შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:ITshnik/არქივი 2

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

გავაზი

გამარჯობა. აბა ნახეთ სტატიები "გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)" და "გავაზი (ისტორიული)". წყარო არც ერთში არის მითითებული და არც მეორეში. "გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)" ესკიზია. ხომ არ აჯობებდა ამ ორიდან შექმნილიყო 1 სტატია სოფლის შესახებ, სადაც სექციის სახით გამოიყოფა სოფლის ისტორია?--Zolokin განხილვაწვლილი 12:36, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

როგორც სტატიებიდან გავარკვიე, ესენი არის ორი სხვადსხვა ადგილას მდებარე სოფლები: ახალი გავაზი და ძველი გავაზი, რომლის ადგილას ახლა ახალსოფელია, უბრალოდ
ვიკიციტატა
„XVIII საუკუნეში გავაზის მოსახლეობა გადასახლდა ალაზნის ველზე, სადაც ამავე სახელწოდების სოფელი გაშენდა.“

ამასთან, გავაზი (ისტორიული) ცანგალას დაწერილია, რაც მაფიქრებინებს, რომ ქსე-დან არის, ხოლო გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი) ჯაბამ დაწერა (ეს კი არ ვიცი საიდან, ალბათ ესეც ქსედან). ყველაფრის მიუხედავად და იმის გათვალისწინებითაც, რომ "გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)" ესკიზის სახისაა, მიზანშეწონილად მიმაჩნია ამ ორი სტატიის შერწყმა, თუმცა სხვებსაც უნდა დავეკითხოთ, მარტო ორი მომხმარებლის აზრით არ უნდა მოხდეს ეს. რომც გადაწყდეს ამ ორი სტატიის ასეთი სახით დარჩენა, მე საწინააღმდეგო არაფერი მექნება, მაგრამ, როგორც ავღნიშნე, შერწყმა უფრო გამართლებულად მიმაჩნია.--გიორგი განხილვაწვლილი 12:58, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ბოდიში, ბოდიში, ახლა დავაფიქსირე, რომ სხვადასხვა ტერიტორიაზე მდებარეობდნენ.--Zolokin განხილვაწვლილი 13:07, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ამ შემთხვევაში, შეიძლება "გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)"–ში მოკლედ ჩაიწეროს მისი ისტორია.--Zolokin განხილვაწვლილი 13:08, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ან მთლიანად უნდა შეერწყას "გავაზი (ისტორიული)" სტატიას "გავაზი (ყვარლის მუნიციპალიტეტი)" სექციის სახით, ან მოკლედ ჩამოყალიბდეს ისტორია მეორეში და მიეთითოს მთავარ სტატიად "გავაზი (ისტორიული)". საერთოდ ასე ხდება ხოლმე (თუმცა ეს უფრო გრძელ სტატიებს ეხება, როდესაც თავად სექციაა იმდენად მნიშვნელოვანი, რომ ცალკე სტატიად ყალიბდება, რომ სტატიის კითხვისას მკითხველმა მოკლე ინფორმაცია მიიღოს და დისკომფორტი არ შეექმნას იმ შემთხვევაში, თუ რაღაც დონეზე არ აინტერესებს მოცემული სექცია (ჩვენ შემთხვევაში: ისტორია))--გიორგი განხილვაწვლილი 13:18, 13 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მიაქციეთ ყურადღება სტატიას – ოლიმპიური თამაშები. ბოლო ცვლილებას.--Zolokin განხილვაწვლილი 15:56, 14 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გასასწორებელია სათაური

კატეგორია:ქართული როკ-კგუფები --Zolokin განხილვაწვლილი 18:06, 17 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ჰმ... კ და ჯ ახლოახლოსაა კლავიატურაზე და... მადლობ :)--გიორგი განხილვაწვლილი 18:09, 17 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა:)--დათო_დათო 19:07, 21 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

გაიხარე, მერე რა, თუ ერთი თვის წინ იყო. ვიღიმი - TakomAni განხილვაწვლილი 09:44, 22 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მართლმსაჯულება

