შინაარსზე გადასვლა

მომხმარებელი:MIKHEIL/ვიკიპედია:ცნობადობა (ხალხი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ცნობადობა ვიკიპედიაში ერთ-ერთი კრიტერიუმია, რომელიც ეფუძნება სტატიის თემის ენციკლოპედიასთან შესაბამისობას. პერსონა, რომელიც ბიოგრაფიული სტატიის თემას წარმოადგენს, უნდა იყოს „ყურადღების ან შენიშვნის ღირსი“ — სხვანაირად რომ ვთქვათ, „გამორჩეული“ ან „მნიშვნელოვანი, საინტერესო ან საკმარისად შესამჩნევი, რომ მასზე ყურადღება გამახვილდეს და ჩაიწეროს“ ვიკიპედიაში, როგორც წერილობითი ანგარიში ამ პერსონის ცხოვრების შესახებ. „გამოჩენილი“, ცნობადობისა და პოლულარობის გაგებით — მიუხედავად იმისა, რომ შეუსაბამო არ არის — ამ შემთხვევაში მეორეხარისხოვანია.

ბიოგრაფიებისათვის განკუთვნილი ეს სახელმძღვანელო ასახავს კონსენსუსს, რომელიც მიღწეული იქნა დისკუსიებით და არსებული გამოცდილებით და მიზნად ისახავს, მომხმარებლებს დაეხმაროს გადაწყვეტილებაში, უნდა დაიწეროს, შეერწყას, წაიშალოს თუ განივრცის სტატია პიროვნების შესახებ. ბიოგრაფიული სტატიების წერის სახელმძღვანელო იხილეთ ბმულებზე ვიკიპედია:სტილის სახელმძღვანელო (ბიოგრაფიები) და ვიკიპედია:ცოცხალ პიროვნებათა ბიოგრაფიები.

სტატიის სათაური უნდა ასახავდეს მის შინაარსს. თუ მოიპოვება საკმარისი დასაბუთებული მასალა, რათა პიროვნების შესახებ სტატია გაკეთდეს და სათაურად პიროვნების სახელი და გვარი ჰქონდეს. თუ მასზე საკმარისი ინფორმაცია არ მოიპოვება, მაგრამ ინფორმაცია საკმარისია ამ პიროვნებასთან დაკავშირებული რაიემე მნიშვნელოვანი მოვლენის შესახებ, მაშინ სტატიას სათაური ენიჭება ამ მოვლენის მიხედვით, მაგალითად „სტივ ბარტმენის ინციდენტი“. ხანდახან, როდესაც ცნობილი პიროვნება კვდება, საკმარისი ინფორმაცია ჩნდება სიკვდილის შესახებ, მაგალითად, მაიკლ ჯექსონის ან პრინცესა დაიანას სიკვდილის შემთხვევაში. თუ ცნობადი პიროვნების ძირითადი სტატია ზედმეტად გრძელია, რადგან თავმოყრილია ცნობები მთელი მისი მოღვაწეობის შესახებ, ამ ინფორმაციაზე იქმნება იქმნება ცალკე სტატია, მაგალითად, „ჯორჯ ორუელის ბიბლიოგრაფია“. თუ პიროვნება გახმაურებული მკვლელობის მსხვერპლია, შესაფერისია ისეთი სათაური, როგორიც არის „ჯონ ლენონის მკვლელობა“.

ძირითადი კრიტერიუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობა:
ვპ:ძირითადი

პიროვნება ითვლება ცნობადად, თუ იგი მნიშვნელოვნად გააშუქა მრავალმა [1] მეორადმა წყარომ ნაწილად, რომლებიც არის სანდო, ინტელექტუალურად ერთმანეთისგან დამოუკიდებელი[2] და საგნისაგან დამოუკიდებელი.[3]

  • თუ მოცემული წყაროს გაშუქების სიღრმე არაა არსებითი, ამ დროს შესაძლებელია გაერთიანდეს მრავალრიცხოვანი დამოუკიდებელი წყაროები, რათა წარმოჩინდეს ცნობადობა; მეორადი წყაროს მიერ სუბიექტის უმნიშვნელო გაშუქება შეიძლება საკმარისი არ იყოს მისი ცნობადობის დასამტკიცებლად.[4]
  • პირველადი წყაროები გამოიყენება სტატიის შიგთავსის გასამყარებლად, მაგრამ ისინი არ გამოიყენება სუბიექტის ცნობადობის დასადასტურებლად.

