შინაარსზე გადასვლა

მჭადა სოკო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ მჭადა (მრავალმნიშვნელოვანი).
მჭადა სოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ხრაშუნასოკოსნაირნი
ოჯახი:  ხრაშუნასოკოსებრნი
გვარი:  რძიანა სოკოები
სახეობა:  მჭადა სოკო
ლათინური სახელი
Lactarius deliciosus (L.) Gray (1821)

მჭადა სოკო (ლათ. Lactarius deliciosus) — ქუდიანი სოკო რძიანა სოკოების გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს დედამიწის ყველა კონტინენტს, გარდა ანტარქტიდისა.

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი, დამწნილებული, დამუჟუჟებული და დამარილებული. იზრდება წიწვოვან ტყეებში, მჟავე ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, გაზაფხულიდან შემოდგომამდე. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ფიჭვთან და ნაძვთან.

სოკო პირველად აღწერა შვედმა ბუნებისმეტყველმა კარლ ლინემ 1753 წელს როგორც Agaricus deliciosus.[1] მიმდინარე ბინომინალური სახელწოდება მიანიჭა ბრიტანელმა მიკოლოგმა სემიუელ ფრედერიკ გრეიმ 1821 წელს.[2]

სამეცნიერო სინონიმები:

  • Agaricus deliciosus L. (1753)
  • Amanita sanguinea Lam.(1783)
  • Galorrheus deliciosus (L.) P.Kumm. (1871)
  • Lactifluus deliciosus (L.) O.Kuntze (1891)

ქუდის დიამეტრი — 4-18 სმ, მრგვლად ამობურცული, შემდეგ გაშლილი და ძაბრისებურად ჩაღრმავებული,[3] შეკეცილი კიდეებით, მოგვიანებით გასწორებული კიდეებით, ზოგჯერ მცირე ზომის ბორცვაკით ცენტრში, გლუვი, მბზინავი, წვიამიან ამინდში წებოვანი, ნარინჯისფერი, მოყვითალო-ჟანგმიწისფერი ან მუქი ნარინჯისფერი. უფრო მუქი კონცენტრული რგოლებითა და ლაქებით.

რბილობი — მკვრივი, მოყვითალო-ნარინჯისფერი, გადატეხვისას ჯერ სწრაფად წითლდება და შემდეგ მწვანდება.[4] გადატეხვისას სოკო გამოყოფს ღია ნარინჯისფერ, რძისმაგვარ სქელ სითხეს (ხილის არომატით), რომელიც რამდენიმე საათის შემდეგ ნაცრისფერ-მწვანე ფერს იღებს.

ჰიმენოფორი — ფირფიტებიანი, ხშირი, თხელი, სუსტად დაღმავალი ფეხთან, ნარინჯისფერ-წითელი, დაჭერისას მწვანდება.

ფეხის სიგრძე — 3-7, სისქე — 1,5-2, ქუდის ფერის ან უფრო ღია, ცილინდრული, თანაბარი, ძირისკენ გასქელებული, ფუყე. ზედაპირზე ახასიათებს მცირე ზომის ჩაღრმავებები. ფეხი ზოგჯერ დაფარულია ბუსუსებით.

სპორების ფხვნილი — ყვითელი. სპორები — წაგრძელებულ-ოვალური, 7,1–9,1×6–7,5 მკმ.

ეკოლოგია და გავრცელება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

იზრდება წიწვოვან ტყეებში, მჟავე ნიადაგზე, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად. მიკორიზას უპირატესად წარმოქმნის ფიჭვთან[5] და ნაძვთან.

ფართოდაა გავრცელებული ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებშიჩრდილოეთი ამერიკა, ევროპა, ჩრდილოეთი აფრიკა, აზია (ისრაელი, სომხეთი, აღმოსავლეთი ციმბირი და ჩინეთი).[6] საქართველოში გავრცელებულია ყველგან.[7] სახეობა შეტანილია ჩილეში, ავსტრალიასა და ახალ ზელანდიაში.