გიორგი, გამარჯობა. იქნებ მართლსაჯულების გადამისამართება იურისპრუდენციაზე მოვხსნათ. თვითონ მართლმსაჯულება დავტოვოთ და შევავსებ, მასალა უკვე მაქვს. წინასწარ მადლობა.--Zolokin განხილვაწვლილი 12:18, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ნება თქვენია. უკვე შეგიძლიათ დაიწყოთ ტექსტის აკრეფა, ხოლო რაც არის, წაშალეთ. რომც წაშალონ ეგ გვერდი, მაინც შეძლებთ სტატიის შექმნას.--გიორგი განხილვაწვლილი 12:22, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა.--Zolokin განხილვაწვლილი 12:40, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ახლა სწორად არის მითითებული. თავიდან დავუშვი შეცდომა, როდესაც მართლმსაჯულება იურისპრუდენციაზე გადავამისამართე და ამიტმაც გთხოვეთ დახმარება. მართმსაჯულება არის Justice, Справедливость (Philosophy of law, Философские термины) – ფილოსოფიური ტერმინი; ხოლო იურისპრუდენცია არის მეცნიერების დარგი – jurisprudence (science of) law, Правовая наука, юриспруденция — это комплексная наука, изучающая сущностные свойства государства и права; совокупность правовых знаний; практическая деятельность юристов и система их подготовки.--Zolokin განხილვაწვლილი 13:33, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

კი ბატონო, მაგრამ სტატიიდან როგორც ჩანს, მართლმსაჯულება - სამართლიანობა (სამართალი), კანონიერება (კანონი), სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმაა, და, სამართლიანობა (ფილოსოფიური ტერმინი) და სამართალი (მეცნიერების დარგი) განსხვავდება და ზოგჯერ არც კი ემთხვევა ერთმანეთს. ეს მაინც უნდა გასწორდეს, სამართლიანობაზე გაკეთებული ბმულით სამართალზე არ უნდა მოვხვდეთ. ეს ერთი, და თუ ამბობთ, რომ მართლმსაჯულება სამართლიანობის სინონიმია, სტატიაში რატომღა წერთ "სასამართლო ხელისუფლების განხორციელების ფორმა, რაც ნიშნავს სასამართლოს მიერ სისხლის სამართლისა და სამოქალაქო საქმეების განხილვა-გადაწყვეტას, ესე იგი, კანონით დაცული სიკეთის ხელყოფის ფაქტის სასამართლო წესით დადგენას და სამართალდამრღვევთა მიმართ სახელმწიფო იძულებითი ღონისძიებების გამოყენებას." სასამართლო ხომ სამართლის (როგორც, მეცნიერების დარგის) დამცველია, და არა სამართლიანობის (ფილოსოფიური გაგებით). იმედია, გამიგეთ.--გიორგი განხილვაწვლილი 14:05, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგი, შესაძლოა მე ბმული არასწორად ჩავსვი, მაგრამ სტატიის შინაარსის ნაკლულოვანებას მე ვერ განვსაზღვრავ, რადგან იურისტი არ ვარ. მითითებულია ლიტერატურა, რომლის შემდგენლებიც არიან იურისტები და მე მათ ვერ შევუსწორებ. რაც არ ვიცი, არ ვიცი. თქვენ თუ გაქვთ უფრო ავტორიტეტული ლიტერატურა, ჩაასწორეთ და მიუთითეთ წყარო. ბმულთან დაკავშირებით ბოლომდე ნათელი არ არის ჩემთვის რა პრობლემაა, მაგრამ თუ თქვენ თვლით, რომ რასაც ამბობთ ეს ნამდვილად ასეა, ჩაასწორეთ, არავითარი პრეტენზია არ მექნება. მე ეს სტატია იმისთვის შევქმენი, რომ ერთ–ერთ სტატიაში წითელი ბმული გამელურჯებიან, ეს იყო და ეს. --Zolokin განხილვაწვლილი 16:49, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიპედია:კენჭისყრა/სტატიების შემოწმება

გაუმარჯოს გიო, მემგონი დაგაინტერესებს - სტატიების შემოწმების ჩართვასთან დაკავშირებით დაიწყო კენჭისყრა. მადლობა შენი ხმისთვის.— გიორგი, 17:44, 24 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

არაფრის ვიღიმი. მე ყოველთვის ვიქნები იმ ნოვაციების მომხრე, რომელიც ვიკიპედიის ხარისხს გააუმჯობესებს.--გიორგი განხილვაწვლილი 09:57, 25 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გილოცავ :)

გილოცავთ ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი მარიამის მიძინების ბრწყინვალე დღესასწაულს. მისი ძალა და მადლი გფარავდეთ თქვენს ოჯახთან ერთად. ვიღიმი - GIO---->>13 განხილვაწვლილი 14:50, 28 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა :) შენც ასევე --გიორგი განხილვაწვლილი 16:44, 28 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან როკ ჯგუფ"ბეთლემის" სტატიის შესახებ

გიორგი, გამარჯობათ!