ხალხი, რომელიც აკმაყოფილებს ძირითად კრიტერიუმებს, შესაძლებელია ცნობადად ჩაითვალოს ქვემოთ ჩამოთვლილი დამატებითი კრიტერიუმების გარეშე. სტატიის შექმნა შეიძლება არ მოხდეს ისეთ ადამიანებზე, რომლებიც ვერ აკმაყოფილებენ გამონაკლის კრიტერიუმებს, ისეთებს, როგორიც არის, მაგალითად, ცნობადობა მხოლოდ ერთი ღონისძიების შედეგად ან რაც მოხვედრილია სიაში — რა არ არის ვიკიპედია.

დამატებითი კრიტერიუმი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პიროვნება სავარაუდოდ ცნობადია, თუ აკმაყოფილებს ქვემოთ მოცემულ რომელიმე მოთხოვნას. ამ კრიტერიუმებთან შეუსაბამობა მაინც არ არის საბოლოო მტკიცებულება იმისა, რომ სუბიექტზე სტატია არ უნდა არსებობდეს და პირიქით, ერთი ან მეტი კრიტერიუმის დაკმაყოფილება არ არის იმის გარანტია, რომ მასზე სტატია უნდა არსებობდეს.

პიროვნება, რომელიც არ აკმაყოფილებს ამ დამატებით კრიტერიუმებს, მაინც შეიძლება ჩაითვალოს ცნობადად ვიკიპედიის ცნობადობის მიხედვით. რედაქტორებს ეს კრიტერიუმები გამოადგებათ, თუკი საჭირო გახდება სტატიაში დამატებითი ციტირებების აუცილებლობის აღმნიშვნელი თარგის ჩასმა ან სტატიის წაშლის დისკუსიის დაწყება.

ნებისმიერი ბიოგრაფია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობა:
ვპ:ნებბიო
  1. პიროვნებას მიღებული აქვს ცნობილი და მნიშვნელოვანი ჯილდო ან აღიარება, ან ასეთ ჯილდოზე რამდენჯერმე იყო ნომინირებული.
  2. პიროვნებას აქვს ფართოდ აღიარებული წვლილი, რომელიც მისი სფეროს ისტორიულად მნიშვნელოვანი ნაწილია. [5]
  3. პიროვნების შესახებ წერს ეროვნული ბიოგრაფიული ლექსიკონი.

მრავალი მეცნიერი, მკვლევარი, ფილოსოფოსი თუ სხვა მოღვაწე (რომლებსაც კოლექტიურად აკადემიურ წრეს უწოდებენ) გავლენიანი და ცნობადია და მათი ბიოგრაფიები არ საჭიროებს მეორეხარისხოვანი წყაროების მითითებას.

შემოქმედებითი პროფესიონალები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობები:
WP:ARTIST
WP:AUTHOR
WP:CREATIVE
WP:ECONOMIST
WP:FILMMAKER

ავტორები, რედაქტორები, ჟურნალისტები, ფილმების შემქმნელები, ფოტოგრაფები, ხელოვანები, არქიტექტორები და სხვა შემოქმედი პროფესიონალები:

