მონტენოტის ბრძოლა
მონტენოტის ბრძოლა — საფრანგეთის პირველი რესპუბლიკის არმიასა და სარდინია-ავსტრიის კოალიციას შორის, 1796 წლის 12 აპრილს, მომხდარი ბრძოლა. დაპირისპირება მოხდა პიემონტ-სარდინიის სამეფოს სოფელ კაირო-მონტენოტესთან ახლოს, სადაც ფრანგულმა ჯარმა ავსტრიელების წინააღმდეგ მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა, გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით.
1796 წელს საფრანგეთის დირექტორიამ ნაპოლეონ ბონაპარტი გენერლად დაინიშნა იმ ფრანგული საჯარისო ნაწილებისა, რომელსაც სამხედრო კამპანია უნდა ეწარმოებინა ჩრდილო იტალიის ტერიტორიაზე. ამავე წლის 27 მარტს, ახალგაზრდა გენერალი ჩავიდა ქალაქ ნიცაში, სადაც იმყოფებოდა მის დაქვემდებარებაში მყოფი არმია, 63 000 ჯარისკაცის ოდენობით. აღსანიშნავია, რომ მათგან მხოლოდ 37 600 კაცის გაშვება შეიძლებოდა ბრძოლის ველზე. ამის მიზეზი არმიისთვის გამოყოფილი მცირე ფინანსები იყო, რის გამოც ჯარისკაცები ცუდად იკვებებოდნენ, თვეობით ელოდნენ ანაზღაურებას და არასათანადოდ იყვნენ აღჭურვილნი. შესაბამისად, აქ გავრცელებული იყო ქურდობა, უდისციპლინობა და ქაოსი.
არსებული პრობლემების მიუხედავად, ნაპოლეონი ძალიან ფრთხილად გეგმავდა ყოველ მომდევნო ნაბიჯს, იცოდა, რომ ეს სამხედრო კამპანია დიდ როლს ითამაშებდა მის შემდგომ წინსვლასა და სამხედრო კარიერაზე.
იტალიური კამპანიის ფარგლებში, ნაპოლეონის უშუალო კონკურენტები ავსტრილები და სარდინიის სამეფოს ჯარები იყვნენ. ავსტრიელებს ჩრდილო იტალიის ტერიტორიაზე მობილიზებული ჰყავდათ 19 500 მეომარი იოჰან პეტერ ბოულიეს მთაურობით, ძირითად ძალებს ემატებოდა კიდევ 11 500 ავსტრიელი. პიემონტ-სარდინის სამეფოს არმია ავსტრიელთა კორპუსის ოდნავ დასავლეთით იმყოფებოდა და იგი დაახლოებით 20 000 კაცს ითვლიდა.
ბევრი სირთულისა და ხელისშემშლელი ფაქტორის მიუხედვად, ეს ბრძოლა ფრანგების გამარჯვებით დასრულდა და ეს იყო გენერალ ბონაპარტის პირველი წარმატება იტალიური კამპანიის ფარგლებში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Boycott-Brown, Martin (2001). The Road to Rivoli. London: Cassell & Co. ISBN 0-304-35305-1.
- Chandler, David G. (1979). Dictionary of the Napoleonic Wars. New York: Macmillan. ISBN 0-02-523670-9.
- Chandler, David G (1966). The Campaigns of Napoleon. New York: Macmillan.
- Fiebeger, G. J. (1911). The Campaigns of Napoleon Bonaparte of 1796–1797. West Point, New York: US Military Academy Printing Office.
- Rothenberg, Gunther E (1980). The Art of Warfare in the Age of Napoleon. Bloomington, Ind: Indiana University Press. ISBN 0-253-31076-8.
- Smith, Digby (1998). The Napoleonic Wars Data Book. London: Greenhill. ISBN 1-85367-276-9.