როგორც იქნა, დავამთავრე „ბეთლემის“ სტატია. პირველ რიგში, მაინტერესებს თქვენი შეხედულება სტატიის და, საერთოდ, ჯგუფის, მისი ისტორიის შესახებ. მეორე: მინდა დავამატო ქვესათაური ან განყოფილება „ჯგუფის მემკვიდრეობა“ – აუდიო ფაილები და ჯგუფის ლირიკა ( ტექსტები). როგორ ხედავთ ამ იდეას და სად უფრო უკეთესი იქნებოდა: სექციების სიაში თუ სტატიის ქვემოთ, დამატებით ინფორმაციაში? როგორ და სად ავტვირთო ჯგუფის ფოტოები? როგორ გავაკეთე ჯგუფის ინფოდაფა ჯგუფის ძირითადი ფოტოთი, ჟანრის, ასოციაციების, ჯგუფის წევრების ჩამონათვალით?

წინასწარი მადლობითა და პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე, მადრიდი, 29 აგვისტო, 2010 წელი — Dudukedeli9 20:52, 29 აგვისტო 2010 (UTC)

დავიწყებ თავიდან:

1. სტატია: ძირითადში კარგია და ისიც მისასალმებელია, რომ ენციკლოპედიური ენით წერთ. თუმცა რამდენიმე რჩევას მაინც მოგცემთ:

  • გთხოვთ, ახსნათ, რას გულისხმობთ, როცა წერთ: "კარგად ჟღერდა იმ გაგებითაც, რომ ეს მთა – სიმაღლის სიმბოლო – ქედის რაიონშია და აჭარაში მისი არსებობის საქვეყნოდ გაცნობა წაშლიდა ბევრ არსებულ სტერეოტიპებს საქართევლოს დანარჩენ ნაწილში, იდეურად გააერთიანებდა მათ." ჯერ ერთი, თქვენი ჯგუფის სახელი გაგონება ჩემში, პირველ რიგში, იესოს დაბადების ადგილთან ასოცირდება (თუმცა ამ სახელით არის უბანიც თბილისში და კიდევ, იხილეთ ბეთლემი (მრავალმნიშვნელოვანი) სრული სიისთვის.) და არა ქედის მუნიციპალიტეტის მთასთან. (როგორ უნდა მომხდარიყო "საქვეყნოდ გაცნობა"?) "არსებულ სტერეოტიპებში" რას გულისხმობთ? და კიდევ, "აჭარაში მისი არსებობის საქვეყნოდ გაცნობა" როგორ გააერთიანებდა მთელს საქართველოს იდეურად?
  • "...ჯგუფს დაემუქრა მისი საბოლოო დასამარებით. სამწუხაროდ, მან შეასრულა ეს დანაპირები: „ბეთლემი“ განწირული აღმოჩნდა 5 წლის განმავლობაში." მკითხველისთვის გაუგებარი რჩება, რა გზებით მოახერხა ლეონიდე ჟღენტმა ჯგუფის "დასამარება". (ეკონომიკური? დაფინანსება ხომ ისედაც არ გქონდათ.)
  • წერეთ მაქსიმალურად ქართულად (რამდენადაც ეს შესაძლებელია), არ გვჭირდება ახალი ნეოლოგიზმები (ნონკონფორმისტობა, ისტებლიშმენტი, საუნდი და მისთ.), ისედაც საკმარისი გვაქვს.
  • ყველა სტატიას სჭირდება შესავალი, ანუ მოკლე მიმოხილვა ჯგუფის მოღვაწეობის შესახებ. პირდაპირ ისტორიით არ უნდა დაიწყოთ. მაგალითისთვის შეგიძლიათ იხილოთ ნებისმიერი ხარისხიანი სტატია, ჩვენს შემთხვევაში, მუსიკის შესახებ (მეტალიკა, პინკ ფლოიდი, ბითლზი...).
  • რამდენად მიზანშეწონილია ჯგუფის სახელის ყოველი ხსენებისას მისი ბრჭალებში ჩასმა? (ეს კითხვა სხვებსაც ეხებათ.)
  • ვიკიპედიაში არსებობს რამდენიმე დონის სათაური. პირველი დონის თავსდება ამ == == სიმბოლოებს შორის (თუ რათქმაუნდა = = ამას არ მივიღებთ მხედველობაში), მეორე დონის - === === და ა.შ. თუ აკეთებთ ქვეთავს, რომელიც შეიცავს მხოლოდ ერთ ქვესათაურს, სასურველია ქვესათაურის სახელწოდება დაემატოს სათაურში. (== ბეთლემი: ქართული როკ – მუსიკის იდუმალი ვარსკვლავი ==, აქ პირველიდან პირდაპირ მესამეზე ხართ გადასული ==== გენეზისი ანუ იდეის წინაისტორია ====, ხოლო შემდეგ == „კარაველას“ ეტაპი == -ით ბრუნდებით პირველს. მხოლოდ ერთი ქვეთავია == ბრძოლა იდეისათვის == აქაც, === ეკლიანი გზა „ბეთლემის“ დაარსებამდე ===. დანარჩენში სწორადაა ყველაფერი)

