შინაარსზე გადასვლა

მომხმარებლის განხილვა:Bzguy777

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ინფორმაცია გადმოიტანეთ ინგლისური ვიკიდან, სხვა ვიკიში წყაროები არასწორად არის მოყვანილი და სტატიაში შეცდომით ასახავს (ref-ებს აკლია ველები). --Henry McClean განხილვაწვლილი 12:44, 5 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სახელებს და გვარებს მიაქციეთ ყურადღება. ორმაგი ბგერები RR ქართულში ორმაგად არ გადმოდის. სტატიკ მაიორი არასწორია. ინგლისურია ეს - Static Major (მეიჯერ) და საერთოდ ვტოვებთ ორიგინალში. საერთოდ, გადახედეთ სტატიაში გრამატიკას. აუცილებელი არ არის ყველა ფსევდონიმის გადმოქართულება. სტეფენ შეცდომაა - სტივენია სწორი. დურელიც - დარელი ან დერელია სწორი. --Henry McClean განხილვაწვლილი 08:02, 6 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

  • საიდან იწერთ ინფორმაციას? Unpratty სად ეწერა, როდესაც Unpretty არის სწორი?
  • მძიმეს და წერტილს და შემდეგ წინანადებას ან სიტყვას შუაში ყოველთვის აქვს ცარიელი ადგილი. ასე იწერება სწორად. მძიმის და წერტილის შემდეგ პირდაპირ წინადადების დაწყება ან სიტყვის მიწერა არ ხდება.
  • ref-ში title=-ს უნდა მიწერილი ჰქონდეს სტატიის სათაურები. --Henry McClean განხილვაწვლილი 07:59, 7 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

სახელწოდებები

[წყაროს რედაქტირება]
  • რატომ წერთ ალბომების და სათაურებს პატარა ასოებით? დააკოპირეთ ინგლისურენოვანი სტატიის კოდიდან. About you now არ უნდა იყოს - სწორია About You Now. იგივე ვრცელდება ყოველივე დანარჩენზე
  • რატომ გადმოგაქვთ სიმღერების სახელები პირდაპირ და არა კოდის სახით? ხოლმე ზოგიერთ სიტყვას მრავალი მნიშვნელობა აქვს. საუბარია [[Change]]-ზე - ამ სიტყვის ბევრი მნიშვნელობაა ვიკიპედიაში და ქართულშიც იმას ენიჭება უპირატესობა, რომელიც ამ სიმღერაზე უფრო მნიშვნელოვანია.
  • გვარებსა და სახელებში შეცდომები გაქვთ. მათი მართლწერა ყველას არ შეგვიძლია, მაგრამ რეალურად ასეა:
შეცდომები
არასწორი სწორი
ვაითი უაიტი
პოუელი პაუელი
სტევენსონი სტივენსონი
ლიპსეი ლიპსი
შავი შოუ

და გარდა ამისა - ის გაუმართლებელი ცარიელი სტატიები სიმღერების შესახებ თქვენი ნაშრომია? ასეთი რაღაც აღარ გააკეთოთ, ვინაიდან დაუსრულებელი სტატიები ვიკიპედიას ანაგვიანებს, ხოლო ერთი სტატიიდან მეორეში უწესრიგოდ გადაყრილი ინფორმაცია არასერიოზული მუშაობაა და მეტი არაფერი. --Henry McClean განხილვაწვლილი 10:29, 12 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]

ზევით რაც წერია, წაიკითხეთ კარგად. და ეს Change და მისთანები შეცვალეთ. Change-ს მრავალი მნიშვნელობა აქვს და მხოლოდ ამ ჯგუფის სიმღერის გამო ასეთი სტატია არ შეიქმნება. უნდა იყოს [[Change (Sugababes-ის სიმღერა|Change]]. --Henry McClean განხილვაწვლილი 17:03, 12 ოქტომბერი 2013 (UTC)[უპასუხე]