შინაარსზე გადასვლა

მტკვრის დელტა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მტკვრის დელტის ხედი კოსმოსიდან

მტკვრის დელტა — მდებარეობს აზერბაიჯანის რესპუბლიკის ნეფთჩალის რაიონში. ამჟამად მას აქვს შედარებით მცირე ზომა (17 5 კმ სიგრძე და 94 კმ² ფართობი) და მარტივი ნიჩბური მოწყობა. [1] თუმცა, წინათ დელტა ბევრად უფრო რთულად იყო მოწყობილი და დიდი ზომის იყო.[2] მტკვრის დელტის ცვლილებაზე გავლენას ახდენს კასპიის ზღვის წყლის დონის მერყეობა.[1]

უძველესი დიდი დელტის სკულპტურული ნაშთები აღმოჩენილია ყიზილაღაჯის ყურის სანაპიროსთან. მანამდე მტკვარი მონაწილეობდა დღევანდელი მტკვარ-არაქსის დაბლობის ადგილზე ვრცელი ყურის ფორმირებაში. ამის შემდეგ, დაახლოებით 3-4 საუკუნის წინ, მდინარემ გაარღვია აღმოსავლეთით მდებარე დაბალი ბარიერი და გავიდა კასპიის ზღვის ღია სანაპიროზე. ამ ტერიტორიაზე აღმოჩენილია ძველი დასახლებების და სარწყავი ქსელების ნაშთები. მტკვრის კალაპოტის შეცვლის შემდეგ, ეს ტერიტორიები და სოფლებში ცუდ მდგომარეობაში ჩავარდა და მიტოვებული იქნა.[2]

ახალი მიმართულების ჩამოყალიბების შემდეგ, მტკვარმა თავდაპირველად ალუვიონით შეავსო ბარი და მცირე ყურე დღევანდელი დელტის დასავლეთით. შემდეგ მდინარემ გაასწორა კალაპოტი და შემოიჭრა ზღვის სანაპიროზე. სავარაუდოდ მაშინ ჩამოყალიბდა მდინარის დელტა.

  1. 1.0 1.1 Динамика дельты р. Куры // Вестник Московского университета. Серия 5. География // 2003 // 2
  2. 2.0 2.1 Егоров В. В. Возраст современной дельты р. Куры. // Природа. — 1950. — Вып. 7-12.