შინაარსზე გადასვლა

მშვიდობის საერთაშორისო ბიურო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მშვიდობის საერთაშორისო ბიურო
აბრევიატურა IPB
შეიქმნა 1891 წელს, (129 წლის წინ)
ტიპი არასამთავრობო NGO
მიზანი მსოფლიო ომის გარეშე
შტაბ-ბინა ბერლინი, გერმანია
მთავარი ორგანო მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ასამბლეა
დამფუძნებელი (-ები) ფრედერიკ ბაიერი, Hodgson Pratt და Charles Lemonnier
ქვეყანა შვეიცარია[1]
თავმჯდომარე

რაინერ ბრაუნი;

ლიზა კლარკი
კავშირები Campaign to Stop Killer Robots[2]
www.ipb.org
მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს (IPB) საბჭოს სხდომა ბერნში, 1899
მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს გენერალური ასამბლეა, 1935 წლის სექტემბერი

მშვიდობის საერთაშორისო ბიურო ( IPB ) (ფრანგ. Bureau international de la paix), დაარსდა 1891 წელს, [3] არის მსოფლიოს ერთ-ერთი უძველესი საერთაშორისო მშვიდობის ფედერაცია.

მშვიდობის საერთაშორისო ბიურო დაარსდა მუდმივი საერთაშორისო მშვიდობის ბიუროს ( Bureau International Permanent de la Paix ) სახელით. 1912 წლიდან მოყოლებული, მან სახელი შეიცვალა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროდ. 1946 -1961 წლებში ცნობილი იყო სამშვიდობო ორგანიზაციების საერთაშორისო სამეკავშირეო კომიტეტის სახელით - ILCOP ( Comité de liaison international des organisations de paix – CLIOP ).

ორგანიზაციას მიენიჭა ნობელის პრემია 1910 წელს "სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო საზოგადოებებს შორის შუამავალი რგოლის" მოვალეობის შესრულებისთვის. [4] [5] 1913 წელს ჰენრი ლაფონტენსაც მიენიჭა პრიზი ''მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ხელმძღვანელად მუშაობისთვის". [6] [7] ასევე თერთმეტი ნობელის მშვიდობის პრემიის ლაურეატი IPB- ის წევრია. [8]

2019 წლის 19 ოქტომბერს, ლონდონში გამართულ ასამბლეაზე (რომელიც ყოველ სამ წელიწადში ერთხელ იმართება) შეირჩა მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს ოფიციალური პირების ახალი ჯგუფი.

ამჟამინდელი თანათავმჯდომარეები არიან:

ქვეყანა სახელი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო ფილიპ ჯენინგი
იტალიის დროშა იტალია ლიზა კლარკი

ამჟამინდელი ხაზინადარია:

ქვეყანა სახელი
უცნობია ლუკას ვირლი

ვიცე-პრეზიდენტები აუცილებლობის შემთხვევაში ასრულებენ პრეზიდენტის მოვალეობას. ამჟამინდელი ვიცე-პრეზიდენტები არიან:

ქვეყანა სახელი
ესპანეთის დროშა ესპანეთი ჟორდი კალვო
ფილიპინების დროშა ფილიპინები კორაზონ ვალდეს ფაბროსი
აშშ-ის დროშა აშშ ჯოზეფ გერსონი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო დეივ ვები

ბორდის წევრები არიან:

ქვეყანა სახელი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ალენ როი
უცნობია არიელ დენისი
ინდოეთის დროშა ინდოეთი ბინალახშმი ნეფრამი
მონღოლეთის დროშა მონღოლეთი ენხსაიხან ჯარგალსაიხანი
სამხრეთ კორეის დროშა სამხრეთ კორეა ჯუნ კიუ ლი
უცნობია პატრიცია პერესი
იაპონიის დროშა იაპონია რიეკო ასატო-კოდამა
უცნობია იეშუა მოსერ-პუანგსუვანი
კანადის დროშა კანადა სტივ სტეპლსი
ბელგიის დროშა ბელგია ეტიენ დე ჟონგი

საბჭოს წევრები არიან შემდეგი პირები:

ქვეყანა სახელი
უცნობია სურენდერ საინ რაჯპუროტი
უცნობია კვაკუ ადაი
საფრანგეთის დროშა საფრანგეთი ლიზა სილვესტრე
უცნობია ა-იუნგ მუნი
გაერთიანებული სამეფოს დროშა გაერთიანებული სამეფო სარა მედი ჯონსი
ბელგიის დროშა ბელგია ქლოი მელვეტერი
კოლუმბიის დროშა კოლუმბია ანჯელო კარდონა
აშშ-ის დროშა აშშ ემილი რუბინო

შემადგენლობის წევრები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თანამშრომლები არიან შემდეგი პირები:

ქვეყანა სახელი
გერმანიის დროშა გერმანია რაინერ ბრაუნი
უცნობია ამელა სკილჯანი

გლობალური კამპანია სამხედრო ხარჯების შესახებ

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამხედრო ხარჯების გლობალური კამპანია (GCOMS) არის მუდმივი, გლობალური, მრავალწლიანი კამპანია, რომელიც შეიქმნა 2014 წლის დეკემბერში მშვიდობის საერთაშორისო ბიუროს მიერ, გადაჭარბებული სამხედრო ხარჯების საკითხის მოსაგვარებლად მსოფლიოში. [9]

კამპანიის მიზანია მსოფლიო მთავრობებზე ზეწოლა, რომ ფულის ინვესტირება უფრო მეტად მოახდინონ ჯანმრთელობის, განათლების, დასაქმების და კლიმატის ცვლილების სექტორებში, ვიდრე სამხედრო სექტორში. იგი ასევე ითხოვს ყოველწლიური, მინიმალური გადანაწილების 10%-ს ყველა სახელმწიფოს სამხედრო ბიუჯეტიდან და ბოლოს, იგი მხარს უჭერს იარაღის წარმოების შემცირებას და იარაღის საერთაშორისო ვაჭრობას. [10]

იგი ამ მიზნის მისაღწევად მუშაობს:

  • მიმდინარე კამპანია;
  • მომავალში, უფრო მეტი GDAMS კამპანიის მოქმედებები;
  • კამპანია Cut Milex, რომელიც მიზნად ისახავს სამხედრო ხარჯების შესახებ დებატების გამართვას პარლამენტებში.

კამპანია ორგანიზებას უწევს სამხედრო ხარჯების გლობალურ სამოქმედო დღეს (GDAMS), რათა საზოგადოებამ, მედიამ და პოლიტიკურმა სპექტრმა ყურადღება გაამახვილონ სამხედრო ხარჯებზე და ახალი პრიორიტეტების ინვესტირების საჭიროებაზე. [11]

შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდო

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1992 წელს დაარსებულ Seán MacBride Peace Prize (შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდოს) მშვიდობის საერთაშორისო ბიურო ანიჭებს იმ პირს ან ორგანიზაციას, რომელმაც "შეასრულა შესანიშნავი სამუშაო მშვიდობის, განიარაღების ან / და ადამიანის უფლებებისთვის". სახელი დაერქვა შონ მაკბრაიდის, ნობელის პრემიის გამარჯვებულის პატივსაცემად, რომელიც IPB– ის თავმჯდომარე იყო 1968–74 წლებში, ხოლო პრეზიდენტი 1974-1985 წლებში.

ქვემოთ მოცემულია შონ მაკბრაიდის მშვიდობის ჯილდოს მიმღები პირები დაარსების დღიდან, 1992 წლიდან: [12]