  1. პიროვნება ითვლება მნიშვნელოვან ფიგურად ან ხშირად არის ციტირებული თავისივე წრეების ან მემკვიდრეების მიერ.
  2. პიროვნებამ შეიმუშავა მნიშვნელოვანი ახალი კონცეფცია, თეორია ან მეთოდი.
  3. პიროვნებამ შექმნა მნიშვნელოვანი ან ფართოდ ცნობილი ნამუშევრი ან როლი შეასრულა შემუშავებაში, ისევე, როგორც ერთობლივ ნამუშევარში. გარდა ამისა, მისი ეს შრომა ძირითადი საგანი უნდა იყოს დამოუკიდებელი და გამორჩეული ნაშრომისა (მაგალითად, წიგნი, ფილმი, სერიალი, მაგრამ ამ უკანასკნელის შემთხვევაში არ იგულისხმება მხოლოდ ერთი სერია) ან მრავალი სხვადასხვა პერიოდული სტატიებისა თუ მიმოხილვებისა.
  4. პიროვნების ნამუშევარი (ან ნამუშევრები) ქცეულა: (ა) მნიშვნელოვან მონუმენტად, (ბ) მნიშვნელოვანი გამოფენის ნაწილად, (გ) მნიშვნელოვანი კრიტიკული განხილვის საგნად ან (დ) წარმოდგენილია რამდენიმე ცნობადი გალერეის ან მუზეუმის კოლექციაში.

დანაშაულის მსხვერპლნი და დამნაშავეები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობები:
WP:CRIME
WP:VICTIM
WP:PERP
WP:PERPETRATOR
WP:CRIMINAL

პიროვნება, რომელიც ცნობილია მხოლოდ დანაშაულებრივ შემთხვევასთან ან სასამართლო საქმესთან კავშირით, ვიკიპედიაში მასზე ცალკე სტატიის შექმნა არ შეიძლება თუ არსებობს სტატია, რომელშიც იგი ნახსენებია; პიროვნების ქმედება ამავე სტატიაში უნდა იქნას აღწერილი.

როდესაც ასეთი სტატუა უკვე არსებობს, დასაშვებია შეიქმნას ქვეთავი, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეს აუცილებელია სტატიის ზომიდან გამომდინარე.

როდესაც ასეთი სტატია არ არსებობს, რომელშიც ნახსენებია ამ პიროვნების ქმედება, ცალკე სტატიის შექმნას მიზეზი შეიძლება იყოს მხოლოდ ერთ-ერთი ჩამოთვლილთაგან:

მსხვერპლის ან შეცდომით დადანაშაულებელი პირის შემთხვევაში,

  1. მსხვერპლმა ან შეცდომით დადანაშაულებელმა პირმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა აღნიშნულ მოვლენაში, რომელიც ისტორიულად ვრცლად იქნა დოკუმენტირებული. ისტორიულ მნიშვნელობას განსაზღვრავს ამ მოვლენის ხანგრძლივი აღწერა საიმედო მეორეხარისხოვან წყაროებში, სადაც დიდი ყურადღება ეთმობა ცალკე პიროვნების როლს.

დამნაშავეების შემთხვევაში,

  1. კრიმინალური ქმედების მსხვერპლი არის ქვეყნის ან საერთაშორისო დონეზე ცნობილი პირი მათ შორის, პოლიტიკოსი ან რომელიმე სხვა ცნობადი სახე, მაგრამ არა აუცილებლად.
  2. კრიმინალური ქმედების ან მისი აღსრულების ფორმა არის უჩვეულო ან მნიშვნელოვნად იქნა მიჩნეული, ისე, რომ იგი ვრცლად არის აღწერილი ამა თუ იმ წყაროში. როგორც წესი, ისტორიულ მნიშვნელობას განსაზღვრავს მოვლენის საიმედო მეორეხარისხოვან წყაროებში განხილვა, რომელიც სცდება ტრადიციული საინფორმაციო წყაროების მიმოხილვებს და მნიშვნელოვან ყურადღებას უთმობს პიროვნების როლს.
    • შენიშვნა: ცოცხალი პიროვნება, რომელსაც ბრალად ედება რამე სახის დანაშაული, ითვლება უდანაშაულოდ, სანამ ამას სასამართლო გადაწყვეტს. ამა თუ იმ პიროვნებაზე სტატიის შექმნისას რედაქტორებმა უნდა გაითვალისწინონ ეს კანონი და თუ პიროვნება არ არის დამნაშავედ ცნობილი, იგი ასეთ პირად არ მოიხსენიონ.

