მწვანულა (ფრინველი)
იერსახე
მწვანულა | |||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
ჩინური მწვანულა (Chloris sinica) | |||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||
| |||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||
Chloris (Cuvier, 1800) | |||||||||||||
|
მწვანულა[1] (ლათ. Chloris) — ფრინველთა გვარი მთიულასებრთა ოჯახისა. ზომით ბეღურებს უახლოვდებიან; შეფერილობა ზეთისხილისფერ-მწვანეა ფრთებზე სიყვითლეებით. ცნობილია 5 სახეობა.[2][3] გავრცელებული არიან ევროპასა და აზიაში, ერთი სახეობა გვხვდება აფრიკაშიც. ადრე შედიოდნენ ჩიტბატონას გვარში. მოლეკულურმა ფილოგენეტიკურმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეს სახეობები არ იყვნენ ჩიტბატონების ახლო ნათესავები და ისინი ცალკე გვარად გამოყვეს, რომელიც ჯერ კიდევ ჟორჟ კიუვიემ შემოიღო 1800 წელს ერთადერთი სახეობით — ჩვეულებრივი მწვანულა.[4][3] ლათინური სახელი მომდინარეობს ძველი ბერძნული χλωρίς-დან, რაც „მწვანეს“ ნიშნავს.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ კუტუბიძე მ., ფრინველების ნომენკლატურული ტერმინოლოგია, თბ.: „მეცნიერება“, 1973. — გვ. 32, 142, 192.
- ↑ მწვანულა (TSN 997708). ინტეგრაციული ტაქსონომიის საინფორმაციო სისტემა.
- ↑ 3.0 3.1 Finches, euphonias. World Bird List Version 5.2. International Ornithologists' Union. ციტირების თარიღი: 5 June 2015.
- ↑ Cuvier, Georges (1800). Leçons d'anatomie comparée. Baudouin. The year on the title page is An VIII.