მიხეილ ერისთავი
იერსახე
მიხეილ (მიხა) ქაიხოსროს ძე ერისთავი (დ. 1817 — გ. 1870) — თავადი. ქართველი მემამულე, ჩაის კულტივირების პიონერი საქართველოში.
გურიის ერისთავების (შარვაშიძე-ერისთავების) საგვარეულოს წარმომადგენელი. 1840-იან წლებში შოტლანდიელი მებაღის იაკობ მარის (ნიკო მარის მამა) დახმარებით გურიაში, ოზურგეთის მაზრის სოფელ გორაბერეჟოულში მიწის მცირე ნაკვეთზე გააშენა ჩაის კულტურა. ერისთავი ჩაის პრიმიტიული, კუსტარული მეთოდით ამუშავებდა. გორაბერეჟოულში მოყვანილი კულტურისგან დამზადებული ქართული ჩაი წარდგენილი იყო 1864 წ. სრულიად რუსეთის გამოფენაზე. მიხა ერისთავის გარდაცვალებიდან რამდენიმე ხნის შემდეგ მეურნეობას სათავეში მისი ვაჟი ანდრია ჩაუდგა.
წყაროები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- (რუსული) Николай Монахов. миха эристави — пионер грузинского чая. teatips.ru