2. ისტორია: თქვენი ჯგუფის ისტორია კლასიკური მაგალითია მაგ პერიოდში მოღვაწე სხვა ქართული როკ ჯგუფების ტრაგიკული ბედისა (მაგალითისთვის: მეხის ქანდაკება, სტატია ესკიზის ფორმაშია, მაგრამ ძირითადი მონახაზი არის, რომელიც ზემოთნახსენებ "შესავლადაც" გამოდგება). ეკონომიკური სიდუხჭირე მართლაც რომ ასამარებს თავისუფალ შემოქმედებას. გავეცანი რა ისტორიას, პატივისცემით განვიმსჭვალე მთელი თქვენი კოლექტივისადმი.

3. მემკვიდრეობა: რათქმაუნდა, კარგი იქნებოდა, დაგემატებინათ ახალი თავი "მემკვიდრეობა", სადაც ჩასვამდით აუდიო მასალას (ნაწყვეტებს, თუ გსურთ სრულიადაც, მაგრამ მაშინ გაითვალისწინეთ, რომ ისინი შესაძლოა ნებისმიერი მიზნისთვის (ბოროტადაც) იქნას გამოყენებული), მაგრამ ლირიკას - არავითარ შემთხვევაში. ტექსტები შეგიძლიათ განათავსოთ თავად ამათუიმ სიმღერის გვედზე, თუ მას შექმნიდით.

4. ფაილების ატვირთვა: აუდიო ფაილების (აუცილებლად .ogg ფორმატში, რადგან .mp3-ისგან განსხვავებით, იგი თავისუფალია), ისევე, როგორც სურათების (აქ ფორმატს არსებითი მნიშვნელობა არ აქვს) ასატვირთად შეგიძლიათ გამოიყენოთ მარჯვნივ განთავსებული ბმული "ფაილის დამატება" და შეავსოთ თარგები {{არათავისუფალი ფაილი}} და {{არათავისუფალი ფაილი/სგდ}}, ან თუ გსურთ, თქვენი ჩანაწერები თავისუფალი ლიცენზიით გაავცელოთ, მაშინ უბრალოდ შეავსეთ {{ინფორმაცია}}, ხოლო უფლებაში მიუთითეთ კონსტრუქცია {{PD-self}}. უფრო დაწვრილებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ.

5. ინფოდაფა: სტატიაში განათავსეთ და შეავსეთ ერთერთი ამ თარგებიდან: {{ინფოდაფა მუსიკოსი}} და {{ინფოდაფა ბენდი}}. მე პირველს გირჩევდით, უფრო ფართოდ მოიცავს მუსიკალურ ასპექტებს.

პ.ს. ხელმოწერაში თარიღი ისედაც ჩანს, ასე რომ მისი მითითება საჭირო აღარაა ვიღიმი.

პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 09:12, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

ვიკიორდენი :)

მუსიკის ვიკიორდენი
მუსიკაში შეტანილი დიდი წვლილისთვის, ეს ვიკიორდენი შენ ღირსეულად, ჩემგან. წარმატებები ვიღიმი - Giorgi13
მადლობის მეტი რა მეთქმის ვიღიმი ისე, ეს შენი შექმნილია? :)--გიორგი განხილვაწვლილი 18:00, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]
არა გიო, ინგლისურიდან გადმოვთარგმნე ვიღიმი აი მისი ბმული en:Template:Music Barnstar - GIO---->>13 განხილვაწვლილი 18:21, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გასაგებია გიო ვიღიმი დიდი მადლობა, მაგრამ პირველი არ ვარ :) კიდევ Ventusa აქვს ეს ორდენი. ვიღიმი - GIO---->>13 განხილვაწვლილი 18:36, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

მაშინ ბოდიში Ventusa-ს :) მივხვდი, რატომაც არ მიჩვენებს ბმულებს მაგ თარგზე (რის გამოც ვიფიქრე, რომ ჯერ არავის ქონდა). როცა სვამ თარგს, ის გარდაიქმნება სხვა ტექსტად. ამოიღე ეგ პუნქტი შენი განხილვის გვერდიდან :), თუ გინდა.--გიორგი განხილვაწვლილი 18:41, 30 აგვისტო 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან როკ ჯგუფ"ბეთლემის" აუდიო ფაილის ატვირთვის შესახებ

გამარჯობა, გიორგი! კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ჩემი სტატიისადმი თქვენი ყურადღებისა და "მეურვეობის" გამო! თქვენი რჩევების მიხედვით შევიტანე ისე ის კომპოზიცია განსხვავებული, არასაზოგადობრივი დომენით, არ ვიცი, ყველაფერი სწორედ გავაკეთე თუ არა. მეორე: იმ შემთხვევაში, თუკი ახალი ვარიანტის დომენი სწორედ გავაკეთე, გთხოვთ დამეხმაროთ პირველი, არასწორ დომენში დაფიქსირებული ატვირთული აუდიო ფაილის წაშლაში ან მითხარით, როგორ ხდება მისი წაშლა. პატივისცემითა და კეთილი სურვილებით, ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 21:51, 31 აგვისტო 2010 (UTC)

გამარჯობათ, არაფრის :). წაშლა საჭირო არაა, არც ახალად ატვირთვა იყო საჭირო, უბრალოდ უნდა შესულიყავით ფაილის რედაქტირებაში და იქ ჩაგესწორებინათ. ახალი ვერსიის ატვირთვისას ძველი ფაილის ინფორმაცია რჩება, ასე რომ თქვენი სიმღერა კვლავ საზოგადოებრივ დომენში იყო, ვიდრე თქვენი მითითებული ინფორმაციის საფუძველზე მე არ დავარედაქტირე, იხილეთ განსხვავება.--გიორგი განხილვაწვლილი 05:41, 1 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან დამატებით აუდიო ფაილის ატვირთვის შესახებ

გიორგი, კიდევ ერთხელ გაგიმარჯოთ! მინდა რამოდენიმე კომპოზიცია კიდევ დავამატო. სად უნდა შევიდე? ვერა და ვერ მივაგენი იმ ბმულს – ფაილის დამატება რომ ქვია!!! დანარჩენს მგონი უკვე მოვახერხებ. ერთხელ კიდევ დიდი მადლობით, ჯუმბერი — Dudukedeli9 22:18, 31 აგვისტო 2010 (UTC)

მე შემეშალა ზემოთ, მარცხნივაა ეგ ბმული (მარჯვნივ არა) და "ბოლო ცვლილებებზე" როცა ხართ, მაშინ (რაც ნამდვილად ვიცი) ჩანს; მის ქვემოთაა განყოფილება "ინსტრუმენტები" და იქ მეორე ბმულია. თუ ვერ იპოვით, შეგიძლიათ ისარგებლოთ ამ ბმულით, ზუსტად იგივეა (ისე, თუ ვერ მიაგენით, პირველი ფაილი როგორ ატვირთეთ?)--გიორგი განხილვაწვლილი 05:52, 1 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან ბეთლემის აუდიოზე

გამარჯობათ, გიორგი! დიდი დიდი მადლობა პასუხისა და თანადგომისათვის. მინდა გიპასუხო იმის შესახებ თუ როგორ შევიყვანე პირველი კომპოზიცია: მომკალი და არ მახსოვს, რაღაცნაირად გამომივიდა!!!! ღმერთმა დაგლოცოთ! ჯუმბერი— Dudukedeli9 08:15, 1 სექტემბერი 2010 (UTC)

