მიხეილ დალაქიშვილი
იერსახე
მიხეილ სიმონის ძე დალაქიშვილი (დ. 15/28 ივლისი, 1904, სოფ. ჭელიაღელე, ახლანდ. ამბროლაურის მუნიციპალიტეტი, — გ. 24 იანვარი, 1983, თბილისი) — ქართველი აგრონომი. სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა კანდიდატი (1939), დოცენტი (1940).
დაამთავრა საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიული ფაკულეტეტი (1931). 1956–1974 წლებში იყო საქართველოს ი. ლომოურის სახელობის მიწათმოქმედების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის დირექტორი. 1949–1950 წლებში დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში საშემოდგომო ხორბლის შესწავლასა და წარმოებაში მათი შედეგების დანერგვასთან დაკავშირებით გამოქვეყნებული სამეცნიერო ნაშრომებისათვის 1951 წელს მიენიჭა სსრკ სახელმწიფო პრემია. აქვს 3 გამოგონება სასათბურე მეურნეობაში თერმული წყლების გამოყენების დარგში.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- თოდუა გ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 299.