წელი მიმღები ცნობები შენიშვნა
1992 მაიკლ ჰიგინსი
1993 მოტარილავოა ჰილდა ლინი მთავარ როლს ასრულებდა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გადაწყვეტილებაში, დამტკიცებულიყო მსოფლიო სასამართლოში მოთხოვნა ბირთვული იარაღის სამართლებრივი სტატუსის შესახებ.
1994 მორდეხაი ვანუნუ 18 წლიანი პატიმრობა მიესაჯა ისრაელის ბირთვული არსენალის დეტალების გამოვლენის გამო
1995 რუსეთის ჯარისკაცთა დედების კომიტეტი უპირველეს ყოვლისა, რუსეთის მოქალაქეების ჯგუფები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ ჩეჩნეთის წინააღმდეგ ომს.
1996 სელიმ ბელაგიჩი "მისი ბრძოლისთვის ნაციონალიზმთან, ეთნიკურ წმენდასთან და თავისი ქვეყნის ომის დროს შეუწყნარებლობის წინააღმდეგ" [13]
1997 ჯგუფი იმედი მარცვალი ინდონეზიაში შემოსული ჰოუკის თვითმფრინავის განიარაღებისთვის.
1998 ჯონ ჰიუმი ”ჩრდილოეთ ირლანდიის სამშვიდობო პროცესში მონაწილეობისთვის'' [14]
1999 ბარბარა გლადიხი ომებისა და კატასტროფების მსხვერპლთა პრაქტიკული სოლიდარობა და განიარაღების საკითხებში მონაწილეობა
2000 1) პრაფულ ბაიდაი

2) აჩინ ვანაიკი
სამხრეთ აზიის ბირთვული გაერთიანების წინააღმდეგ საერთაშორისო კამპანიის წინა პლანზე ყოფნისთვის. [15]
2001 როზალი ბერტელი მთელი სიცოცხლის მანძილზე სამშვიდობო საქმეებში აქტიური ჩართულობისათვის მთელი პლანეტის ხალხთა კეთილდღეობის მიზნით.
2002 ბარბარა ლი ავღანეთის დაბომბვის წინააღმდეგ მისი ერთადერთი ხმის მიცემისათვის [16]
2003 ნიჰონ ჰიდანკიო 1945 წელს ჰიროსიმასა და ნაგასაკში დაბომბვას გადარჩენილები. მთელი ცხოვრება მიუძღვნეს ბირთვული იარაღის აღმოფხვრას.
2004 შუა აღმოსავლეთის ჟენევის ინიციატივა
2005 ჯილდო არ გაცემულა
2006 მერები მშვიდობისთვის:

1) ტადატოში აკიბა 2) იჩო იტო

ბირთვული იარაღის გაუქმებისა და მსოფლიო მშვიდობის შენარჩუნების მიზნით საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებაში მიღწეული წარმატებისთვის. [17]
2007 ჯავანტა დანაპალა მისი ღვაწლისთვის განიარაღების საკითხებში და მისი ინიციატივისთვის ცენტრალური აზიის ბირთვული იარაღისგან თავისუფალი ზონის შექმნისთვის [18]
2008 ჟაკლინ კავასო ”არასამთავრობო ორგანიზაციებთან მრავალწლიანი მუშაობისთვის; სამშვიდობო ინიციატივებისთვის და ბირთვული იარაღის გაუქმებასთან დაკავშირებით წამოყენებული ინიციატივებისთვის [19]
2009 ბეტი რეადონი ”სამშვიდობო განათლებაში და ფართო სამშვიდობო მოძრაობაში შეტანილი წვლილისთვის” [20]
2010 ბინალახშმი ნეფრამი ”მისი არაჩვეულებრივი ძალისხმევისთვის, განიარაღების ხელშეწყობაში და შეიარაღებული ძალადობის დასრულებისთვის, ინდოეთში”. [21]
2011 1) ჰანა ედვარი

2) დოქტორი პიტერ ბეკერი
1) ”დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის, ისევე როგორც მისი მტკიცე დამოკიდებულებისთვის ძალადობისა და ომის წინააღმდეგ;

2) ბირთვული იარაღის წინააღმდეგ იურისტთა საერთაშორისო ასოციაციის (IALANA) გერმანულ განყოფილებასთან მუშაობისთვის.

