შინაარსზე გადასვლა

ნოღა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ ნოღა (მრავალმნიშვნელოვანი).
ნოღა
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ტერიტორიული ერთეული მარტვილის მუნიციპალიტეტი
აბსოლუტური სიმაღლე 310 მ
სიგრძე 200 მ
ამგებელი ქანები კონგლომერატი

ნოღამღვიმე საქართველოში, მარტვილის მუნიციპალიტეტში, სოფელ ნოღის მიდამოებში. მდებარეობს ოდიშის ვაკეზე, მდინარე შებეს (ცივის მარცხენა შენაკადი) სათავეებში, ზღვის დონიდან 310 მ-ზე. გამომუშავებულია კონგლომერატებში. შესასვლელის სიმაღლე 1,5 , სიგანე 4 მ. შესასვლელიდან 150 მ-ზე მღვიმე ორად იყოფა. გამოკვლეული მონაკვეთის სიგრძეა 200 მ. მღვიმეში მიედინება წყლის ნაკადი, რომელიც გამოსასვლელთან ხვრელში იკარგება.

მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/w/index.php?title=ნოღა&oldid=4673117“-დან