთაშორისო პოპულარობა.[2]
ვიზინგერ-ფლორიანის ადრეულ ნამუშევრებს აღწერენ, როგორც "განწყობის იმპრესიონიზმს". მათზე გავლენა იქონია შინდლერის სტილმა. 1884 წლის შემდეგ იგი ჩამოსცილდა ამ სტილს და მისი ნახატები უფრო რეალისტური გახდა, ხოლო ფერები უფრო ნათელი, ექსპრესიონიზმთან მიახლოებული. 35 წლის ასაკში იგი შეიყვანეს ვენის სამხატვრო საგამოფენო საზოგადოებაში.
1890-იანი წლებისთვის, ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი დიდი ხნით უსწრებდა თავის დროს.
მხატვარს, რომელიც ასევე მონაწილეობდა იმდროინდელი საშუალო კლასის ქალთა მოძრაობებში, მიღებული აქვს მრავალი ჯილდო და პრიზი.
ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი ცხრა ქალთაგან ერთ-ერთი იყო, რომელსაც სთხოვეს თავისი წვლილი შეეტანა ავსტრია-უნგრეთის იმპერიის მიწებისა და ხალხების 24-ნაწილიან ენციკლოპედიაში Die österreichisch-Ungarische Monarchie.[1]
მისი ნამუშევრები მონაწილეობდა 2019 წლის გამოფენაზე ვენაში : ქალების ქალაქი: ქალი-მხატვრები ვენაში 1900-1938 წლებში ვენის ბელვედერის გალერეაში.[3]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]გარე ბმულები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი @ ავსტრიის ენციკლოპედია (AEIOU)
- ბიოგრაფია, ლიტერატურა და ოლგა ვიზინგერ-ფლორიანის ნამუშევრები
- ოლგა ვიზინგერ-ფლორიანი ვიკისაწყობში
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Wisinger-Florian Olga: Malerin und Pianistin (გერმ )
- M. Schwab, "Olga Wisinger-Florian", master's thesis, Vienna, 1991[1]
- Müller and P. Weninger [de], Die Schule von Plankenberg, exhibition guide, Vienna, 1991
- A(dalbert). F(ranz). Seligmann (1862–1945), Olga Wisinger-Florian, Neue Freie Presse, 3.11.1924
- Bärbel Holaus, "Olga Wisinger-Florian (1844–1926): Arrangement mit dem "Männlichen" in der Kunst", in: Jahrhundert der Frauen: vom Impressionismus zur Gegenwart; Österreich 1870 bis heute, Ed.: I. Brugger [de] (born 1960, Zell am See), Wien: Kunstforum, 1999, pp. 84‒103
- Eisenberg, Ludwig (1858–1910), Künstler- und Schriftstellerlexikon "Das geistige Wien", 1891, p. 406, Wien, Heinrich Brockhausen
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Harriman, Helga H. (1989-01-01). "Olga Wisinger-Florian and Tina Blau: Painters in "Fin de Siècle" Vienna". Woman's Art Journal. 10 (2): 23–28. doi:10.2307/1358208. JSTOR 1358208.
- ↑ Nichols, K. L. "Women's Art at the World's Columbian Fair & Exposition, Chicago 1893". Retrieved 30 July 2018.
- ↑ "City of Women". Belvedere Museum Vienna. Retrieved 26 June 2020.