მოზამბიკის ენები
იერსახე
მოზამბიკი — მრავალენოვანი ქვეყანა, დასახლებულია ბანტუს ენებზე მოლაპარაკე ხალხებით, თუმცა ოფიციალური სტატუსი აქვს პორტუგალიურ ენას. სტატისტიკის თანახმად, პორტუგალიურ ენაზე თავისუფლად საუბრობს მოზამბიკის მოსახლეობის 40 % და ქალაქში მაცხოვრებლების 70 %.
მოზამბიკში მცხოვრები არაბები, ჩინელები და ინდოელები ძირითადად პორტუგალიურად საუბრობენ. პორტუგალიურ ენაზე ასწავლიან სკოლებსა და უნივერსიტეტებში. მოზამბიკში გადაიცემა პორტუგალიური და ბრაზილიური სატელევიზიო არხები. პორტუგალიური ენის ცოდნა ქვეყანაში თანდათანობით ფართოვდება.
ენა | რაოდენობა | პროცენტი |
---|---|---|
მაკუა | 4 007 010 | 24,8 |
სენა | 1 807 319 | 11,2 |
ცონგა | 1 799 614 | 11,2 |
ლომვე | 1 269 527 | 7,9 |
შონა | 1 070 471 | 6,6 |
ცვა | 763 029 | 4,7 |
რონგა | 626 174 | 3,9 |
პორტუგალიური | 489 915 | 3 |
ნიუნგვე | 446 567 | 2,8 |
ჩოპი | 406 521 | 2,5 |
იაო | 374 426 | 2,3 |
მაკონდე | 371 111 | 2,3 |
ეკოტი | 102 393 | 0,6 |
კიმვანი | 29 980 | 0,2 |
სუაჰილი | 21 070 | 0,1 |
სვატი | 7742 | 0,05 |
ზულუ | 3529 | 0,02 |
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
|