გასაგებია. გაიხარეთ!--გიორგი განხილვაწვლილი 08:20, 1 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ბეთლემის აუდიო ფაილის შესახებ

გიორგი გაგიმარჯოთ! ჩემს სტატიას დავამატე ს აუდიო ფაილი. ვფიქრობ, რაღაცა არასწორად გავაკეთე რადგან პირველ ატვირთულ ფაილთან ერთად არ ჩანან. გთხოვ, იმავე ქვესათაურში და კომპოზიციასთან ჩამისვა, და თან მითხრა, რა უნდა მექნა, რომ სწორად ჩამჯდარიყო პირველ კომპოზიციასთან ერთად. ერთჯერ რომ მეცოდინება, იგივე თემაზე აღარ შეგაწუხებთ. ნელ ნელა, თქვენი დახმარებით, უკვე ვერკვევი დეტალებში. როცა "ხელს გავაჩვევ", და ამ სტატიას დავამთავრებ, მერე, როგორც შეგპირდით, სხვა სტატების დაწერას ვაპირებ, მუსიკაზე, და არა მარტო. ასე რომ, თქვენი იმედი მაქვს და თქვენი ჩემი იმედი გქონდეთ! ჯუმბერ ბოლქვაძე— Dudukedeli9 00:24, 2 სექტემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ! მხოლოდ ფაილის ატვირთვა ავტომატურად არ სვამს ფაილს სტატიაში (რაც გასაგებიცაა, "არ იცის რომელში უნდა ჩასვას" :)). საჭიროა სტატიაშიც მიეთითოს. სტატიის რედაქტირების შემდეგ უკვე ჩანს. შეგიძლიათ იხილოთ თქვენი სტატია და რედაქტირების რეჟიმში გადახედოთ, ვფიქრობ მიხვდებით, როგორც ხდება ფაილის სტატიაში ჩასმა. თუ არ აპირებთ მაგ განყოფილების (ბეთლემის მუსიკა (აუდიო ფაილები)) ტექსტით შევსებას, და მე როგორც ვატყობ, არ აპირებთ, სათაურიდან გამომდინარე, ჯობს თუ სიმღერებს ზედა სექციაში ავიტანთ. რაც შეეხება ატვირთვას, სტატიის მითითებისას უბრალოდ ჩაწერეთ სტატიის სახელი, აღარაა საჭირო მიუთითოთ, რომ ეს სტატიაა (სტატია ბეთლემი (ჯგუფი)). თქვენი იმედი, რათქმაუნდა, მაქვს ვიღიმი--გიორგი განხილვაწვლილი 07:59, 2 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

მადლობა

მადლობის მეტი არაფერი მეთქმის. მიხარია, რომ ქართულ ვიკიპედიაში ჩემი წვლილი აღნიშვნის საგნად იქცა, იმედია, რომ ასეთივე მნიშვნელოვანია თავად სტატიები. :) — ციკლოვშიკი განხილვაწვლილი 09:31, 2 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

რათქმაუნდა ვიღიმი შრომა უნდა დაფასდეს ;)--გიორგი განხილვაწვლილი 09:38, 2 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ჯუმბერ ბოლქვაძისაგან დამატებით აუდიო ფაილის ატვირთვის შესახებ

გიოს გაუმარჯოს! თქვენი შეკითხვის პასუხად: როგორ იცით, აუდიო ფაილების ატვირთვა პირველად რომ დავიწყე, დიდი წარომდგენა არ მქონდა, როგორ უნდა გამეკეთებინა, შეცდომებს ვუშვებდი და შემდეგ ვასწორებდი. რაც შეეხება "აბელს და კაენს", მე დამავ���წყდა თავიდან რომ მისი ჩაწერის სტუდიდა გერმენული სტუდია უნდა მიმეთითებინა, ამიტომ ავტვირთე ორჯერ. მინდა უკვე დავიწყო ფოტოების ატირთვა და ინფოდაფის გაკეთება. თუ რამე გამიჭირდა, უნდა მიშველოთ, როგორც ყოველთვის. წინასწარი მადლობით და მოკითხვებით ესპანეთიდან, ჯუმბერი— 83.44.23.46 13:50, 4 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობათ. ფაილის მონაცემების შეცვლისთვის არაა აუცილებელი ფაილის ხელმეორედ ატვირთვა (ეს ზემოთაც დავწერე), უბრალოდ შედით ფაილის რედაქტირების რეჟიმში (ღილაკი "რედაქტირება") და ჩაამატეთ, ან წაშალეთ საჭირო ინფო. რათქმაუნდა ბოლომდე მხარში დაგიდგებით, იქნება ეს სურათების ატვირთვა თუ ინფოდაფის გამართვა. პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 19:48, 4 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

