ნიკოლოზ გონაშვილი
იერსახე
ნიკოლოზ გონაშვილი | |
---|---|
დაბადების თარიღი | 1 სექტემბერი, 1956 |
დაბადების ადგილი | არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი, საქართველოს სსრ, სსრკ |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
განათლება | საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტი |
ეროვნება | ქართველი |
ნიკოლოზ გონაშვილი (დ. 1 სექტემბერი, 1956, სოფელი არბოშიკი, წითელწყაროს რაიონი) — ქართველი ინჟინერი, პოლიტიკოსი.
1979 წელს დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის საინჟინრო-ფიზიკური ფაკულტეტი. 1979-1992 წლებში მუშაობდა ინჟინრად, მეცნიერ-თანამშრომლად. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „ეროვნულ–დემოკრატიული პარტია“, თავდაცვისა და უშიშროების, ადგილობრივი მმართველობისა და თვითმართველობის კომისიების წევრი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ნიკოლოზ გონაშვილი — საქართველოს ბიოგრაფიული ლექსიკონი
- ნიკოლოზ გონაშვილი — საქართველოს პარლამენტის ოფიციალური საიტი