ნარვის ტრიუმფალური ჭიშკარი
ნარვის ტრიუმფალური ჭიშკარი Нарвские триумфальные ворота | |
---|---|
კოორდინატები | 59°54′03″N 30°16′26″E / 59.900842° ჩ. გ. 30.273823° ა. გ. |
მდებარეობა | სანქტ-პეტერბურგი |
არქიტექტორი | ვ. პ. სტასოვი |
მოქანდაკე | ს. ს. პიმენოვი, პ. კ. კლოდტი |
სიგანე | 28 |
სიმაღლე | 30 მ |
გახსნის თარიღი | 1827-1834 |
რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი |
ნარვის ტრიუმფალური ჭიშკარი (რუს. Нарвские триумфальные ворота) — ამპირის სტილში აგებული არქიტექტურის ძეგლი სანქტ-პეტერბურგში. მდებარეობს სტაჩეკის მოედანზე მეტროსადგურ „ნარვსკაიას“-ს გვერდით. ტრიუმფალური თაღი ააგეს 1827-1834 წლებში, საფრანგეთ-რუსეთის 1812 წლის ომის გმირების პატივისცემის ნიშნად.
ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]თავდაპირველად ხის ნაგებობა აშენდა ნარვის გზაზე, ნაპოლეონის ომიდან დაბრუნებული ჯარისკაცების მისასალმებლად. ორიგინალი თაღის არქიტექტორი იყო ჯანკომი კვარენგი. აღნიშნული გეგმა იმეორებდა პარიზში ტრიუმფალური თაღის ელემენტებს, რომელიც მიძღვნილი იყო ნაპოლეონის აუსტერლიცში გამარჯვებაზე. მაგრამ გამოყენებული მასალა იყო პლასტირი, რომელიც მუდმივი არ იქნებოდა.
1827 და 1834 წლებში ვასილ სტასოვმა განაახლა და ხელახლა ააშენა კარიბჭე ქვისგან. მსგავსი ჭიშკარი ასევე სტასოვის მიერ აგებული დგას მოსკოვის გზაზე. მსგავსი თაღები სათავეს იღებს რომის იმპერიის დროიდან. მთავარი თაღი განაწილებულია ორ მასიურ ბოძზე. ნიკე, გამარჯვების ქალღმერთი გამოსახული არის ექვსცხენიან ეტლზე, რომელიც შექმნილია პიტერ კლოდ ფონ იურგენსბერგის მიერ ტრადიციული კვადრიგას ნაცვლად.
ლენინგრადის ბლოკადის დროს არც კარიბჭე, არც რუსული მთავარი საადმირალო ცენტრი არ ყოფილა დაბომბილი. კარიბჭეს 1951 წელს ხელახლა ჩაუტარდა რეკონსტრუქცია. 1989 წელს კარიბჭის ზედა ნაწილში გაიხსნა პატარა სამხედრო მუზეუმი. XXI საუკუნის დასაწყისში კარიბჭეს კაპიტალური რესტავრაცია ჩაუტარდა და ექსპერტების თვალსაზრისით ის ამჟამად კარგ მდგომარეობაშია.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Сферическая панорама Нарвских триумфальных ворот დაარქივებული 2017-10-24 საიტზე Wayback Machine.
- Яндекс панорама
- Медаль памятная «Победоносной Российской Императорской Гвардии. 18 августа 1834»
- Нарвские триумфальные ворота დაარქივებული 2019-10-27 საიტზე Wayback Machine.
- Архитектура Санкт-Петербурга
- Энциклопедия СПб დაარქივებული 2019-03-09 საიტზე Wayback Machine.
- фильм из серии «Легенды района»