შინაარსზე გადასვლა

მყივანი არწივი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მყივანი არწივი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფრინველები
კლასი:  ქორდიანები
რიგი:  შავარდნისნაირნი
ოჯახი:  ქორისებრნი
ქვეოჯახი:  Buteoninae
გვარი:  არწივი
სახეობა:  მყივანი არწივი
ლათინური სახელი
Aquila clanga
დაცვის სტატუსი
მოწყვლადი
მოწყვლადი
IUCN 3.1 Vulnerable : 22696027

მყივანი არწივი (Aquila clanga), ფრინველი შავარდნისნაირთა რიგისა. გავრცელებულია ევროპასა და აზიაში. საქართველოში გვხვდება მიმოფრენისას (მარტ-აპრილისა და ოქტომბერ-ნოემბერში). ბინადრობს ტყეში და ველ-მინდვრებზე. ბუდეს იკეთებს ხეზე, მაისში დედალი 1-2 კვერცხს დებს. კრუხობა 6 კვირამდე გრძელდება. იკვებება მღრღნელებითა და წვრილ-წვრილი ფრინველებით.