შინაარსზე გადასვლა

ნერგები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„ნერგები“
ჟანრი დრამა
დამდგმელი რეჟისორი რეზო ჩხეიძე
პროდიუსერი შოთა ლაფერაძე
სცენარის ავტორი სულიკო ჟღენტი
როლებში რამაზ ჩხიკვაძე
მიშა მესხი
სესილია თაყაიშვილი
ზეინაბ ბოცვაძე
ზურაბ ქაფიანიძე
კომპოზიტორი ნოდარ გაბუნია
ოპერატორი დავით ლომიძე
სტუდია ქართული ფილმი
გამოსვლის თარიღი 1972 წ.
ხანგრძლივობა 90 წთ.
ქვეყანა საქართველოს სსრ–ის დროშა საქართველოს სსრ
ენა ქართული

ნერგები — 1972 წლის ქართული დრამატული მხატვრული ფილმი, რომლის დამდგმელი რეჟისორია რეზო ჩხეიძე. მთავარ როლშია რამაზ ჩხიკვაძე. ფილმის პირველი ჩვენება საკავშირო ეკრანზე შედგა 1973 წელს. ფილმი შეყვანილი იყო მოსკოვის მე-8 საერთაშორისო კინოფესტივალზე, სადაც რამაზ ჩხიკვაძემ პრემია მიიღო.

მოხუცი ლუკა ბაბუა ხეხილის ბაღის განახლებას გადაწყვეტს და შვილიშვილთან ერთად მსხლის იშვიათი ჯიშის — ხეჭეჭურის ნერგების საშოვნელად შორ გზას დაადგება. მოხუცის ახირება ბევრს გაუკვირდება, რადგან ლუკამ კარგად იცის, რომ ხეჭეჭურის ნაყოფს თავის სიცოცხლეში ვეღარ მოესწრება. ბაბუა და შვილიშვილი ნერგებს იშოვიან, მაგრამ მათ სახლში მიტანა არ უწერია — გზაში ჭკნობას იწყებენ. ლუკა ნერგების ნაწილს გზის პირას ჩარგავს, დანარჩენს კი მოცურებული მანქანის გადასარჩენად გაწირავს — ბორბლებქვეშ ჩაუყრის და მანქანას ხრამში გადაჩეხვისგან იხსნის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]