[22][23]
2012 1) ლინა ბენ მენი

2) ნავალ ელ საადავი
"დიდი გამბედაობის და ... მნიშვნელოვანი წვლილის შეტანისთვის, " არაბულ გაზაფხულად " წოდებულ მოვლენებში'' [24]
2013 ჩელსი მენინგი მისი "გაბედული ქმედებების გამო, აშშ-ს საომარი დანაშაულის შესახებ ინფორმაციის გამოვლენაში" [25]
2014 მარშალის კუნძულების ხალხსა და მთავრობას იმის გამო, რომ ”გაბედულად მიჰყავს ცხრა ბირთვული იარაღის მფლობელი ქვეყანა იუსტიციის საერთაშორისო სასამართლომდე, გავრცელებული ხელშეკრულების და საერთაშორისო სამართალთან შესაბამისობაში მოსაყვანად.” [26]
2015 იტალიის, სამხრეთ კორეის, ლამპედუზას და კუნძულ ჯეიუს ხალხს ” მშვიდობისა და სოციალური სამართლიანობის” ერთგულების გამოცხადებისთვის. [27]
2016 IPB -ის გენერალური მდივანი კოლინ არჩერი 26 წლის განმავლობაში "მშვიდობისა და IPB საზოგადოების სასარგებლოდ სამსახურისთვის". [28]
2017 1)ოკინავას საბჭოს ჰენოკოს ახალი ბაზის წინააღმდეგ

2) ნოამ ჩომსკი

3) ჯერემი კორბინი
1) " ფუტერიმას საზღვაო- საჰაერო ბაზის დახურვის მცდელობისთვის და მისი არაძალადობრივი წინააღმდეგობის გაწევისთვის ჰენოკოში მასობრივი ახალი საჰაერო, სახმელეთო და საზღვაო ბაზის მშენებლობის მიმართ;"

2) ”მშვიდობისადმი დაუღალავი ერთგულების გამო, მისი ძლიერი კრიტიკისათვის აშშ-ს საგარეო პოლიტიკისა და ანტი-იმპერიალიზმის მიმართ;”

3) მისი "მდგრადი და ძლიერი პოლიტიკური მოღვაწეობისთვის განიარაღებისა და მშვიდობის საკითხებში".

[29]
2018 1) ისტორიული დიალოგისა და კვლევის ასოციაცია

2) ჰელენა მალენო

3) დაგლას როშე
1) მისი ”ძალისხმევისთვის მშვიდობის კულტურის პოპულარიზაციისთვის, აგრეთვე მშვიდობის დამყარებისთვის.”

2) მისი "მცდელობებისთვის, ასობით ადამიანის სიცოცხლის გადარჩენაში, ხმელთაშუა ზღვაში, და მისი ძლიერი ვალდებულებისთვის დაიცვას ადამიანის უფლებები;"

3) მისი "დაუღალავი ძალისხმევისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და განიარაღების უზრუნველსაყოფად".

[30]

ნობელის მშვიდობის პრემია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

IPB–ის შრომა დაჯილდოვდა ნობელის პრემიით 1910 წელს, რომელიც ასევე მიენიჭა მის ზოგიერთ წევრს: [31]