გიორგის ბეთლემის ფოტო მასალის ატვირთვის შესახებ

გამარჯობათ, გიორგი! ავტვირთე ჯგუფის ფოტოსურათები, მაგრამ მათი სტატიაზე მიბმა, მგონი, ისე ვერ მოვახერხე. რაღაც არ ვიცი სათანადოდ. როგორ ხედავთ, ისე თქვენ უნდა დამეხმაროთ. თან მინდა ამიხხსნათ, რა გავაკეთე არასწორად, რათა შემდგომი სტატიებისათვის უკვე ნათელი იყოს ჩემთვის. პატივისცემით, ჯუმბერ ბოლქვაძე.— Dudukedeli9 21:22, 5 სექტემბერი 2010 (UTC)

გამარჯობათ.

  • ამჯერად მე ჩავსვი სურათები სტატიაში, გადახედეთ ცვლილებებს, იმედია მიხვდებით როგორ ხდება სტატიაში სურათების ჩასმა.
  • მცირე ცვლილებები შევიტანე ფაილების აღწერილობაში. უპატივისცემლობაში ნუ ჩამომართმევთ, მაგრამ უკვე მესამედ გიხსნით, რომ ფაილის ახალი ვერსიის ატვირთვისას ძველი ფაილის ინფორმაცია არ იცვლება. თუ რამე შეგეშლებათ, საჭიროა ამ ფაილის დარედაქტირება. რაც შეეხება ფაილი:BETHLEHEM.jpg-ს, იგი ინფოდაფისთვის შემოვინახე.
  • ერთი თხოვნა მექნება თქვენთან: მომავალში სურათების ატვირთვისას გთხოვთ შესაფერისი სახელი დაარქვათ ფაილს, რადგან უკვე ატვირთულს სახელს ვეღარ შეუცვლით. შესაფერისი სახელი გულისხმობს (მაგალითად) გურამ ქობულაძის სურათისთვის "გურამქობულაძე.png"-ს სახელით ატვირთვა (და არა "Shot0002.png"). ამას ძებნისას აქვს მნიშვნელობა.

პატივისცემით, --გიორგი განხილვაწვლილი 09:23, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

ეს წუთია, სტატიაში ჩავსვი ინფოდაფაც, ველების შესაბამისად შევსებას თქვენ მოგანდებთ. (არაა აუცილებელი ყველა ველი შეივსოს, უბრალოდ გამოტოვეთ ისინი) სტატიაში არაა ნათლად გამოკვეთილი, თუ რომელ წელს შეწყვიტა ჯგუფმა საქმიანობა. --გიორგი განხილვაწვლილი 09:50, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სახელების შესახებ

კაცურად თქვი კირკ ჰემეტი და რობერტ ტრუჰილოა?— Taro-Gabunia განხილვაწვლილი 12:50, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]

სწორედაც რომ. ქართულად ასეა მართებული. სანამ რამეს გადაიტანდე, ჯერ განხილვის გვერდზე დაწერე, შესაძლოა (და ეს აუცილებლად მოხდებოდა სტატიის შექმნისთანავე) მანამდე უკვე განიხილეს ეგ საკითხი და დაადგინეს სწორი ფორმა. მაგალითად ჯეიმსი და ჯეიმზიც კმარა. მეც მეგონა, რომ ჯეიმსი უნდა ყოფილიყო, მაგრამ აქ სხვაგვარად წერიაო, მიმითითეს, და მეც დავმორჩილდი, ვინაიდან ეს ვიკიპედიაში არსებული ერთადერთი ნორმაა.--გიორგი განხილვაწვლილი 12:58, 6 სექტემბერი 2010 (UTC)[უპასუხე]