მისი სამშობლოა სამხრეთ პირინეის ნახევარკუნძული, სადაც ხმელთაშუა ზღვის ნაძვნარის ქვეშ იზრდება. ასევე გვხვდება ხმელთაშუა ზღვის აუზში, პორტუგალიაში, ბულგარეთში, ესპანეთში, საბერძნეთში, იტალიაში, კვიპროსში, საფრანგეთში და ა.შ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში შეგროვებული ნიმუშების დნმ-ის ანალიზით დადგინდა, რომ მჭადა სოკო ცალკეულ ევროპულ სახეობას მიეკუთვნება და ჩრდილოეთ და ცენტრალური ამერიკის სახეობებისგან გენეტიკურად, მორფოლოგიურად და ეკოლოგიურად განსხვავდება.[8]

სეზონი — აგვისტოდან ოქტომბრამდე.[9][10]

კვებითი ღირებულება

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კარგი ხარისხის საჭმელი სოკოა, რომელიც იხმარება ახალი შემწვარი, დამარილებული, დამწნილებული და დამუჟუჟებული სახით. ხშირად ჭიანდება.

გავრცელებული აზრის საწინააღმდეგოდ, მჭადა გამოიყენება გამშრალი სახითაც, რა დროსაც სოკო მის არომატსა და გემოს ინარჩუნებს.[11] გამშრალ მჭადას სუნელადაც ხმარობემ.

მჭადა სოკოსგან გამოყვანილია ანტიბიოტიკი ლეკტარიოვიოლინი, რომელიც აფერხებს მრავალი ბაქტერიის განვითარებას ორგანიზმში, მათ შორის ტუბერკულიოზის გამომწვევ ბაქტერიას.[12][13]

ადგილობრივი სახელწოდებები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

საქართველოს ყველა რეგიონში მჭადას სხვადასხვა სახელით იცნობენ:[14]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Linnaeus, C (1753). Species Plantarum: Tomus II (lat.). Holmiae. (Laurentii Salvii). p. 1172.
  2. Gray, SF (1821). The Natural Arrangement of British Plants. London, გვ. 624. 
  3. ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 208, ISBN 99940-856-1-1.
  4. Davis, R. Michael; Sommer, Robert; Menge, John A. (2012) Field Guide to Mushrooms of Western North America. Berkeley: University of California Press, გვ. 94–95. ISBN 978-0-520-95360-4. OCLC 797915861. 
  5. Barbara Gumińska, Władysław Wojewoda, Grzyby i ich oznaczanie, Warszawa: PWRiL, 1985, ISBN 83-09-00714-0.
  6. Jorinde Nuytinck et al.: Descriptions and taxonomy of the Asian representatives of Lactarius sect. Deliciosi. In: Fungal Diversity 22. Juni 2006, abgerufen am 28. Oktober 2021.
  7. Lactarius deliciosus (L.) Gray. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეღნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-30. ციტირების თარიღი: 29 ოქტომბერი, 2022.
  8. Nuytinck J, Verbeken A, Miller SL (2007). "Worldwide phylogeny of Lactarius section Deliciosi inferred from ITS and glyceraldehyde-3-phosphate dehydrogenase gene sequences". Mycologia. 99 (6): 820–32.
  9. Bruno Cetto: „Der große Pilzführer”, vol. 1, Editura BLV Verlagsgesellschaft, München, Berna, Viena 1976, p. 336-337, ISBN 3-405-11774-7
  10. Marcel Bon: „Pareys Buch der Pilze”, Editura Kosmos, Halberstadt 2012, p. 80-81, ISBN 978-3-440-13447-4
  11. Михаил Вишневский. Грибные заготовки. — Проспект, Москва, 2017. — С. 37. — ISBN 978-5-392-25718-8.
  12. Лечение // Про грибы // Грибы. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-10-06. ციტირების თარიღი: 2022-02-08
  13. Лекарственные растения и их применение. Изд. 5-е, перераб. и. доп. «Наука и техника». Мн., 1974
  14. Lactarius deliciosus (L.) Gray. საქართველოს სოკოებისა და ლიქენების ეთნობიოლოგია. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2022-10-30. ციტირების თარიღი: 30 ოქტომბერი, 2022.