გასართობი ინდუსტრიის წარმომადგენლები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობები:
WP:ENT
WP:ENTERTAINER
WP:NACTOR
WP:NMODEL

მსახიობები, გამხმოვანებლები, კომიკოსები, საკუთარი აზრის გამომხატველები, მოდელები და სხვა პოპულარული პიროვნებები:

  1. რომლებიც წარმატებული იყვნენ რამდენიმე ფილმით, სატელევიზიო გადაცემით, სასცენო დაგმით თუ სხვა ფორმატის წარმოებით.
  2. ჰყავთ მოყვარულების ფართო წრე, ხშირ შემთხვევაში - „კულტი“.
  3. გასართობი ინდუსტრიის ამა თუ იმ სფეროში შეიტანეს უნიკალური წვლილი.
    • შემსრულებლების შესახებ შენიშვნებისთვის იხილეთ ვპ:მუსიკა.

პორნოგრაფიული მსახიობები და მოდელები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
მალხმობები:
WP:PORNBIO
WP:PORNSTAR

შემდეგი კრიტერიუმი უნდა იქნას გამოყენებული, როდესაც დგება პორნოგრაფიული თემის სტატიის წაშლის საკითხი.

  1. სტატიაში აღწერილი სუბიექტი უნდა ფლობდეს ინდუსტრიისთვის სპეციფიციკურ ჯილდოს. არ განიხილება ჯილდოები, რომლებიც უკავშირდება ერთობლივ კატეგორიებსა თუ სცენებს.
  2. სუბიექტს უნდა ჰქონდეს უნიკალური წვლილი პორნოგრაფიის სპეციფიკურ ჟანრში. მაგალითად, იგი უნდა იყოს რომელიმე ტენდენციის ინიციატორი, მონაწილეობა უნდა ჰქონდეს მიღებული აღსანიშნავ ფილმში ან უნდა წარმოადგენდეს ინდუსტრიასთან დაკავშირებული დიდების დარბაზის წევრს.
  3. სუბიექტი უნდა წარმოადგენდეს აღსანიშნავი მედია საშუალებების ინტერესის სფეროს და მათ მიერ ხშირად უნდა იქნას განხილული.
  1. „გამოქვეყნებული ნაშრომი“ ფართო მცნებაა.
  2. წყაროები. Sources that are pure derivatives of an original source can be used as references, but do not contribute toward establishing the notability of a subject. "Intellectual independence" requires not only that the content of sources be non-identical, but also that the entirety of content in a published work not be derived from (or based in) another work (partial derivations are acceptable). For example, a speech by a politician about a particular person contributes toward establishing the notability of that person, but multiple reproductions of the transcript of that speech by different news outlets do not. A biography written about a person contributes toward establishing his or her notability, but a summary of that biography lacking an original intellectual contribution does not.
  3. Autobiography and self-promotion are not the routes to having an encyclopaedia article. The barometer of notability is whether people independent of the subject itself have actually considered the subject notable enough that they have written and published non-trivial works that focus upon it. Thus, entries in biographical dictionaries that accept self-nominations (such as the Marquis Who's Who) do not prove notability.
  4. Non-triviality is a measure of the depth of content of a published work, and how far removed that content is from a simple directory entry or a mention in passing ("John Smith at Big Company said..." or "Mary Jones was hired by My University") that does not discuss the subject in detail. A credible 200-page independent biography of a person that covers that person's life in detail is non-trivial, whereas a birth certificate or a 1-line listing on an election ballot form is not. Database sources such as Notable Names Database, Internet Movie Database and Internet Adult Film Database are not considered credible since they are, like wikis, mass-edited with little oversight. Additionally, these databases have low, wide-sweeping generic standards of inclusion.
  5. Generally, a person who is "part of the enduring historical record" will have been written about, in depth, independently in multiple history books on that field, by historians. A politician who has received "significant press coverage" has been written about, in depth, independently in multiple news feature articles, by journalists. An actor who has been featured in magazines has been written about, in depth, independently in multiple magazine feature articles, by magazine article writers. An actor or TV personality who has "an independent biography" has been written about, in depth, in a book, by an independent biographer.