  • ანრი ლაფონტენი   - 1907–1943 [32]
  • ერნსტ ვულფი   - 1963–1974
  • შონ მაკბრაიდი   - 1974–1985
  • ბრიუს კენტი   - 1985–1992
  • მაჯ ბრიტ თეორინი   - 1992–2000 წწ
  • კორა ვეისი   - 2000–2006
  • ტომას მაგნუსონი   - 2006–2013 წწ
  • რაინერ ბრაუნი და ლიზა კლარკი   - 2013 წ. - დღემდე
  • Gobat, Albert, Développement du Bureau international permanent de la paix. Bern, 1910.
  • Herz, Ulrich, The International Peace Bureau: History, Aims, Activities. Geneva, 1969.
  • From Nobel Lectures, Peace 1901-1925, Editor Frederick W. Haberman, Elsevier Publishing Company, Amsterdam, 1972.
  1. 20th Century Press Archives — 1908.
  2. https://www.stopkillerrobots.org/members/
  3. Over a Century of Peace-Making. International Peace Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2013-04-15. ციტირების თარიღი: 2012-02-14.
  4. Award Ceremony Speech (1910). ციტირების თარიღი: 2011-10-06
  5. The Nobel Peace Prize 1910. ციტირების თარიღი: 2011-10-06
  6. Lundestad. (2001-03-15) The Nobel Peace Prize, 1901–2000. ციტირების თარიღი: 2011-10-06
  7. The Nobel Peace Prize 1913. ციტირების თარიღი: 2011-10-06
  8. IPB Nobel Prize Winners. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-07-18. ციტირების თარიღი: 2020-06-21.
  9. Who We Are. International Peace Bureau. ციტირების თარიღი: November 6, 2018.
  10. What We Do. International Peace Bureau. ციტირების თარიღი: November 6, 2018
  11. GCOMS (Global Campaign on Military Spending). Centre Delàs. დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2018. ციტირების თარიღი: ივნისი 21, 2020.
  12. Sean MacBride Peace Prize. International Peace Bureau. ციტირების თარიღი: November 6, 2018
  13. „Bosnian wins MacBride prize“. The Irish Times. August 27, 1996.
  14. „MacBride Prize for Hume“. The Irish Times. October 14, 1998.
  15. Peace Bureau to Award MacBride Prize to Indian Anti-Nuclear Activists. დაარქივებულია ორიგინალიდან — 25 თებერვალი 2004. ციტირების თარიღი: 21 ივნისი 2020.
  16. Irwin (2003). Iraq War and Its Consequences, The: Thoughts of Nobel Peace Laureates and Eminent Scholars. 
  17. Mayors for Peace Receives Sean MacBride Peace Prize Awarded by the International Peace Bureau(IPB). Mayors for Peace. დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2020. ციტირების თარიღი: November 7, 2018
  18. UNU Council Chair Dhanapala Wins IPB Peace Prize. United Nations University (September 2007). ციტირების თარიღი: November 7, 2018
  19. Ms.Jacqueline Cabasso, the Mayors for Peace Coordinator in North America won 2008 Sean MacBride Peace Prize. Mayors for Peace (n.d.). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 30, 2020. ციტირების თარიღი: November 7, 2018
  20. International Peace Bureau Awards Pioneering Peace Educator, Dr. Betty A. Reardon, the 2009 Sean MacBride Peace Prize. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2010-07-13. ციტირების თარიღი: 2020-06-21.
  21. Binalakshmi Nepram Receives Sean MacBride Peace Prize for 2010 in Oslo. Heinrich Böll Stiftung India (September 23, 2010). ციტირების თარიღი: November 7, 2018
  22. Hanaa Edwar from the Iraqi Al-Amal Association Awarded the Sean MacBride Peace Prize 2011 by International Peace Bureau. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2012-08-15. ციტირების თარიღი: 2020-06-21.
  23. International Peace Bureau awards the Sean MacBride PeacePrize 2011 to Hanaa Edwar (Iraqi women’s rights and democracy activist) and Peter Becker (German anti-nuclear lawyer). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2011-12-02. ციტირების თარიღი: 2020-06-21.
  24. International Peace Bureau to Award 2012 Sean MacBride Peace Prize to Nawal El-Sadaawi (Egypt) and Lina Ben Mhenni (Tunisia). Action from Ireland (November 8, 2012). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 28, 2017. ციტირების თარიღი: November 6, 2018
  25. International Peace Bureau awards the Sean MacBride Peace Prize 2013 to US whistleblower Bradley Manning. Canadian Voice of Women for Peace (July 23, 2013). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2018. ციტირების თარიღი: ივნისი 21, 2020.
  26. MacBride Peace Prize to the Marshall Islands. Abolition 2000 (August 5, 2014). ციტირების თარიღი: November 6, 2018
  27. International Peace Bureau to Award the 2015 Macbride Prize to Two Island Communities: Lampedusa (Italy) and Gangjeon Village, Jeju Island (S. Korea). International Peace Bureau (August 24, 2015). დაარქივებულია ორიგინალიდან — ნოემბერი 7, 2018. ციტირების თარიღი: November 6, 2018
  28. IPB to Award Sean MacBride Peace Prize 2016 to Colin Archer. Pressenza (November 11, 2016). ციტირების თარიღი: November 6, 2018
  29. IPB Unveils the Winners of Séan MacBride Peace Prize 2017. Centre Delàs (September 7, 2017). დაარქივებულია ორიგინალიდან — აპრილი 18, 2019. ციტირების თარიღი: ივნისი 21, 2020.
  30. Press Release: Seán MacBride Peace Prize 2018. International Peace Bureau (September 12, 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — სექტემბერი 28, 2020. ციტირების თარიღი: November 11, 2018
  31. Nobel Peace Prize Laureates. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-04-15. ციტირების თარიღი: 2016-03-01
  32. "The Nobel Peace Prize 1901-2000".