შინაარსზე გადასვლა

მიაზმები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
არ უნდა აგვერიოს შემდეგ მნიშვნელობა(ებ)ში: მიაზები.

მიაზმები (< ბერძ. μίασμα — ბინძური, მავნე ანაორთქლები) — მოძველებული ცნება, რომელიც აღნიშნავდა გარემოდან (ჰაერი, ნიადაგი, წყალი) ორგანიზმში მოხვედრილ და სხვადასხვა დაავადების გამომწვევ „სენიან საწყისებს“. ცნობილი იყო ჯერ კიდევ ძველ მსოფლიოში; მხატვრულადაა აღწერილი ლუკრეციუსის პოემაში „საგანთა ბუნება“. მიაზმების შესახებ წარმოდგენა საფუძვლად დაედო დაავადებათა წარმოშობის ე.წ. მიაზმისტურ კონცეფციას, რომელიც ფართოდ გავრცელდა შუა საუკუნეების ევროპაში. XIX საუკუნეში მიკროორგანიზმთა აღმოჩენამ მიაზების თეორია საბოლოოდ უარყო.[1]

  1. Сорокина Т. С. Миазмы // Большая российская энциклопедия. т. 20. — М., 2012. — стр. 214.